იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. ლევომიცეტინი — ტაბლეტებისა და თვალის წვეთების ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

    ლევომიცეტინი — ტაბლეტებისა და თვალის წვეთების ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

    ლევომიცეტინი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია, რომელიც გამოდის ტაბლეტებისა და თვალის წვეთების სახით. დღევანდელ ბლოგში ორივე მათგანს განვიხილავთ.

    ლევომიცეტინის

    Read more »
  2. პანადოლი — ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატი

    პანადოლი — ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატი


    ყველაზე ხშირად გამოყენებად
    მედიკამენტებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი სიცხის დამწევ საშუალებებს უკავია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ტემპერატურის მატება გაციებასა და ინფექციურ თუ ანთებით დაავადებებს თითქმის ყოველთვის თან სდევს.

    სიცხის დამწევი საშუალებები გამოდის სხვადასხვა ფორმით: ტაბლეტები, სიროფი, სანთელი...  სიროფსა და სანთელს ძირითადად ბავშვებში იყენებენ, სანთელს უპირატესობა ენიჭება მაშინ, თუ ბავშვი აღებინებს და სიროფის ან ტაბლეტის მიღება არ შეუძლია.

    ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ

    Read more »
  3. რა არის სინეკოდი — ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მოკლე ისტორია

    რა არის სინეკოდი — ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მოკლე ისტორია

    ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ადამიანები ხველის სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ. ცნობილია, რომ  უძველესი ცივილიზაციების მედიცინაში  ფართოდ გავრცელებული იყო მცენარეული ნაყენების, თაფლისა თუ სხვა ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება. 

    რა გზა გაიარა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებმა — ანტიკური ეპოქიდან დღემდე

    ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ხველის სამკურნალოდ ლოკვინიუსის მცენარეს, ანისსა და ბუნებაში არსებულ სხვა მცენარეებს იყენებდნენ.

    მოგვიანებით, მე-18-19 საუკუნეში ფარმაკოლოგიის განვითარებასთან ერთად, ექიმებმა ხველის სამკურნალოდ სინთეზური პრეპარატების შექმნა დაიწყეს.  სწორედ ამ პერიოდში შემუშავდა პირველი პრეპარატები, რომლებსაც ხველის რეფლექსის ჩასახშობად ოპიუმსა და მის მსგავს ნაერთებს შეიცავდნენ. 

     

    მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა უფრო

    Read more »
  4. ბეროდუალი — პრეპარატი თავისუფალი სუნთქვისთვის

    ბეროდუალი — პრეპარატი თავისუფალი სუნთქვისთვის

    მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებულ პრომლემებს შორის ერთ-ერთი რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადებებია, რომლებიც ადამიანში მწვავე ან ქრონიკული ფორმით ვლინდება.  

    ხაზგასასმელია, რომ სასუნთქი სისტემის პრობლემები გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვა ორგანოებზე, ასევე აზიანებს ფილტვებს, ბრონქებსა და ტრაქეას,   შედეგად კი ისეთი სახის რეაქციებს ვიღებთ, როგორებიცაა: ინფექციები, ანთება, ობსტრუქცია და ალერგია

    Read more »
  5. ალოხოლი — წამალი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის

    ალოხოლი — წამალი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის

    ალოხოლი ნაღველმდენი საშუალებაა, რომელიც ნაწლავებში ლპობისა და ფერმენტაციის პროცესებს ამცირებს. ის ღვიძლის სეკრეტორულ (გამოყოფის) ფუნქციებს აძლიერებს და ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების აქტიურობას.

    ალოხოლის ინსტრუქცია გვეუბნება, რომ ეს წამალი ინიშნება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც შეიძლება იყოს ქრონიკული ქოლეცისტიტები, ქოლეცისტოჰეპატიტები, ქოლანგიტები, ნაღვლის მომატებული ლიტოგენობა,

    Read more »
  6. რა არის იმპეტიგო — რა უნდა ვიცოდეთ კანის ინფექციური დაავადების შესახებ

    რა არის იმპეტიგო — რა უნდა ვიცოდეთ კანის ინფექციური დაავადების შესახებ

    იმპეტიგო პიოდერმიის, კანის ინფექციური დაავადების ერთ-ერთი ფორმაა. მას ოქროსფერი სტაფილოკოკისა (Staphylococcus aureus) და პიოგენური სტრეპტოკოკის (Streptococcus pyogenes) ბაქტერიები იწვევს. იმპეტიგო გადამდებია და კანზე სითხით სავსე გამონაყარის სახით ვლინდება.

    იმპეტიგო ბავშვებში 

    ყველაზე ხშირად იმპეტიგო ბავშვებში გვხვდება. ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ კი ახალშობილები და მცირე ასაკის ბავშვები არიან. თუმცა ინფექცია შეიძლება უფროსებშიც გავრცელდეს.

    ახალშობილებში იმპეტიგო შესაძლოა გამოიწვიოს საფენების გამოყენებამ, რაც ხშირად მის გარშემო გამონაყარით ვლინდება. ბავშვებში კი ინფექცია ძირითადად ბაღებიდან და სკოლებიდან ვრცელდება, სადაც ინფიცირებულთან ან მის ნივთებთან შეხების ალბათობა მაღალია.

    როგორია იმპეტიგოს სიმპტომები  

    როგორც აღვნიშნეთ,

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy