იზრუნე ჯანმრთელობაზე
-
Posted: April 04, 2025Read more »
მაშინ, როცა საქმე პატარების კვებას ეხება, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თანაც დღეისათვის ბაზარზე უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათ შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. მაგალითად, ბოთლებზე თუ ვისაუბრებთ, მისი არჩევისას ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი — დაწყებული მასალის ხარისხითა და უსაფრთხოებით, დასრულებული ანტიკოლიკური სისტემის არსებობით.ბლოგში კი Lansinoh-ზე უნდა ვისაუბროთ — ბრენდზე, რომლის ისტორიაც 1984 წელს აშშ-ში დაიწყო. თავდაპირველად ბრენდი ლანოლინის მალამოთი იყო ცნობილი, რომელიც მეძუძურ დედებს გაღიზიანებული და მტკივანი კერტების მოვლაში ეხმარებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ლანსინოს მასშტაბები გაიზარდა და ხელოვნური კვების მიმართულებითაც განვითარდა — დაიწყო ბოთლებისა თუ სხვა პროდუქციის წარმოება.
Lansinoh-ის შუშისა და პლასტმასას ბოთლები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება; შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის
-
Posted: March 28, 2025Read more »
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ
-
Posted: March 20, 2025Read more »
დღეს, როდესაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, PSP ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და მათ კომფორტულ, ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს. საუბარია PSP ლოქერზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ონლაინ შოპინგის პროცესს — კერძოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, შეკვეთა სწრაფად, უკონტაქტოდ და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღონ.რა არის PSP ლოქერი?
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ადგილობრივ ბაზარზე ეს არის პირველი ლოქერი ფარმაციის სფეროში. თანაც ლოქერები უშუალოდ საქართველოშია დამზადებული, სპეციალურად PSP-ს მომხმარებლებისთვის. აღნიშნული სერვისის მეშვეობით შეგიძლიათ, ონლაინ შეძენილი მედიკამენტი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი ყოველგვარი რიგის, მოლოდინისა თუ ფარმაცევტთან ან კურიერთან დამატებითი კონტაქტის გარეშე, PSP ლოქერიდან აიღოთ.
აიღეთ შეკვეთა 10 წამში — ლოქერის გამოყენების მარტივი პროცესი:
-
Posted: January 20, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
კრეატინინი ადამიანის ორგანიზმში კუნთების მიერ წარმოიქმნება და ის კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. კრეატინი კი, თავის მხრივ, ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხეული კუნთების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით მეტ კრეატინინს გამოიმუშავებს მისი სხეული.
ენერგიის მოხმარების პარალელურად, კუნთოვან ქსოვილებში მიმდინარე პროცესები სისხლში კრეატინინის გამოყოფას იწვევს. როგორც წესი, ეს ნარჩენი პროდუქტი სისხლში თირკმელების დახმარებით იფილტრება, ხოლო სხეულიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თუმცა თირკმელების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინინის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს.
კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტის კრეატინინის დონის შემოწმება სისხლში და
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
მოსახლეობაში “ბატონების” სახელით გავრცელებული ბავშვთა ავადობა გადამდები ვირუსული დაავადებებია. ეს სახელწოდება მომდინარეობს ქართული წარმართული რელიგიური შეხედულებებიდან.
“ბატონებს” მიეკუთვნება ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორებიცაა: ქუნთრუშა, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა.
წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციებია, ქუნთრუშა კი იმით განსხვავდება მათგან, რომ მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.
ბატონები ბავშვთა ინფექციებია, რადგან, როგორც წესი, ისინი ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხდება. თუმცა, თუ ადამიანს ბავშვობაში არ გადაუტანია ინფექცია, ისინი ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა დაემართოს.
ქუნთრუშას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?
ქუნთრუშას გამომწვევი არის A ჯგუფის ბაქტერია სტრეპტოკოკი. გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ,
-
Posted: January 09, 2025Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ახალი წლის დღესასწაული სიხარულისა და ოჯახური სითბოს დროა, თუმცა ლაქტაციის პროცესში მყოფი დედებისთვის ის შეიძლება გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავდეს. ახალშობილის კვება განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დედები წინასწარ მოემზადონ და რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინონ.
თემატურად, ბლოგში განვიხილავთ ყველა იმ აუცილებელ პირობას, რაც საახალწლო სამზადისის პარალელურად ძუძუთი კვების პროცესში დაგეხმარებათ.
ჯანსაღი კვება და ჰიდრატაცია
ლაქტაციის პერიოდში დედას განსაკუთრებით ესაჭიროება ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება, რათა ორგანიზმმა აუცილებელი საკვები ნივთიერებები მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ დედის ორგანიზმი ბავშვისთვის ოპტიმალური რაოდენობის რძეს ყოველთვის აწარმოებს, არასაკმარისმა ან არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოფიტვამდე მიგიყვანოთ.
ლაქტაციის
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account