იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. ნეო პეკესი — ბრენდი, რომელიც ნატურალურ საბავშვო პროდუქციას აწარმოებს

    ნეო პეკესი — ბრენდი, რომელიც ნატურალურ საბავშვო პროდუქციას აწარმოებს

    სანამ უშუალოდ ნეო პეკესისა (Neo Peques) და მისი პროდუქტების შესახებ ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ამ ბრენდის მფლობელი ესპანური კომპანია - Neovital Health. მისი მიზანია, შეიმუშაოს ბუნებრივი გადაწყვეტები ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

     

    Neovital Health-ში სჯერათ ბუნების, სწორედ ამიტომ ისინი როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, პროდუქტებს სამკურნალო მცენარეებისა და სოკოებისგან,

    Read more »
  2. მკერდის ტკივილი — 4 შესაძლო მიზეზი: რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი ქალებში?

    მკერდის ტკივილი — 4 შესაძლო მიზეზი: რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი ქალებში?

    მკრედის ტკივილი მენსტრუაციამდე, ორსულობის თუ ლაქტაციის პერიოდში, მენოპაუზის თუ სხვა დროს იჩენს თავს. გოგონების და ქალების უმრავლესობა ძუძუს ტკივილს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე განიცდის. 

     

    ტკივილი არასასიამოვნოა და შესაძლოა, დისკომფორტსაც იწვევდეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნებისმიერი სახის ტკივილის განცდის დროს ვცდილობთ, მისი გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ. ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდის (ძუძუს) ტკივილი და როდის უნდა მიმართოთ ჩივილებით ექიმს. 

    მიზეზი 1: ჰორმონები

     

    ძუძუს ტკივილის  ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია. ზოგადად,  ქალებს მენსტრუაციამდე სამი-ხუთი დღით ადრე, შესაძლოა, დაეწყოთ ძუძუს ტკივილი, რაც შეწყდება მენსტრუაციის დაწყების შემდეგ. ეს გამოწვეულია ესტროგენისა და პროგრესტერონის მომატებით მენსტრუაციის დაწყებამდე. სწორედ ეს ჰორმონები იწვევს მკერდის შეშუპებას (ან შეგრძნებას)

    Read more »
  3. პანტოპრაზოლი ნორმონი — კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ

    პანტოპრაზოლი ნორმონი — კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ

    პანტოპრაზოლი ნორმონი აპკიანი გარსით დაფარული, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტების სახით ესპანეთში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლს შეიცავს, რომლის დოზირება ტაბლეტებში განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 20მგ და 40მგ პანტოპრაზოლის შემცველი ტაბლეტებია ხელმისაწვდომი.

    პანტოპრაზოლი ნორმონი 20მგ-ისა და პანტოპრაზოლი ნორმონი 40მგ-ის ერთ შეკვრაში 28-28 ტაბლეტია. პრეპარატი ორივე დოზირებით რეცეპტის

    Read more »
  4. რა არის და როგორ ვმართოთ ნეიროდერმიტი?

    რა არის და როგორ ვმართოთ ნეიროდერმიტი?

    ნეიროდერმიტი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ქავილი, გამოკვეთილი ფერის გამუქებული კანი და დაავადებული უბნების შესქელება. ის ეგზემის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და მოსახლეობის დაახლოებით 12%-შია გავრცელებული.

    ნეიროდერმიტი მრავალი სხვა სახელით შეიძლება შეგხვდეს, ძირითადად, სამეცნიერო ლიტერატურაში — ნეიროდერმატიტი, lichen simplex,  lichen simplex chronicus ან neurodermatitis circumscripta. ყველა მათგანი ერთსა და იმავე დაავადებას გულისხმობს.

    Read more »
  5. კონკორი – პრეპარატი მაღალ არტერიულ წნევასთან საბრძოლველად

    კონკორი – პრეპარატი მაღალ არტერიულ წნევასთან საბრძოლველად

    გულის პრობლემები სახუმარო საკითხი ნამდვილად არ არის – ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს და ამან სავალალო შედეგებიც გამოიწვიოს. ჯანმრთელობის პრობლემებით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი წილი სწორედ გულის დაავადებებზე მოდის, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს სამუდამოდ ცვლის. სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ქრონიკული უკმარისობა – თითოეული მათგანი, სათანადო ყურადღების არარსებობის პირობებში, შესაძლოა, უმძიმესი შედეგებით დასრულდეს. ლეტალური განვითარების მიღმაც, გულის დაავადებას ადამიანის ყოველდღიურობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია: ამ ტიპის პაციენტები მუდმივად განიცდიან ტკივილს, გადაღლილობას, უჰაერობას, რაც საქმიანობაში პროდუქტიულობასა და სოციალურ ცხოვრებაზე დამანგრევლად მოქმედებს.  

    შესაბამისად, გულის დაავადებებთან დაკავშირებული უმცირესი სიმპტომების წაყრუებაც კი საკუთარი ჯანმრთელობის უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას უდრის, რასაც ნებისმიერ ფასად უნდა მოერიდოთ. რა თქმა უნდა, მეცნიერება აღნიშნულ უარყოფით

    Read more »
  6. რა არის ცისტიტი და რომელია მისი სამკურნალო საუკეთესო საშუალება

    რა არის ცისტიტი და რომელია მისი სამკურნალო საუკეთესო საშუალება

    ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ძალზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.

     

    ცისტიტი  შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია და  ხშირად გვხდება ორივე სქესის წარმომადგენლებთან, თუმცა ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, მისი შემთხვევები ქალებში უფრო ჭარბია. 

     

    ბლოგში დეტალურად განვიხილავთ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, მის სიმპტომებსა და  მკურნალობის გზებს.

    რა იწვევს ცისტიტს?

     

    როგორც წესი, ცისტიტი შარდის ბუშტის ინფექციით გამოწვეული შარდის ბუშტის ანთებაა, რომელსაც  უმეტესად ნაწლავური ჩხირი იწვევს. ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობს, თუმცა, თამამად შეუძლია შეაღწიოს შარდის  ბუშტში და გამოიწვიოს ანთება. გარდა ნაწლავის ჩხირისა, ანთებას იწვევს სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად – სხვა მიკრობები. 

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy