Glisite - გლისაიტი 30 ტაბლეტი
ჩვენება:თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები,მეხსიერების, მეტყველების დარღვევა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი.
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
გამა-ამინოერბოს მჟავა (GABA) 125 მგ;
L-გლუტამინი 100 მგ;
გლიცინი 75 მგ;
B6 ვიტამინი 500 მკგ;
ფოლის მჟავა 50 მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
გლისაიტი ნოოტროპული საშუალება, აღადგენს ენერგეტიკულ და მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, აუმჯობესებს ნერვული პროცესების დინამიკას, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს გლუკოზის უტილიზაციას თავის ტვინით და ასევე ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფას.
გამა-ამინოერბოს მჟავა (GABA) ასრულებს ორგანიზმში ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირომედიატორის ფუნქციას. ის შეუცვლელია თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლისთვის. გამა-ამინოერბოს მჟავა ორგანიზმში წარმოიქმნება სხვა ამინომჟავასგან – გლუტამინისგან. ის ამცირებს ნეირონების აქტივობას და ეწინააღმდეგება ნერვული უჯრედების ჰიპერაგზნებადობას. გამა-ამინოერბოს მჟავა ხსნის დაძაბულობას და ფლობს დამამშვიდებელ მოქმედებას მიჩვევის განვითარების რისკის გარეშე. ეს ამინომჟავა გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობის დროს. ამ გზით ის ფლობს რელაქსაციურ მოქმედებას, ის გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის დარღვევების სამკურნალოდ. ასევე, გამა-ამინოერბო მჟავა ინიშნება ყურადღების დეფიციტის სინდრომის დროს.
L-გლუტამინი – არის პირობითად ჩანაცვლებადი ამინომჟავა, მისი სინთეზი ადამიანის ორგანიზმით არ ხდება საკმარისი რაოდენობით და მისი დიდი ნაწილი ორგანიზმში ხვდება საკვებით.
გლუტამინი ერთის მხრივ ფლობს ზომიერ და ამორჩევით ფსიქომასტიმულირებელ, ენერგეტიკულ, ამგზნებ და ნაწილობრივად ნოოტროპულ მოქმედებას, მეორეს მხრივ, ზრდის გამა-ამინოერბოს მჟავის დონეს, რომელიც საჭიროა თავის ტვინის ნორმალური ფუნქციისთვის. სწორედ გამა-ამინოერბოს მჟავა არის ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ნეირომედიატორი, რომელიც მონაწილეობას იღებს თავის ტვინის ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში.
გარდა ამისა, L-გლუტამინი არის ნერვული ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი ენერგეტიკული სუბსტრატი, ასევე აქტიურად მონაწილეობს თავის ტვინის ქსოვილების აღდგენის და რეგენერაციის პროცესებში, ეწინააღმდეგება ნერვული სისტემის დაბერების პროცესებს.
გლიცინი - ანელებს კუნთოვანი ქსოვილის დეგენერაციას, რადგან არის კრეატინის წყარო – ნივთიერების, რომელსაც შეიცავს კუნთოვანი ქსოვილი და გამოიყენება დნმ-ის და რნმ-ის სინთეზის დროს. გლიცინი საჭიროა ნუკლეინის მჟავების, ნაღვლის მჟავების და ჩანაცვლებადი ამინომჟავების სინთეზისთვის ორგანიზმში. გლიცინი სასარგებლოა დაზიანებული ქსოვილის აღდგენისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შედის კანის და შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში. ის საჭიროა ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და წინამდებარე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ასრულებს შემაკავებელი ნეირომედიატორის ფუნქციას და ამ გზით შესაძლებელია შეაფერხოს ეპილეფსიური კრუნჩხვები. ის გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სამკურნალოდ, გლიცინი შესაძლებელია ეფექტური იყოს ჰიპერაქტივობის დროს.
B6 ვიტამინი – ხელს უწყობს თავის ტვინის და ნერვული სისტემის ფუნქციის შენარჩუნებას, საჭიროა B12 ვიტამინის შეწოვისთვის. B6 ვიტამინის დეფიციტი ვლინდება გაღიზიანებადობით და ძილიანობით.
ფოლის მჟავა – B ჯგუფის ვიტამინია, ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი გლისაიტის ფარმაკოკინეტიკა არ არის წარმოდგენილი.
გამოყენების ჩვენება
-თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ათეროსკლეროზი და ჰიპერტონული დაავადება);
-მეხსიერების, მეტყველების დარღვევა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი;
-ენდოგენური დეპრესია, გართულებული გონებრივი დისფუნქციით;
-დაბალი ინტელექტუალური ფუნქციები;
-თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
-ინსულტის და თავის ტვინის ტრავმების შემდეგ პაციენტების მამოძრავებელი და ფსიქიკური აქტივობის გასაუმჯობესებლად;
-ძილის დარღვევა;
-ქრონიკული ცერებრალურ-სისხლძარღვოვანი ენცეფალოპათია და მეხსიერების დარღვევა, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევით და თავის ტკივილით;
-ალკოჰოლური ენცეფალოპათიები და პოლინევრიტები;
-ზრდის და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა ბავშვებში;
-ბავშვთა ცერებრალური პარალიჩი;
-კინეტოზის სიმპტომოკომპლექსი (ზღვის დაავადება);
-ფსიქოემოციური დაძაბულობის მატება;
-პრედმენსტრუალური სინდრომი;
-კრუნჩხვითი სინდრომი და სხვა;
ბავშვებში:
-ინფექციური (ჩირქოვან-სეპტიური პროცესები, პნევმონია) და სხვა დაავადებები (ადრეული ასაკის ბავშვების კომპლექსური თერაპია; ანემია, ჰიპოტროფია, რაქიტი და ალერგიული დიათეზი დასუსტებულ ბავშვებში; ჩვილი ბავშვების ნაადრევი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე და კვება დონორის რძით).
უკუჩვენება
-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-თირკმელების მწვავე უკმარისობა;
-ბავშვთა ასაკი (1 წლამდე);
-ორსულობა (I ტრიმესტრი);
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენებით და მკურნალი ექიმის კონტროლით. პრეპარატი გლისაიტის გამოყენების დროს საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება 1 ტაბლეტი კვების დროს, დღეში 2-ჯერ ან ექიმის რეკომენდაციით.
ალკოჰოლური ენცეფალოპათიის და პოლინეიროპათიის დროს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
მიღების შემდგომი კურსისთვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი ეფექტები:
გარდამავალი დისპეპტიური მოვლენები, არტერიული წნევის ცვალებადობა (მკურნალობის პირველ დღეებში).
ჭარბი დოზა:
სიმპტომები: ძლიერდება გვერდითი ეფექტები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
აძლიერებს სამკურნალო საშუალებების ეფექტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცნს-ის ფუნქციას.
ბენზოდიაზეპინები ახდენენ მოქმედების პოტენცირებას.
განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატი გლისაიტის გამოყენებისას პაციენტებში ლაბილური არტერიული წნევით მკურნალობის პირველ დღეებში, რადგან შესაძლებელია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვალებადობა.
გამოშვების ფორმა:
10 შემოგარსული ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში.
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
| Units | 30 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
Tetesept Biotin - ტეტესეპტი ბიოტინი 1000 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 20,13 ლ რეგულარული ფასი 23,68 ლ -
-
-
ბიოლექტრა - Biolectra კარდიო აქტივი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,50 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
-
Tetesept - ტეტესეპტი გლუკოზამინი 1550 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 25,24 ლ რეგულარული ფასი 29,70 ლ -
-
-
-
-
-
-
სუპრადინი იმუნო პრო - Supradyn Imuno Pro 15 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,75 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
-
-
-
-
Vitamin D3 - ვიტამინი D3 ფიქსი K2 2000IU 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,05 ლ რეგულარული ფასი 33,00 ლ -
-
კალდესანი - Caldesun ქიდსი საწუწნი ტაბლეტი 60 ცალიგანსაკუთრებული ფასი 32,34 ლ რეგულარული ფასი 38,05 ლ -
-
-
მულტისანი - Multisan ქიდსი საწუწნი ტაბლეტი 60 ცალიგანსაკუთრებული ფასი 30,64 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ -
-
-
-
-
-
Marsianchik - მარსიანჩიკი ინულინით კენკრა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,62 ლ რეგულარული ფასი 39,55 ლ -
-
Benelife Vitamin D Forte - ბენლაიფი ვიტამინი D ფორტე 15მლ 6577განსაკუთრებული ფასი 38,39 ლ რეგულარული ფასი 40,25 ლ -
Omega Elegant - ომეგა ელეგანტი 1000მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 33,55 ლ რეგულარული ფასი 39,47 ლ -
-
Folic Acid - ოლიმპი ფოლის მჟავა 400მკგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,05 ლ რეგულარული ფასი 33,00 ლ -
-
-
-
Body-Calcin - ბოდი-კალცინი 500მგ 20 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,30 ლ რეგულარული ფასი 38,00 ლ -
-
-
-
-
-
Hydro-balance - ჰიდრო-ბალანსი შუშხუნა 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,39 ლ რეგულარული ფასი 41,63 ლ -
-
-
-
-
-
Rotavit Calcium Forte - როტავიტ კალციუმ ფორტე 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,95 ლ რეგულარული ფასი 27,00 ლ -
-




















































ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account