Tekla Iordanishvili

  1. ციტომეგალოვირუსი (CMV): სიმპტომები, გავრცელება და პრევენცია

    ციტომეგალოვირუსი (CMV): სიმპტომები, გავრცელება და პრევენცია

    ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს ეს ვირუსი, უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში CMV შეიძლება სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს.

    რა არის ციტომეგალოვირუსი  

    ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს. ის ადამიანის ორგანიზმში ერთხელ მოხვედრის შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება, მაგრამ უმეტესად არააქტიურ მდგომარეობაშია. CMV შეიძლება პერიოდულად გააქტიურდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია.

    რა სიმპტომები ახასიათებს ამ ტიპის ჰერპესვირუსს 

    ციტომეგალოვირუსის (CMV) სიმპტომები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებში. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანების უმრავლესობაში CMV ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბევრმა ადამიანმა შეიძლება არც კი

    Read more »
  2. ესლოტინი — სეზონურ და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიებთან საბრძოლველად (H1)

    ესლოტინი — სეზონურ და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიებთან საბრძოლველად (H1)

    ესლოტინი H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორია, რომელიც შემოგარსული ტაბლეტებისა და სიროფის ფორმით თურქეთში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება დეზლორატადინს შეიცავს.

    ესლოტინის ტაბლეტში 5 მგ დეზლორატადინი, ასევე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი შედის. ესლოტინის სიროფი 2,5 მგ დეზლორატადინს

    Read more »
  3. შუგარინგი — სხეულიდან თმის მოცილების უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი

    შუგარინგი — სხეულიდან თმის მოცილების უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი

    სხეულიდან თმის მოსაცილებლად ყველა იმ მეთოდს ირჩევს, რომელიც მისთვის ესთეტიკურად და ფინანსურად ყველაზე მისაღები და ხელსაყრელია. 

    ეს არჩევანი არცთუ ისე დიდია მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, რადგან დიოდური ლაზერი, ალექსანდრიტის ლაზერი თუ ელექტროეპილაცია ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის, თმის მოსაცილებლად კი მხოლოდ რამდენიმე ალტერნატივა რჩება: პარსვა, ცვილით დეპილაცია და შუგარინგი.

    რა არის შუგარინგი და როგორ ტარდება?

    შუგარინგი თმის მოშორების უძველესი მეთოდია, რომელიც თმის მოსაცილებლად ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული წებოვანი მასის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მასა თმის ღერებს ძირიანად აძრობს და კანი სიგლუვეს 4-6 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს.

    როგორ მზადდება მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ?

    წებოვანი მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ, ლიმონის, შაქრისა და წყლის

    Read more »
  4. თავის ტკივილი — რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

    თავის ტკივილი — რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

    თავის ტკივილი უსიამოვნო, დამთრგუნველი შეგრძნებაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ განიცდის. 

    თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, ლოკალიზაციის, სიმძიმისა და სიხშირის მიხედვით. იგი შეიძლება გამოვლინდეს თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებულად ან ჰქონდეს გადაცემითი ხასიათი, იყოს მწვავე, მოპულსირე ან ყრუ, თანდათანობით განვითარებული ან უეცარი, იყოს ხანმოკლე ან გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში... და რაც ყველაზე საყურადღებოა, თავის ტკივილი შეიძლება სულაც არ იყოს გამოწვეული მარტივი მიზეზით და მის უკან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც იმალებოდეს. 

    დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ თავის ტკივილის ნაირსახეობებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებს. 

    რა სახის თავის ტკივილი არსებობს?

    თავის ტკივილი ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: პირველადი და მეორადი

    Read more »
  5. წელის ტკივილი — რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომზე და როგორ ვუმკურნალოთ მას

    წელის ტკივილი — რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომზე და როგორ ვუმკურნალოთ მას

    იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც წელის ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია. ბევრ მათგანს ეს გაუსაძლისი ტკივილი ქრონიკულად აწუხებს და პრობლემის მოგვარებას თვითმკურნალობით, ტკივილგამაყუჩებლებით და ხალხური მეთოდებით ცდილობს, რაც არასწორია, რადგან წელის ტკივილისგან საბოლოოდ განკურნება მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი, რაც თანამედროვე სამედიცინო ცოდნასთან ერთად, უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსაც მოიცავს.

    რას იწვევს წელის ტკივილს, როგორ ვლინდება იგი სხვადასხვა დაავადებების დროს და როგორ გავუმკლავდეთ? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

    რა იწვევს წელის ტკივილს? 

    წელის ტკივილი შეიძლება იყოს ორი სახის: მწვავე და ქრონიკული. მწვავე წელის ტკივილს ძირითადად იწვევს მძიმე საგნების აწევა, ტრავმა, მჯდომარე ცხოვრების წესი ან სულაც ცუდ პოზაში ძილი. ქრონიკული ტკივილი გაცილებით დიდხანს გრძელდება და ასაკის მატებასთან ერთად უარესდება,

    Read more »
  6. მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ

    მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ

    მარიალი არის იტალიური წარმოების გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება.

     

    მარიალის გელი გამოიყენება ჯანმრთელობის შემდეგი გართულებების დროს:

    • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომლებსაც თან სდევს მომატებული ან ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია;

     

    • დისპეფსიისას, რომელიც გულისხმობს დისკომფორტს, ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვას, გულისრევას, ბოყინს, ღებინებას,
    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy