იზრუნე ჯანმრთელობაზე
-
Posted: October 10, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
იმპეტიგო პიოდერმიის, კანის ინფექციური დაავადების ერთ-ერთი ფორმაა. მას ოქროსფერი სტაფილოკოკისა (Staphylococcus aureus) და პიოგენური სტრეპტოკოკის (Streptococcus pyogenes) ბაქტერიები იწვევს. იმპეტიგო გადამდებია და კანზე სითხით სავსე გამონაყარის სახით ვლინდება.
იმპეტიგო ბავშვებში
ყველაზე ხშირად იმპეტიგო ბავშვებში გვხვდება. ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ კი ახალშობილები და მცირე ასაკის ბავშვები არიან. თუმცა ინფექცია შეიძლება უფროსებშიც გავრცელდეს.
ახალშობილებში იმპეტიგო შესაძლოა გამოიწვიოს საფენების გამოყენებამ, რაც ხშირად მის გარშემო გამონაყარით ვლინდება. ბავშვებში კი ინფექცია ძირითადად ბაღებიდან და სკოლებიდან ვრცელდება, სადაც ინფიცირებულთან ან მის ნივთებთან შეხების ალბათობა მაღალია.
როგორია იმპეტიგოს სიმპტომები
როგორც აღვნიშნეთ,
-
Posted: October 10, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ყივანახველა ადვილად გადამდები მწვავე ინფექციური დაავადება. ის უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული, თუმცა შესაძლოა, ზრდასრულებშიც შეგვხვდეს.
ყივანახველა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც Bordetella pertussis-ის ბაქტერიით არის გამოწვეული. დაავადება ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული (შეტევითი), სპაზმური, ხშირ შემთხვევაში, გახანგრძლივებული ხველებით. ამ უკანასკნელის გამო ყივანახველას ხშირად 100-დღიან ხველასაც ეძახიან.
როგორც აღვნიშნეთ, ყივანახველა გადამდებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და მისი საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღემდე მერყეობს. ორგანიზმში, რომელიც ყივანახველას დაამარცხეს, დაავადების მიმართ იმუნიტეტი ყალიბდება, თუმცა დროთა განმავლობაში ის შესაძლოა შესუსტდეს.
როგორია ყივანახველას სიმპტომები
ყივანახველას
-
Posted: October 10, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
კლექსიპარინის ანოტაცია გვამცნობს, რომ ის ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად კი პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია. რას ნიშნავს ეს სამეცნიერო განმარტება?
ანტითრომბოზული და ანტიკოაგულაციური საშუალებები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების (თრომბების) წარმოქმნის ან ზრდის თავიდან ასაცილებლად. ეს პრეპარატები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისეთი სამედიცინო ჩვენებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), ფილტვის ემბოლია (PE) და გარკვეული სახის ინსულტი.
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები (DOAC) წარმოადგენს ამ მედიკამენტების სპეციფიკურ კლასს, რომლებიც მუშაობენ სისხლში სპეციფიკური შედედების ფაქტორების უშუალო ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ძველი და ახალი ანტიკოაგულანტები
ძველებური ანტიკოაგულანტებისგან განსხვავებით,
-
Posted: September 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დიარეა, იგივე ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილითა და გახშირებული, თხელი კონსისტენციის დეფეკაციით. ეს სიმპტომები შესაძლოა მეტყველებდეს როგორც საკვებით ინტოქსიკაციაზე, ისე გაცილებით სერიოზულ დაავადებებზე. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.არსებობს მწვავე და ქრონიკული დიარეა.
მწვავე დიარეა რამდენიმე დღეს გრძელდება და გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციით. გარდა ამისა, მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს:
- ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა;
- კვებითმა მოწამვლამ, ანტიბიოტიკების მიღებამ;
- ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა;
-
Posted: September 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ტკივილი, ანთება და ცხელება — ის ნიშნებია, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის გამაფრთხილებელ სიგნალებად უნდა აღვიქვათ.
ხსენებული სიმპტომები დამახასიათებელია სხვადასხვა დაავადებისთვის — საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების,რევმატოლოგიური და ნევროლოგიური პრობლემების, თუ ინფექციური დაავადებებისთვის. ყველა მათგანი საჭიროებს დროულ და ეფექტურ მკურნალობას. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მწვავე ტკივილისა და ანთების დროული მკურნალობა?
არანამკურნალები მწვავე ტკივილი და ანთება არა მხოლოდ აუარესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ იწვევს დაავადების
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხშირად მეორე პლანზე გადადის. თუმცა, სწორედ ეს დაუდევრობა შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემების საფუძველი მომავალში. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ორგანიზმის სიგნალებს და სწრაფად ვუმკურნალოთ ნებისმიერ პრობლემას.
ინფექციური დაავადებები, ჭრილობები და სხვადასხვა ანთებითი პროცესები არის ის მდგომარეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათი იგნორირება ან მკურნალობის გადადება შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ მარტივად სამკურნალო პრობლემა გადაიზარდოს სერიოზულ გართულებებში.
წარმოიდგინეთ, რომ პატარა ჭრილობა, რომელსაც თავდაპირველად ყურადღება არ მიაქციეთ, დაინფიცირდა და გადაიქცა მძიმე ანთებით პროცესად. ან
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account