Tekla Iordanishvili

  1. რა არის იმპეტიგო — რა უნდა ვიცოდეთ კანის ინფექციური დაავადების შესახებ

    რა არის იმპეტიგო — რა უნდა ვიცოდეთ კანის ინფექციური დაავადების შესახებ

    იმპეტიგო პიოდერმიის, კანის ინფექციური დაავადების ერთ-ერთი ფორმაა. მას ოქროსფერი სტაფილოკოკისა (Staphylococcus aureus) და პიოგენური სტრეპტოკოკის (Streptococcus pyogenes) ბაქტერიები იწვევს. იმპეტიგო გადამდებია და კანზე სითხით სავსე გამონაყარის სახით ვლინდება.

    იმპეტიგო ბავშვებში 

    ყველაზე ხშირად იმპეტიგო ბავშვებში გვხვდება. ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ კი ახალშობილები და მცირე ასაკის ბავშვები არიან. თუმცა ინფექცია შეიძლება უფროსებშიც გავრცელდეს.

    ახალშობილებში იმპეტიგო შესაძლოა გამოიწვიოს საფენების გამოყენებამ, რაც ხშირად მის გარშემო გამონაყარით ვლინდება. ბავშვებში კი ინფექცია ძირითადად ბაღებიდან და სკოლებიდან ვრცელდება, სადაც ინფიცირებულთან ან მის ნივთებთან შეხების ალბათობა მაღალია.

    როგორია იმპეტიგოს სიმპტომები  

    როგორც აღვნიშნეთ,

    Read more »
  2. ყივანახველა ბავშვებსა და დიდებში: სიმპტომები, გართულებები და მკურნალობა

    ყივანახველა ბავშვებსა და დიდებში: სიმპტომები, გართულებები და მკურნალობა

    ყივანახველა ადვილად გადამდები მწვავე ინფექციური დაავადება. ის უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული, თუმცა შესაძლოა, ზრდასრულებშიც შეგვხვდეს. 

    ყივანახველა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც Bordetella pertussis-ის ბაქტერიით არის გამოწვეული. დაავადება ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული (შეტევითი), სპაზმური, ხშირ შემთხვევაში, გახანგრძლივებული ხველებით. ამ უკანასკნელის გამო ყივანახველას ხშირად 100-დღიან ხველასაც ეძახიან.

    როგორც აღვნიშნეთ, ყივანახველა გადამდებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და მისი საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღემდე მერყეობს. ორგანიზმში, რომელიც ყივანახველას დაამარცხეს, დაავადების მიმართ იმუნიტეტი ყალიბდება, თუმცა დროთა განმავლობაში ის შესაძლოა შესუსტდეს.

    როგორია ყივანახველას სიმპტომები

    ყივანახველას

    Read more »
  3. რის წამალია კლექსიპარინი და როდის უნდა მივიღოთ ის?

    რის წამალია კლექსიპარინი და როდის უნდა მივიღოთ ის?

    კლექსიპარინის ანოტაცია გვამცნობს, რომ ის ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად კი პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია. რას ნიშნავს ეს სამეცნიერო განმარტება?

    ანტითრომბოზული და ანტიკოაგულაციური საშუალებები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების (თრომბების) წარმოქმნის ან ზრდის თავიდან ასაცილებლად. ეს პრეპარატები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისეთი სამედიცინო ჩვენებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), ფილტვის ემბოლია (PE) და გარკვეული სახის ინსულტი. 

    პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები (DOAC) წარმოადგენს ამ მედიკამენტების სპეციფიკურ კლასს, რომლებიც მუშაობენ სისხლში სპეციფიკური შედედების ფაქტორების უშუალო ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.

    ძველი და ახალი ანტიკოაგულანტები

    ძველებური ანტიკოაგულანტებისგან განსხვავებით,

    Read more »
  4. მაკიაჟის გზამკვლევი დამწყებთათვის — პროდუქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ

    მაკიაჟის გზამკვლევი დამწყებთათვის — პროდუქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ

    მაკიაჟის სამყაროში შებიჯება ახალ, ფერად სამყაროში შესვლას ჰგავს, რომელიც სავსეა უამრავი პროდუქტით, ტექნიკითა და ტენდენციებით. დამწყებთათვის ეს ხშირად იწვევს დაბნეულობას. რთულია გზის გაგნება და იმის განსაზღვრა, თუ საიდან უნდა დაიწყო.

    მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაკიაჟი არ არის ნიღბის შექმნა, არამედ ესაა თქვენი უნიკალური ნაკვთების ხაზგასმის ხელოვნება. თითოეული სახე განსხვავებულია და ის, რაც ერთ ადამიანს უხდება, შეიძლება მეორესთვის სულაც არ გამოდგეს. საუკეთესო მიდგომა კი თქვენი ინდივიდუალობის აღქმასა და ექსპერიმენტებს ითვალისწინებს; ეს კი იმისათვის, რომ იპოვოთ ის, რაც თავს ლამაზად გაგრძნობინებთ.

    ბლოგში განვიხილავთ მაკიაჟისთვის განკუთვნილ იმ პროდუქტებს, რომლებიც ყველა დამწყებმა უნდა იცოდეს, ტონალური საცხიდან და კორექტორიდან დაწყებული, თვალის ჩრდილებითა და ტუჩსაცხით დასრულებული. გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორი პროდუქტები და ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნათ თქვენთვის მისაღები მაკიაჟი. 

    Read more »
  5. როგორ გამოიყურება სასკოლო მსუბუქი მაკიაჟი

    როგორ გამოიყურება სასკოლო მსუბუქი მაკიაჟი

    ერთად შევარჩიოთ სწორი დეკორატიული კოსმეტიკა 

    შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება მზადება ახალი სასწავლო წლისთვის. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ცდილობენ, სათანადოდ შეხვდნენ ახალ აკადემიურ, სპორტულ თუ სოციალურ აქტივობებს. 

    ერთ-ერთი ასპექტი, ამ კუთხით, შესაძლოა, მსუბუქი მაკიაჟის მორგებაც იყოს, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივ მახასიათებლებს და იდეალურია დატვირთული სასწავლო რუტინისთვის. 

    რას ნიშნავს მსუბუქი მაკიაჟი და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ამისთვის კოსმეტიკა სწორად?

    პროდუქტის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგანაც მსუბუქი მაკიაჟის მთელი დიდებულება უბრალოობაა, რასაც მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკით მივაღწევთ. გარდა ამისა, პროდუქცია დიდხანს უნდა ძლებდეს და რადგანაც თითქმის ყოველდღიურად გამოყენებადია. მეორე მხრივ, არ შეიძლება ის კანისთვის

    Read more »
  6. სმექტა — დიარეის მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში

    სმექტა — დიარეის მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში


    დიარეა, იგივე ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილითა და გახშირებული, თხელი კონსისტენციის დეფეკაციით. ეს სიმპტომები შესაძლოა მეტყველებდეს როგორც საკვებით ინტოქსიკაციაზე, ისე გაცილებით სერიოზულ დაავადებებზე. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.

    არსებობს მწვავე და ქრონიკული დიარეა.

    მწვავე დიარეა რამდენიმე დღეს გრძელდება და გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციით. გარდა ამისა, მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს: 

    • ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა; 
    • კვებითმა მოწამვლამ, ანტიბიოტიკების მიღებამ; 
    • ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა; 
    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy