იზრუნე ჯანმრთელობაზე
-
Posted: October 24, 2022Read more »
პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა - სკრინინგის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ვრცლად ვიდეოში გიორგი ძაგნიძე მოგიყვებათ
-
Posted: October 18, 2022Read more »
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა პირდაპირ განაპირობებს ცხოვრების ხარისხსს, სწორედ ამიტომ, ცნობიერებას აღნიშნულ საკითხის გარშემო გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
სირბილი, სიარული, სეირნობა, დაჯდომა და ადგომა, მოკლედ, ნებისმიერი ტიპის გადაადგილებისა თუ ერთი შეხედვით რუტინული მოძრაობის შესრულებისას ძვლოვანი, ანუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს.სწორედ ამიტომ, ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც ჩონჩხს ან მის ერთეულს შეიძლება შეექმნას, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან ასოცირდება.
დაფიქრებულხართ, რომ მიუხედავად ძვლის ერთი შეხედვით მყარი სტრუქტურისა, ის იზრდება? ამ პროცესის რეგულირება ტვინიდან, კერძოდ ქვედა დანამატიდან, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალ - ჰიპოფიზიდან ხდება. სწორედ ჰიპოფიზი გამოყოფს სომატოტროპულ ჰორმონს, რაც განაპირობებს მთელი ორგანიზმის ზრდას, ცილების წარმოქმნას, უჯრედების გაყოფას, გამრავლებას და დიფერენცირებას. ძვალი სისხლით იკვევება, სისხლში კი - ნივთიერებათა ცვლა ხდება.
მარტივად რომ ვთქვათ, საყრდენ-მამოძრავებელი
-
Posted: October 07, 2022Read more »
რა არის მენისკი?
ქირურგი ორთოპედი გიორგი ჭუმბურიძე გესაუბრებათ მენისკთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე -
Posted: October 06, 2022Read more »
მედიცინა ჰიპოთეტური დარგია, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიწყებთ საუბარს
მედიცინა ჰიპოთეტური დარგია, რაც ბუნებრივად ტოვებს 1%-იანი ცდომილების და ორგანიზმის ინდივიდუალობის ადგილს, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიწყებთ საუბარს. მითები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს რიგი სტიგმების, ტრადიციების ან იატაკქვეშა საუბრების შედეგია. დღევანდელ სტატიაში, რამდენიმე მათგანს გავაქარწყლებთ.
1. მენოპაუზა - ეს დასასრულია!
მოდით, დასასრულით დავიწყოთ. იმიტომ, რომ მენოპაუზა უბრალოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რომელიც ციკლის შეწყვეტიდან 1 წლის თავზე დგება და მთელი რიგი სიმტომატიკა ახლავს თან, თუმცა, ეს აპრიორი ასე არ არის, მითუმეტეს, რომ აღნიშნული დისკომფორტების მართვა გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის დახმარებით სავსებით რეალურია. და არა, რეპროდუქციული ჰორმონების შემცირება არ ნიშნავს ლიბიდოს დაქვეითებას და არ მოიაზრებს
-
Posted: October 06, 2022Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ამოიცანი დაავადება #ასთმა
სტატიაში გაგაცნობთ ყველაფერს, რაც ქრონიკული დაავადების, ათმის შესახებ უნდა იცოდეთ
ქრონიკული დაავადებების შესახებ მრავალი მითია გავრცელებული, მათ შორის ის, რომ რადგან მათგან სამუდამოდ გათავისუფლება შეუძლებელია, ჯეროვანი მკურნალობაც უშედეგო იქნება. რეალურად, ეს წარმოდგენა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. სრულფასოვანი მკურნალობითა და კონტროლით დაავადება კონტროლს ექვემდებარება და შედარებით ნაკლებად ვლინდება მისი სიმპტომატიკა. დღეს ასთმაზე ვისაუბრებთ.
რა არის ასთმა?
სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება.
სიმპტომატიკა
ასთმის ხარისხის მიხედვით, პაციენტები სხვადასხვა ხარისხის დისკომფორტს განიცდიან. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სიმპტომატიკის გამოვლენა უფრო აქტიური ღამის საათებშია, ამიტომ შესაძლოა დაავადება უძილობის მაპროვოცირებელიც კი გახდეს. ასთმას უმეტესად ახასიათებს:
- ხიხინი
-
-
Posted: September 19, 2022Read more »
როგორც ამბობენ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა სხვა ადამიანებისთვის, რადგან ასე მრავალი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
პირველადი დახმარების ცოდნა სხვა ადამიანების გადარჩენისკენ გადადმული ნაბიჯია, რომელიც მრავალ ქვეყანაში სასკოლო საგნად ისწავლება და პერიოდული, სავალდებულო გადამზადებით იხვეწება. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის გარეშე სხვა პირები უძლურები არიან, თუმცა სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი დროულად აღმოჩენილი პირველადი დახმარების საშუალებით, უფრო ზუსტად კი ბრიტანელებმა დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ ეს რიცხვი 140, 000 ადამიანს შეადგენს.
მაგალითად, გიფიქრიათ, რომ დახრჩობისას, სასუნთქი გზების გადაკეტვის შედეგად სიკვდილი 4-5 წუთში დგება, მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების ადგილზე მოსვლას მინიმუმ 8-10 წუთი სჭირდება? ლოგიკურად, ასეთ დროს გადამწყვეტი გარშემომყოფთა დროული მოქმედებაა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account