იზრუნე ჯანმრთელობაზე
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ნერვული სისტემა არის ბიოლოგიური სისტემა, ნერვებისა და უჯრედების რთული ქსელი. ის მთავარი მაკონტროლებელი, მარეგულირებელი და კომუნიკაციური სისტემაა ორგანიზმში.
ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური (CNS) და პერიფერიული (PNS) ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან. ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს თავისა და ზურგის ტვინს, პერიფერიული კი – ნერვულ კვანძებს და მათგან გამომავალ ნერვებსა და ნერვულ წნულებს.
ნერვული სისტემა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს ორგანოების ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, მეხსიერებას, ემოციებს და ა.შ.
როგორია ნერვული სისტემის ფუნქცია
ნერვული სისტემის მთავარი ფუნქციაა სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან ტვინში შეტყობინებების გაგზავნა
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ნევროლოგია სამედიცინო მიმართულებაა, რომელიც ნერვულ სისტემას და მის ფუნქციურ ან ორგანულ დარღვევებს იკვლევს. ნევროლოგები იკვლევენ და მკურნალობენ თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვულ დაავადებებსა და დარღვევებს.
ძალიან ხშირად სიტყვა “ნევროლოგია” უარყოფითი კონოტაციისა და მისი ხსენებაც კი ასოცირდება რაიმე პრობლემასთან. თუმცა, ეს ასე არ არის - ნევროლოგები არა მხოლოდ დაავადებებსა და დარღვევებს, არამედ ზოგადად ნერვული სისტემის ფუნქციონირებას სწავლობენ, იქნება ეს თავის ტვინის, მუშაობა, ზურგის ტვინის ფუნქციები თუ სხვა.
ვინ არიან ნევროლოგები?
ჩვენი ნერვული სისტემა არის ორგანიზმში ერთგვარი მმართველი ცენტრი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ - თითის გატოკებიდან ფილტვებისა და გულის მუშაობამდე.
ნერვული სისტემა ჩვენს ორგანიზმში არსებულ სისტემებს შორის ყველაზე რთული და დახვეწილია. მისი "საქმეა"
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ჰაიმორიტი არის მდგომარეობა, როცა ზედა ყბის წიაღი, ანუ ჰაიმორის ღრუს ანთება მიმდინარეობს. ის ხშირად იწვევს დისკომფორტს და ანთებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანის ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას.
სინუსიტი და ჰაიმორიტი ხშირად ერევათ ერთმანეთში, მაგრამ ამ უკანასკნელს აქვს უნიკალური მახასიათებლები და სიმპტომები. განსხვავებულია ჰაიმორიტის მკურნალობის გზებიც.
როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი?
ჰაიმორიტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მდგომარეობის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ მოიცავს, მაგალითად,
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელსაც მედიცინაში ასევე უწოდებენ HbA1c-ს, არის ჰემოგლობინის ფორმა, რომელიც ქიმიურად უკავშირდება გლუკოზას.
HbA1c ტესტი ზომავს სისხლში იმ ჰემოგლობინის მოლეკულების პროცენტს, რომელსაც აქვს გლუკოზა, საბოლოო ჯამში კი ეს ასახავს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს. ბოლო ორიდან სამ თვეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დიაბეტის მართვისა და დიაგნოსტიკისთვის.
შესაძლოა, ეს ტერმინი შეგხვდეთ გლიკირებული ჰემოგლობინის სახელითაც, თუმცა, ორივე ერთსა და იმავეს აღნიშნავს.
HbA1c წარმოიქმნება ჰემოგლობინის, სისხლის წითელი უჯრედების პროტეინის გლუკოზის მოლეკულებთან შეერთების შედეგად, რომელიც ატარებს ჟანგბადს. იმის გამო, რომ სისხლის ეს წითელი უჯრედები ცოცხლობენ და ფუნქციონირებენ დაახლოებით 120 დღის განმავლობაში, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე ავლენს სისხლში შაქრის საშუალო დონეს ამ პერიოდის განმავლობაში. HbA1c-ის მაღალი დონე
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
წამალი დოქსაფინი (Doxafin) სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატია. ეს ნიშნავს, რომ დოქსაფინი მიიღება ისეთი ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც სასუნთქი გზების შევიწროებითა და, შესაბამისად, სუნთქვის გაძნელებით მიმდინარეობს - მაგალითად, ბრონქული ასთმა.
ეს მედიკამენტი ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებსა და ფილტვებში გამავალ სისხლძარღვებს. სამედიცინო ენაზე ამ მოქმედებას ბრონქოდილატატორული ჰქვია - ის იწვევს ბრონქების "გაფართოებას" და კუნთების მოდუნებას - საბოლოო ჯამში კი ხსნის დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს.
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ჩვილებში მშობლები აწყდებიან, არის კოლიკები და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტირილი და ძილის რეჟიმის დარღვევა.
კოლიკი ხშირად მომდინარეობს მოუმწიფებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაზების დაგროვება, შებერილობა და
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account