ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
ჩვენება: ვიტამინი D3-ის დეფიციტი,რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი
- აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას
- მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის
- უზრუნველყოფს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას(განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.
ჩვენება
- ვიტამინი D3-ის დეფიციტი
- რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- იმუნიტეტის დაქვეითება
- ინტენსიური ზრდის პერიოდი
- მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
- ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
- კანის დაავადებები
- კარიესის პროფილაქტიკა
- არასრულფასოვანი კვება
შემადგენლობა
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ (400სე).
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა.
დოზირება
მიიღება 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს.
გამოშვების ფორმა: N60 საღეჭი ტაბლეტი ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
| Units | 60 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
Omega Elegant - ომეგა ელეგანტი 1000მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 37,50 ლ რეგულარული ფასი 39,47 ლ






























































































































ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account