Body-Calcin - ბოდი-კალცინი 500მგ 20 საღეჭი ტაბლეტი
ჩვენება:კალციუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის და ოსტეოპოროზის სპეციალურ თერაპიაში დანამატის სახით.
ბოდი-კალცინი® 500 მგ საღეჭი ტაბლეტი
კალციუმი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
- გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
1. რა არის ბოდი-კალცინი® და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ბოდი-კალცინის® მიღების წინ
3. როგორ მიიღება ბოდი-კალცინი®
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ბოდი-კალცინი®
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
1.რა არის ბოდი-კალცინი® და რისთვის გამოიყენება
ბოდი-კალცინი® არის საღეჭი ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მნიშვნელოვან სუბსტანციას ძვლების ფორმირებისთვის. ბოდი-კალცინი® გამოიყენება კალციუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის და ოსტეოპოროზის სპეციალურ თერაპიაში დანამატის სახით. ბოდი-კალცინი® ასევე გამოიყენება ფოსფატის შემკვრელის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აქვთ ფოსფატის მაღალი დონე.
2. რა უნდა იცოდეთ ბოდი-კალცინის® მიღების წინ
არ მიიღოთ ბოდი-კალცინი®
- თუ გაქვთ ალერგია კალციუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
- თუ გაქვთ სისხლში ან შარდში კალციუმის ჭარბი რაოდენობა.
- თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში.
გაფრთხილება:
ბოდი-კალცინის® მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ იღებთ დიურეტიკებს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან შეშუპების სამკურნალოდ) ან გულის გლიკოზიდებს (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ სისხლში კალციუმის ჭარბი რაოდენობა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები ან თუ გქონიათ წარსულში კენჭები თირკმელებში.
- თუ იღებთ კალციუმის მაღალ დოზებს და ასევე იყენებთ D ვიტამინის შემცველ პროდუქტებს.
- თუ იღებთ კალციუმის მაღალ დოზებს და ასევე იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, როგორიცაა ანტაციდები.
სხვა პრეპარატები და ბოდი-კალცინი®:
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
კალციუმის კარბონატმა შეიძლება შეაფერხოს იმავდროულად მიღებული ტეტრაციკლინის პრეპარატების აბსორბცია. ამის გამო, ტეტრაციკლინის პრეპარატები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე ორი საათით ადრე ან ოთხი-ექვსი საათის შემდეგ.
ბისფოსფონატების შემცველი პრეპარატები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.
კალციუმმა შეიძლება დააქვეითოს ლევოთიროქსინის ეფექტიანობა. ამის გამო, ლევოთიროქსინი მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე ან მისი მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის შემდეგ.
ქინოლონის ანტიბიოტიკების ეფექტიანობა შეიძლება დაქვეითდეს კალციუმთან ერთად მიღებისას. ქინოლონის ანტიბიოტიკები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე ორი საათით ადრე ან მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ.
კალციუმის მარილებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის, თუთიის და სტრონციუმის რანელატის აბსორბცია.
შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის რანელატის პრეპარატები მიიღება ბოდი-კალცინის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ბოდი-კალცინზე® ან რომლებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბოდი-კალცინმა®: თიაზიდური დიურეტიკები და გულის გლიკოზიდები.
თუ იღებთ რომელიმე ზემოთ მითითებულ პრეპარატს, ექიმი მოგცემთ დამატებით ინსტრუქციებს.
ბოდი-კალცინის® მიღება საკვებთან და სასმელთან:
ბოდი-კალცინის მიღება შეიძლება საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს დღე-ღამეში შეიძლება 2500 მგ კალციუმის მიღება (საკვებისა და დანამატის ჩათვლით). თუ ხართ ორსულად, ბოდი-კალცინის® მიღება შეგიძლიათ კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში.
ბოდი-კალცინის® გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს. კალციუმი გადადის დედის რძეში.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:
ბოდი-კალცინი® გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ბოდი-კალცინი® შეიცავს ალკოჰოლს:
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. როგორ მიიღება ბოდი-კალცინი®
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. ნებისმიერი საკითხი გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზა:
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 500-1500 მგ კალციუმი დღეში.
გამოყენება ბავშვებში:
რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის არის 500-1000 მგ კალციუმი დღეში.
შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან დაწუწვნა.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ბოდი-კალცინი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ბოდი-კალცინი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბოდი-კალცინის® მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
აღინიშნა დისპეფსიის შემთხვევები უცნობი სიხშირით (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
სისხლში ან შარდში კალციუმის ჭარბი დონეები შეიძლება აღინიშნოს დიდი დოზების მიღებისას.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
ყაბზობა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში)
ქავილი და გამონაყარი. რძე-ტუტე სინდრომი (როგორც წესი, აღინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებულია კალციუმის მაღალი რაოდენობები) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ხშირი შარდვა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სისხლში კალციუმის დონის მომატება და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირება:
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება ბოდი-კალცინი®
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ეტიკეტსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 250C-მდე.
არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბოდი-კალცინი®
- აქტიური ინგრედიენტი არის კალციუმის კარბონატი (500 მგ კალციუმის ექვივალენტი).
სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი, ტალკი, ლიმონმჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, არომატიზატორი (ფორთოხლის), არომატიზატორი (მანდარინის), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.
ბოდი-კალცინის® აღწერა და შეფუთვის შემცველობა:
მუყაოს კოლოფში 20 საღეჭი ტაბლეტი და ინსტრუქციის ფურცელი პაციენტისთვის.
| Units | 20 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი Mg+B12+D3 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 25,77 ლ რეგულარული ფასი 28,64 ლ -
-
ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
-
-
-
-
სუპრადინი იმუნო პრო - Supradyn Imuno Pro 15 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,75 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი იროტეკი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,52 ლ რეგულარული ფასი 38,35 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი 100მლგანსაკუთრებული ფასი 37,46 ლ რეგულარული ფასი 41,62 ლ -
მულტისანი - Multisan ქიდსი საწუწნი ტაბლეტი 60 ცალიგანსაკუთრებული ფასი 25,96 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ -
-
Tetesept - ტეტესეპტი გლუკოზამინი 1550 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,63 ლ რეგულარული ფასი 28,29 ლ -
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი რელაქს და ძილი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,73 ლ რეგულარული ფასი 38,59 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ანტისტრესი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,05 ლ რეგულარული ფასი 30,05 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინის წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 34,03 ლ რეგულარული ფასი 37,81 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ნიორი და კუნელი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,82 ლ რეგულარული ფასი 38,69 ლ -
კალდესანი - Caldesun ქიდსი საწუწნი ტაბლეტი 60 ცალიგანსაკუთრებული ფასი 27,40 ლ რეგულარული ფასი 38,05 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი პრეგნა ვიტლ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,69 ლ რეგულარული ფასი 30,77 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი გლუკოზამინი 1550 40 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,57 ლ რეგულარული ფასი 47,30 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მაგნეზია+B ჯგუფი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 31,59 ლ რეგულარული ფასი 35,10 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მემორი ომეგა3 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,21 ლ რეგულარული ფასი 40,23 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი უროკალმი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,44 ლ რეგულარული ფასი 30,48 ლ -
ვიტამინი D3 10000სე 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 40,85 ლ რეგულარული ფასი 45,39 ლ -
Folic Acid - ოლიმპი ფოლის მჟავა 400მკგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,18 ლ რეგულარული ფასი 32,18 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი კოენზიმ Q10 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,27 ლ რეგულარული ფასი 40,30 ლ -
გოლდ კარნიტინი ქრომით 10 პაკეტი ლიპოსომალი - Liposomalგანსაკუთრებული ფასი 32,73 ლ რეგულარული ფასი 39,91 ლ -
-
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მენოპაუზა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,10 ლ რეგულარული ფასი 44,55 ლ -
-
Marsianchik - მარსიანჩიკი ინულინით კენკრა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,84 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინა 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,02 ლ რეგულარული ფასი 31,13 ლ -
ომეგა-3 1400 30 კაფსულა დოპელჰერც აქტივი - Doppelherz Aktivგანსაკუთრებული ფასი 33,63 ლ რეგულარული ფასი 37,37 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ლივერ+ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,86 ლ რეგულარული ფასი 38,73 ლ -
-
-
-
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი თიმეპექტი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 27,90 ლ რეგულარული ფასი 31,00 ლ -
Omega Elegant - ომეგა ელეგანტი 1000მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,61 ლ რეგულარული ფასი 39,74 ლ -
-
Rotavit Calcium Forte - როტავიტ კალციუმ ფორტე 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,68 ლ რეგულარული ფასი 28,54 ლ -
-
-
-
-
-
Doppelherz - დოპელჰერც აქტივი ვიტამინი D2000 ს.ე. 45 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,11 ლ რეგულარული ფასი 37,90 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ივიპექტი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 28,26 ლ რეგულარული ფასი 31,40 ლ -
-
-
-
Vitamin D3 - ვიტამინი D3 ფიქსი K2 2000IU 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,40 ლ რეგულარული ფასი 33,00 ლ -
-
-
-
Doppelherz Calciovin - დოპელჰერც კალციოვინი 200მლგანსაკუთრებული ფასი 35,15 ლ რეგულარული ფასი 39,05 ლ -
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი D3+K2 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 31,45 ლ რეგულარული ფასი 34,95 ლ -
-
-
-
ომესამი - Omesam ჯუნიორი 868 მგ 20 საღეჭი კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,61 ლ რეგულარული ფასი 43,07 ლ -
Vitamin D3 - ვიტამინი D3 ფიქსი K2 4000IU 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 45,00 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფოლიუმის მჟავა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,38 ლ რეგულარული ფასი 38,20 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი თმა+კანი+ფრჩხილი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,99 ლ რეგულარული ფასი 45,55 ლ -
თუთია D3 15მგ საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,07 ლ რეგულარული ფასი 36,74 ლ -
-
-
-
ბიოლექტრა - Biolectra კარდიო აქტივი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,08 ლ რეგულარული ფასი 40,10 ლ -
-
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მენოპაუზა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,10 ლ რეგულარული ფასი 44,55 ლ -
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ვიტამინი D2000 ს.ე. 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,94 ლ რეგულარული ფასი 34,38 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,02 ლ რეგულარული ფასი 31,13 ლ -
ვიტამინი B კომპლექსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 40,42 ლ რეგულარული ფასი 44,91 ლ -
-
-
-
ვიტამინი B12 საღეჭი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 36,93 ლ რეგულარული ფასი 41,03 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი საბავშვო თვალის ვიტამინები 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,26 ლ რეგულარული ფასი 36,95 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი დიაბეტიკების ვიტამინები 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,22 ლ რეგულარული ფასი 31,35 ლ













ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account