Tekla Iordanishvili

  1. იმუნიტეტი — რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავდაცვის სისტემის შესახებ?

    იმუნიტეტი — რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავდაცვის სისტემის შესახებ?

    იმუნიტეტი წარმოადგენს ორგანიზმის უნარს, თავი დაიცვას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. ეს თავდაცვითი მექანიზმი მიზანმიმართულად რეაგირებს პათოგენებზე (ორგანიზმები, რომლებიც იწვევენ დაავადებას), მათ შორის ვირუსებზე, ბაქტერიებზე და ტოქსინებზე, ხელს უწყობს მათ განადგურებას ან განეიტრალებას.

    იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის მუდმივ მონიტორინგს და რეაგირებას სხვადასხვა მავნე აგენტზე — ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

    რისგან შედგება იმუნური სისტემა

    იმუნური სისტემა შედგება მთელი რიგი კომპონენტებისგან, მათ შორის არის:

    • სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები);
    • ელენთა;
    • ძვლის ტვინი;
    Read more »
  2. სარკომა — რა უნდა ვიცოდეთ იშვიათი, თუმცა მრავალგვარი სიმსივნის შესახებ

    სარკომა —  რა უნდა ვიცოდეთ იშვიათი, თუმცა მრავალგვარი სიმსივნის შესახებ

    იცოდით თუ არა, რომ ივლისი სარკომის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სიმსივნეების ეს ჯგუფი ცნობილია, როგორც იშვიათი, თუმცა მრავალფეროვანი, რადგანაც ის სიმსივნით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 1%- შია გავრცელებული. სარკომა მოიცავს 70 სხვადასხვაგვარ ტიპს, უნიკალური მახასიათებლებითა და მკურნალობისთვის საჭირო განსხვავებული მიდგომებით. 

     

    როგორც ყველა ტიპის კიბოს, ასევე სარკომის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. 

     

    რა არის სარკომა?

     

    სარკომა ავთვისებიანი კიბოს ისეთი ტიპია, რომელიც მეზენქიმული, ანუ შემაერთებელი ქსოვილების უჯრედებიდან წარმოიქმნება. შემაერთებელი ქსოვილი, თავის მხრივ, მოიცავს ძვლებს, ხრტილებს, კუნთებს, ცხიმს, სისხლძარღვებს, ნერვებს ან სხვა სტრუქტურულ ქსოვილებს. სარკომა სწორედ ამ ტიპის ქსოვილებში წარმოიქმნება. 

     

    Read more »
  3. “ბრმა ნაწლავი” — რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია სახიფათო აპენდიციტი?

    “ბრმა ნაწლავი” — რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია სახიფათო აპენდიციტი?

    აპენდიციტი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ში გვხვდება. საქართველოში ამ დაავადებას დღემდე “ბრმა ნაწლავის” ანთებას ეძახიან. 

    სინამდვილეში რა არის აპენდიციტი, რით შეიძლება გართულდეს და რა შემთხვევაშია საგანგაშო? ამის შესახებ დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ...

    რა არის და რისთვის სჭირდება ადამიანს “ბრმა ნაწლავი”?

    ბრმა ნაწლავი - მსხვილი და წვრილი ნაწლავების შეერთების ადგილას მდებარე დახშული ჯიბის მსგავსი ორგანოა, რომლის ქვედა კედლიდან გამოდის აპენდიქსი, ე.წ. ჭიანაწლავი. 

    როგორც “ბრმა ნაწლავი”, ასევე აპენდიქსი წარმოადგენენ ლიმფო-ეპითელურ ორგანოს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნოლოგიური რეაქციების ჩამოყალიბებაში.

    რა იწვევს ბრმა ნაწლავის ტკივილს და რა არის აპენდიციტი?

    “ბრმა ნაწლავის” ტკივილი ძირითადად ასოცირდება

    Read more »
  4. ნოოფენი — ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების სამკურნალოდ

    ნოოფენი — ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების სამკურნალოდ

    პრეპარატი ნოოფენი ტაბლეტების, კაფსულებისა და ფხვნილის სახით საქართველოში იწარმოება. ის ფსიქოსტიმულატორებისა და ნოოტროპული საშუალებების ჯგუფში შედის და აქტიურ ნივთიერება ფენიბუტს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, კალციუმის სტეარატსა და კარტოფილის სახამებელს შეიცავს.

    Read more »
  5. ასკარიდა: უხილავი საფრთხე ჩვენს ორგანიზმში

    ასკარიდა: უხილავი საფრთხე ჩვენს ორგანიზმში

    ალბათ, ბევრს გსმენიათ ასკარიდაზე, მაგრამ რამდენად კარგად იცით, რა საფრთხეს წარმოადგენს ეს პარაზიტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის? დღევანდელ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ამ საინტერესო, თუმცა საშიშ არსებას.

    რა არის ასკარიდა

    ასკარიდა მიეკუთვნება მრგვალი ჭიების ოჯახს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პარაზიტს მსოფლიოში. ის ბინადრობს ადამიანისა და ზოგიერთი ხერხემლიანი ცხოველის ნაწლავებში. ასკარიდას ორი ძირითადი სახეობა არსებობს: Ascaris lumbricoides, რომელიც ადამიანებს აინფიცირებს, და Ascaris suum, რომელიც ძირითადად ღორებში გვხვდება.


    ეს პარაზიტი საკმაოდ შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩევა. დედალი ასკარიდას სიგრძე 25-დან 40 სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო მამრის - 15-დან 25 სანტიმეტრამდე. მათი სხეული თითისტარისებრი ფორმისაა, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად იმოძრაონ ნაწლავებში.

    ასკარიდას სასიცოცხლო ციკლი

    Read more »
  6. პრობიოტიკო — ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად

    პრობიოტიკო — ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად

    პრობიოტიკო ესპანეთში, კაფსულების ფორმით იწარმოება. ის ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც სასარგებლო ბაქტერიებს, ლაქტობაქტერიებს შეიცავს. გარდა „კეთილი“ ბაქტერიებისა, პრობიოტიკოში ასევე შედის ალოე ვერა (75 მგ), ვიტამინი C (40 მგ) და მაგნიუმი (25 მგ).

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy