Monthly Archives: January 2025
-
Posted: January 20, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
კრეატინინი ადამიანის ორგანიზმში კუნთების მიერ წარმოიქმნება და ის კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. კრეატინი კი, თავის მხრივ, ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხეული კუნთების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით მეტ კრეატინინს გამოიმუშავებს მისი სხეული.
ენერგიის მოხმარების პარალელურად, კუნთოვან ქსოვილებში მიმდინარე პროცესები სისხლში კრეატინინის გამოყოფას იწვევს. როგორც წესი, ეს ნარჩენი პროდუქტი სისხლში თირკმელების დახმარებით იფილტრება, ხოლო სხეულიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თუმცა თირკმელების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინინის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს.
კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტის კრეატინინის დონის შემოწმება სისხლში და
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
მოსახლეობაში “ბატონების” სახელით გავრცელებული ბავშვთა ავადობა გადამდები ვირუსული დაავადებებია. ეს სახელწოდება მომდინარეობს ქართული წარმართული რელიგიური შეხედულებებიდან.
“ბატონებს” მიეკუთვნება ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორებიცაა: ქუნთრუშა, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა.
წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციებია, ქუნთრუშა კი იმით განსხვავდება მათგან, რომ მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.
ბატონები ბავშვთა ინფექციებია, რადგან, როგორც წესი, ისინი ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხდება. თუმცა, თუ ადამიანს ბავშვობაში არ გადაუტანია ინფექცია, ისინი ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა დაემართოს.
ქუნთრუშას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?
ქუნთრუშას გამომწვევი არის A ჯგუფის ბაქტერია სტრეპტოკოკი. გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ,
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
ახალი წლის დღესასწაულს ჯადოსნურსა და მაგიურს ვუწოდებთ, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მთელი ამ განწყობის შემქმნელები თავად ვართ. გარკვეულ ასაკში მოულოდნელად გვეცლება ხელიდან თოვლის ბაბუის არსებობის იდეა და ვხვდებით, თურმე საჩუქრებს საყვარელი ადამიანები გვჩუქნიან. ემოცია და შეგრძნებები კი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება… ამიტომაც, საახალწლო სამზადისი მხოლოდ ნაძვის ხის ლამაზად მორთვასა და სუფრის გაწყობას არ ნიშნავს. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება, როცა ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევას ვიწყებთ.
თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე ორიგინალურ საახალწლო საჩუქარს, რომელთა შეძენაც PSP-ში შეგიძლიათ.
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ახალი წლის დღესასწაული სიხარულისა და ოჯახური სითბოს დროა, თუმცა ლაქტაციის პროცესში მყოფი დედებისთვის ის შეიძლება გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავდეს. ახალშობილის კვება განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დედები წინასწარ მოემზადონ და რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინონ.
თემატურად, ბლოგში განვიხილავთ ყველა იმ აუცილებელ პირობას, რაც საახალწლო სამზადისის პარალელურად ძუძუთი კვების პროცესში დაგეხმარებათ.
ჯანსაღი კვება და ჰიდრატაცია
ლაქტაციის პერიოდში დედას განსაკუთრებით ესაჭიროება ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება, რათა ორგანიზმმა აუცილებელი საკვები ნივთიერებები მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ დედის ორგანიზმი ბავშვისთვის ოპტიმალური რაოდენობის რძეს ყოველთვის აწარმოებს, არასაკმარისმა ან არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოფიტვამდე მიგიყვანოთ.
ლაქტაციის
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დიკლოფეროლი (Dicloferol) არის თანამედროვე პრეპარატი, რომელიც გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით. იგი ხელმისაწვდომია როგორც საინიექციო ამპულების, ისე ტაბლეტების სახით, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს და ექიმებს, შეარჩიონ შესაბამისი ფორმა მდგომარეობის სიმძიმისა და საჭიროების მიხედვით.
დიკლოფეროლის ამპულა – სწრაფი შვება მწვავე მდგომარეობებისთვის
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
უროსთრონგი (Urostrong) არის თანამედროვე პრეპარატი, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და შექმნილია საშარდე გზებისა და თირკმლის ფუნქციის ნორმალიზაციისთვის. მისი აქტიური კომპონენტები – შტოშის ექსტრაქტი და ინულინი – უზრუნველყოფს კომპლექსურ ზემოქმედებასა და ეფექტურობას როგორც ინფექციების პრევენციისთვის, ისე კომპლექსური თერაპიისთვის.
როგორია უროსთრონგის აქტიური კომპონენტები და მათი მოქმედება
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account