Monthly Archives: April 2025

  1. ბავშვის პირველი ბოთლი — როგორ ავირჩიოთ იდეალური ვარიანტი?

    ბავშვის პირველი ბოთლი — როგორ ავირჩიოთ იდეალური ვარიანტი?


    როცა საქმე პატარებს ეხება, პირველ რიგში მთავარ ამოსავალ წერტილს მათი სიჯანსაღე და კეთილდღეობა წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი  ჩვილის კვების კომფორტის უზრუნველყოფაა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ახალშობილი ბუნებრივ კვებაზეა თუ ხელოვნურზე — ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ბოთლის გამოყენების პრაქტიკა. და, თავის მხრივ, სწორი ბოთლის შერჩევა განსაზღვრავს, თუ რამდენად მარტივად და სასიამოვნოდ მიიღებს ბავშვი საკვებს, თავიდან აიცილებს კოლიკებს და შეინარჩუნებს ბუნებრივი კვების რიტმს.
    სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის ბოთლის შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმები ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი უნდა იყოს.

    ამ საკითხის მარტივად მოგვარებაში კი ფრანგული ხარისხის ბრენდი „დოძიე“ დაგვეხმარება.

    მოდით, დეტალურად განვიხილოთ ბრენდის უპირატესობები: 

    პირველ რიგში, დოძიეს ბოთლები კოლიკის საწინააღმდეგო სისტემითა და უსაფრთხო მასალით გამოირჩევა.

    Read more »
  2. Lansinoh-ის ბოთლები – 100% სუფთა და უსაფრთხო ბავშვებისთვის

    Lansinoh-ის ბოთლები – 100% სუფთა და უსაფრთხო ბავშვებისთვის


    მაშინ, როცა საქმე პატარების კვებას ეხება, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თანაც დღეისათვის ბაზარზე უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათ შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. მაგალითად, ბოთლებზე თუ ვისაუბრებთ, მისი არჩევისას ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი — დაწყებული მასალის ხარისხითა და უსაფრთხოებით, დასრულებული ანტიკოლიკური სისტემის არსებობით. 

     

    ბლოგში კი Lansinoh-ზე უნდა ვისაუბროთ — ბრენდზე, რომლის ისტორიაც 1984 წელს აშშ-ში დაიწყო. თავდაპირველად ბრენდი ლანოლინის მალამოთი იყო ცნობილი, რომელიც მეძუძურ დედებს გაღიზიანებული და მტკივანი კერტების მოვლაში ეხმარებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ლანსინოს მასშტაბები გაიზარდა და ხელოვნური კვების მიმართულებითაც განვითარდა — დაიწყო ბოთლებისა თუ სხვა პროდუქციის წარმოება.

     

    Lansinoh-ის შუშისა და პლასტმასას ბოთლები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება; შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy