Tekla Iordanishvili
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ნოლიპრელი (Noliprel) — ეს არის ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც ორ აქტიურ კომპონენტს შეიცავს: პერინდოპრილსა და ინდაპიმიდს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი უკეთ რომ გავიგოთ, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანის ფუნქცია:
- პერინდოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორს, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებასა და წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
- ხოლო ინდაპიმიდი არის შარდმდენი, რომელიც ორგანიზმში სითხის დაგროვებას ამცირებს და, შედეგად, არტერიული წნევაც იკლებს.
რა სახით და დოზებით იწარმოება ნოლიპრელი?
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
სიტყვა ბაქტერია ხშირად უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს, თუმცა ზოგჯერ ეს სრულებით უსაფუძვლოა — ჩვენს ნაწლავებში არსებობენ სასარგებლო ბაქტერიები, იგივე პრობიოტიკები. ისინი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას ქმნიან და არათუ გვაზიანებენ, არამედ საკვების მონელებაში გვეხმარებიან. მეტიც, თუკი რაიმე მიზეზით ორგანიზმში ამ ბაქტერიების ბალანსი დაირღვა, შეიძლება არაერთმა უსიამოვნო სიმპტომმა შეგვაწუხოს, იქნება ეს: შეკრულობა, შებერილობა თუ დიარეა.
პრობლემა ისაა, რომ კვება, ანტიბიოტიკების მიღება და სტრესი ხშირად ამ მიკროორგანიზმების ბალანსზე მოქმედებს, ჩვენი მეგობარი ბაქტერიების რაოდენობა კი მცირდება. იმისათვის, რომ ჯანმრთელი ნაწლავები შევინარჩუნოთ, ხშირად სხვადასხვა სახის დანამატის მიღებაა რეკომენდებული. სწორედ ასეთი საშუალებაა
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ვარჯიში, სპორტი და სხვა ფიზიკური აქტივობები, ჯანმრთელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა შესაძლებელია, რომ მსუბუქმა ტრავმებმა აქტიური ყოველდღიურობა შეაფერხოს. მსგავსში შემთხვევებისთვის იწარმოება ტრაუმელის პრეპარატები.
ტრაუმელი გერმანული ფარმაცევტული კომპანიის ჰელის (Heel) ერთ-ერთი პრეპარატია, ამ სახელით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს კერძოდ ტრაუმელის: წვეთები, ტაბლეტები (აბები), საინიექციო ხსნარი და მალამო. აქ შევეცდებით მოკლე გზამკვლევი ჩამოვაყალიბოთ მათ შესახებ.
ზოგადად ტრაუმელის პროდუქტების მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის ორგანიზმს მსუბუქი დაზიანებებისგან განკურნების პროცესს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ნებისმიერი ფორმის გამოყენებამდე სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
ტრაუმელის მალამოს გამოყენება
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დიდია შანსი, რომ ალერგია რაიმე ფორმით ერთხელ მაინც გექნებათ გამოცდილი. ცნობილია, რომ ეს პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის 30-40%-ს აწუხებს, ხოლო ბავშვებში კი მისი გავრცელების მაჩვენებელი 40-50%-საც კი უდრის.
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსგავსი გამოვლინებები უფრო და უფრო ხშირდება, თუმცა პრობლემის საპასუხოდ უკვე არაერთი ეფექტიანი საშუალება არსებობს. ბლოგში ალერგიის საწინააღმდეგო (ანუ ანტიჰისტამინურ) ერთ-ერთ საშუალებას გაგაცნობთ — ესაა ლორანექსი.
რა არის ლორანექსი?
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ყველას გვსმენია, რომ რკინა მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ რატომ? და რა ხდება, როცა ის გვაკლია? დღეს ვისაუბრებთ რკინის დეფიციტზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება.
რკინის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის
რკინა არის მინერალი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში — ესაა ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის გადატანაზე სისხლში. როდესაც ჩვენს ორგანიზმში რკინის ნაკლებობაა, ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც რკინადეფიციტური
-
Posted: September 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დღევანდელ სამყაროში, სადაც ბაქტერიული ინფექციები კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას, ცეფამედი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში. ეს მძლავრი ანტიბიოტიკი მესამე თაობის ცეფალოსპორინების ოჯახს მიეკუთვნება და გამოირჩევა ფართო სპექტრის მოქმედებით.
წარმოიდგინეთ ცეფამედი, როგორც სპეციალური აგენტი, რომელიც ეფექტიანად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თქვენს ორგანიზმში. ის თავს ესხმის ბაქტერიების უჯრედის კედლებს, რითაც ხელს უშლის გამრავლებას და საბოლოოდ, ანადგურებს მათ. ბევრი ბაქტერია, რომელიც სხვა ანტიბიოტიკებს ეწინააღმდეგება, ცეფამედის წინაშე უძლურია.
რა ხდის უნიკალურად ცეფამედს?
ცეფამედის უნიკალურობა მდგომარეობს მის უნარში, გაუმკლავდეს როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით ბაქტერიებს. ეს ტერმინები შეიძლება რთულად ჟღერდეს, მაგრამ უბრალოდ აღნიშნავს ბაქტერიების ორ ძირითად ტიპს,
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account