Tekla Iordanishvili
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
რკინადეფიციტურ ანემიას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში გავრცელებულ ანემიებს შორის. იგი თანდათან, დროთა განმავლობაში ყალიბდება — საწყის ეტაპზე ორგანიზმში რკინის რაოდენობა იკლებს და ორგანიზმი დაგროვებული რკინის ათვისებაზე გადადის, ხოლო არსებული რესურსის ამოწურვის შემდეგ ყალიბდება რკინადეფიციტური ანემია, რომელიც სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა გახდეს სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების განვითარების მიზეზი.
რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ეს მიზეზები 2 ჯგუფად იყოფა:
- ორგანიზმის მოთხოვნილების გაზრდა რკინისადმი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს: ზრდის სწრაფი ტემპით, ორსულობა-ლაქტაციით, სისხლის დაკარგვით (მენსტრუალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხშირი დონაცია და სხვა);
- რკინის არასაკმარისი მიღება, ან შეწოვის დაქვეითება
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
C ჰეპატიტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციური ვირუსია, რომელიც გლობალური ჯანმრთელობის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. დღესდღეობით, მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულის 180 მლნ. ადამიანი, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. ზოგადად, ვირუსული ჰეპატიტები ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია ტუბერკულოზის შემდეგ.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ, რას წარმოადგენს C ჰეპატიტის ვირუსი, როგორია მისი გადაცემის გზები და რა უნდა ვიცოდეთ პრევენციული ღონისძიებების შესახებ?
რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) გავრცელებული ინფექციური ვირუსია, რომელიც აფერხებს ღვიძლის ფუნქციონირებას და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
C ჰეპატიტის ვირუსს საოცრად სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს, სწორედ ამიტომ თვითგამოჯანმრთელება მხოლოდ ინფიცირებულების 15%-ში
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დაუნის სინდრომი ქრომოსომური გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები პირველად 1866 წელს, ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ დაუნმა აღწერა, რასაც შემდგომ მისივე სახელი, დაუნის სინდრომი ეწოდა.
ამ გენეტიკური ცვლილების მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნა 2006 წლის 21 მარტს.
რა იწვევს დაუნის სინდრომს?
დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა რისკ-ფაქტორებად განიხილავენ დედის ასაკს და გარემოს დაბინძურებას. კვლევების მიხედვით, დედის ასაკი მართლაც წარმოადგენს ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს, მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად უფრო მეტად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 35 წლამდე ასაკის ქალებს ჰყავთ.
როგორია ამ გენეტიკური ცვლილების
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
საკვერცხის კისტა (ცისტა) არის თხელი გარსის მქონე ტომრის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება სავსე იყოს სითხით, აირით, სისხლით ან ლორწოთი. ის შეიძლება წარმოიქმნას ერთი ან ორივე საკვერცხის ზედაპირზე.
საკვერცხეები არის ქალის წყვილი ორგანო, რომლებშიც ხდება რეპროდუქციული უჯრედების მომწიფება და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაზე.
როგორც წესი, საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი ბუნებისაა, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლებელია თავი იჩინოს კისტის გასკდომამ, გადაგვარებამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ტიპის გართულებებმა.
რა ტიპის საკვერცხის კისტები არსებობს?
საკვერცხის კისტები წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ. მედიცინაში გამოყოფენ საკვერცხის კისტების რამდენიმე ტიპს, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფში ერთიანდებიან:
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის მენოპაუზა. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მენოპაუზა ის ეტაპია ქალების ცხოვრებაში, როცა მენსტრუალური ციკლი წყდება და ორგანიზმი კვერცხუჯრედს აღარ გამოიმუშავებს.
მენოპაუზის სამედიცინო დიაგნოზი ბოლო მენსტრუალური პერიოდიდან 12 თვეში დაისმება. ეს პერიოდი ქალებში, როგორც წესი, 40-დან 60 წლამდე დგება ხოლმე.
როგორ ამოვიცნოთ მენოპაუზა?
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
მუხლის ტკივილი ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელმაც შეიძლება შეაწუხოს სხვადასხვა ასაკისა და სქესის წარმომადგენელი. ის ზოგჯერ მცირე ინტენსივობით ხასიათდება, ზოგჯერ კი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ მოძრაობაში და შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში შეგვიშალოს ხელი.
რა არის მუხლის ტკივილი?
მუხლის სახსარში ან მის გარშემო მიდამოში წარმოქმნილ ტკივილს მუხლის ტკივილი ეწოდება. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სახსართან ან რაიმე სხვა პროცესთან, რაც აზიანებს რბილ ქსოვილებს – იოგებს, მყესებს, აბგებს.
მუხლის ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი - ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქი, ხოლო ზოგჯერ იმდენად ძლიერი, რომ ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს.
რა იწვევს მუხლის ტკივილს?
მუხლის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account