Monthly Archives: November 2024

  1. „შავი პარასკევი“ და Outlet პროდუქტები PSP-ში

    „შავი პარასკევი“ და Outlet პროდუქტები PSP-ში

    „შავი პარასკევისთვის“ ყველა ბრენდი თუ კომპანია განსაკუთრებით ემზადება, რათა მომხმარებლებს წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ფასდაკლებები შესთავაზოს. მართალია, ტრადიციულად, შოპინგის ეს ერთგვარი დღესასწაული ნოემბრის ბოლო პარასკევსაა, მაგრამ ბევრი ბრენდი დროს უფრო ახანგრძლივებს, რათა მრავალფეროვანი შეთავაზებები მეტად მასშტაბური იყოს. ასეა პსპ-ს შემთხვევაშიც, რომლის „შავი პარასკევიც“ 22-30 ნოემბერს მოიცავს.

     

    რას გვთავაზობს პსპ „შავ პარასკევს“? 

     

    წელს PSP-მ გადაწყვიტა, მომხმარებლებს არა სტანდარტული, არამედ ექსტრა ფასდაკლებები შესთავაზოს და აფთიქებში მომხარებლებს ე. წ. უათლეტ თაროები დაახვედრა. აუთლეტ თაროებზე წარმოდგენილია ლიმიტირებული პროდუქტები — შეზღუდული რაოდენობის ან მოკლე — 6 თვემდე ვადიანი პროდუქტები, ექსტრა, 70%-იანი ფასდაკლებით. თანაც

    Read more »
  2. TOP 10 ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტი შავი პარასკევისთვის

    TOP 10 ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტი შავი პარასკევისთვის

    იმისათვის, რომ „შავი პარასკევი“ ნამდვილ შოპინგის დღესასწაულად იქცეს, პსპ-მ შეთავაზებების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სააფთიაქო ქსელში აუთლეტ თაროები წარმოადგინა, სადაც  თავის მოვლისა და კოსმეტიკის აუთლეტ პროდუქტებზე  70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, სრულ თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებზე 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ

     

    აღნიშნული შეთავაზება 22-30 ნოემბერს იმოქმედებს; ამრიგად, მხოლოდ ერთი დღე არ გექნებათ სასურველი ასორტიმენტის შესაძენად — ეს პროცესი კი, ქაოსურის ნაცვლად, უფრო სასიამოვნო იქნება.

     

    ბლოგში კი TOP 10 ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტს გაგიზიარებთ:

     

    Read more »
  3. შიდსი — რა იწვევს და როგორ ვრცელდება აივ ინფექცია

    შიდსი — რა იწვევს და როგორ ვრცელდება აივ ინფექცია

    შიდსი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და ადამიანის იმუნურ სისტემას ანადგურებს. მთელს მსოფლიოში ამ დიაგნოზით ათობით მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ახალი შემთხვევების რაოდენობამ შედარებით იკლო. შიდსი საქართველოშიც ფიქსირდება და 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, ის 4 980-ზე მეტ ადამიანს განუვითარდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვი 10 700-სს აჭარბებს.

    იქიდან გამომდინარე, რომ შიდსი დღესაც ჯანდაცვის გამოწვევად რჩება, უნდა ვიცოდეთ, რა არის ის, როგორ ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს.

    რა არის შიდსი  

    აივ/შიდსი — ეს ორი ტერმინი, ალბათ, ხშირად გსმენიათ, მაგრამ რა განსხვავებაა მათ შორის? საქმე ისაა, რომ პირველი დაავადების გამომწვევი ინფექციაა, ხოლო მეორე თავად დაავადებაა.

    შიდსის უკან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ორი სახეობა დგას. ესაა ლენტივირუსები,

    Read more »
  4. გულის დაავადებები და მათი სიმპტომატიკა — გულის უკმარისობა

    გულის დაავადებები და მათი სიმპტომატიკა — გულის უკმარისობა

    გული ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ის პარკუჭების მეშვეობით სისხლის გადატუმბვას უზრუნველყოფს, შედეგად კი მას სხეულის ყველა ორგანოსა თუ ქსოვილს აწვდის, რითაც მათ ჟანგბადითა და საჭირო ელემენტებით ამარაგებს. 

    შესაბამისად, გულის გამართული ფუნქციონირება ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ მისი მუშაობა ფერხდება. ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს, მათ შორის გულის უკმარისობა.

    როგორ ამოვიცნოთ გულის დაავადებები  

    გული და გულის დაავადებები ბევრი ჩვენგანისთვის საინტერესოა, რადგან ამ ორგანოსთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების ყველას გვეშინია. იმისათვის, რომ გულმა თავისი ფუნქცია კარგად შეასრულოს, აუცილებელია, ჩვენც შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, სქესი, გენეტიკა და ასაკი ჩვენგან დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორებია, სამაგიეროდ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც კონტროლს ექვემდებარება. ესენია:

    Read more »
  5. დიოქსაფლექსი B12 — მედიკამენტი ანთებისა და ძლიერი ტკივილის წინააღმდეგ

    დიოქსაფლექსი B12 — მედიკამენტი ანთებისა და ძლიერი ტკივილის წინააღმდეგ

    დიოქსაფლექსი ბ12 (ან უბრალოდ დიოქსაფლექსი) ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესების, რევმატული სახსრებისა და ექსტრა-სახსრების დაავადებების, ფიბრომიალგიისა და მიალგიის, ზურგის ტკივილის, იშიაზის, ტრავმული ტკივილებისა და მყესების დაჭიმვის საწინააღმდეგო პრეპარატია.

    როგორც დიოქსაფლექსის ინსტრუქცია გვამცნობს, ის თერაპიული მოქმედების ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტი-ნევროტული პრეპარატია. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელია და მუშაობს ტვინში ტკივილის სიგნალების დაბლოკვით, ან ამ სიგნალების ინტერპრეტაციის შეცვლით. 

    პარალელურად, მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და ნორმალური ფუნქციის აღდგენას. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები გთავაზობთ ყოვლისმომცველ შემსუბუქებას ისეთი პირობებისთვის, როგორიცაა ართრიტი, დაზიანებები ან ქრონიკული ტკივილი.

    Read more »
  6. ვიაგრა — პრეპარატი ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ

    ვიაგრა — პრეპარატი ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ

    პრეპარატი ვიაგრა გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, საფრანგეთში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს შეიცავს, რომელიც ერექციული დისფუნქციის პრობლემას აღმოფხვრის. 

    ვიაგრაში სილდენაფილის დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 50მგ და 100მგ სილდენაფილის შემცველი ვიაგრას ტაბლეტებია ხელმისაწვდომი. ვიაგრა 50მგ-ისა და ვიაგრა 100მგ-ის ერთ შეკვრაში 4-4 ტაბლეტია.

    ვიაგრა III ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და რეცეპტის გარეშე გაიცემა.

    რა არის ვიაგრა?  

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy