Tekla Iordanishvili

  1. გლაუკომა — “მხედველობის ჩუმი ქურდი”

    გლაუკომა — “მხედველობის ჩუმი ქურდი”

    იცოდით თუ არა, რომ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა, თვალების ძლიერი ტკივილი, მხედველობის თანდათანობით დაკარგვა, ან უეცარი გამოვლენა, გულისრევა,  სხვა ჩვენებებთან ერთად, თვალის ისეთი დაავადებათა კომპლექსისთვის არის დამახასიათებელი, როგორიც გლაუკომაა. 

     

    დიახ, ეს არის დაავადებათა ჯგუფი და არა მხოლოდ ერთი დაავადება. რადგანაც გლაუკომისთვის დამახასიათებელია სწრაფი, ზოგჯერ უსიმპმტომო პროგრესირება და შეუქცევადი მდგომარეობა, მას ხშირად მხედველობის ჩუმ ქურდსაც უწოდებენ. გლაუკომა იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა. 

     

    რა არის გლაუკომა? 

     

    გლაუკომა თვალის დაავადებათა კომპლექსია. იგი ოპტიკური ნერვის დაზიანებას გულისხმობს, რაც გადამწყვეტია მხედველობისთვის. ამის მიზეზი ხშირად თვალის შიგნით წნევის მომატებაა. პათოლოგიური პროცესი შესაძლოა დაიწყოს პერიფერიული მხედველობის

    Read more »
  2. რა არის პოდაგრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    რა არის პოდაგრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    პოდაგრა (ასევე ცნობილია, როგორც ნიკრისის ქარი) არის ართრიტის ტიპი, რომელიც სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის გამო ვითარდება. პოდაგრის შეტევები შეიძლება უეცარი და მტკივნეული იყოს. ამასთან არსებობს წვის შეგრძნების, დაზიანებული სახსრის გამკვრივების და შესივების შესაძლებლობა.

     

    დღეს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას პოდაგრის სიმპტომების, რისკ-ფაქტორების და მისი მკურნალობის შესახებ.

     

    როგორია პოდაგრის სიმპტომები? 

     

    პოდაგრის სიმპტომების სხვადასხვა სახეობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი ასიმპტომურია — ეს ნიშნავს, რომ მათ არ აღენიშნებათ სიმპტომები, თუმცა სისხლში შარდმჟავას ამაღლებული დონე აქვთ. ამ ადამიანებს მკურნალობა არ სჭირდებათ, თუმცა სხვა პაციენტებს აწუხებთ მწვავე ან ქრონიკული სიმპტომები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს.

     

    მწვავე სიმპტომები ჩნდება მოულოდნელად,

    Read more »
  3. ვიბურკოლის სანთელი - გამოსავალი ბავშვებისთვის, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით

    ვიბურკოლის სანთელი - გამოსავალი ბავშვებისთვის, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით

    ვიბურკოლი გერმანული წარმოების მედიკამენტია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ის წარმოადგენს სუპოზიტორს (სანთელი), რომელიც გამოიყენება ბავშვებსა და ქალებში ინფექციების სიმპტომური მკურნალობისთვის.

     

    კერძოდ, ვიბუკროლის სანთლები გამოიყენება შემდეგი

    Read more »
  4. სორბიფერ დურულესი — მედიკამენტი რკინადეფიციტური მდგომარეობის სამკურნალოდ

    სორბიფერ დურულესი — მედიკამენტი რკინადეფიციტური მდგომარეობის სამკურნალოდ

    სორბიფერ დურულესის (Sorbifer Durules) ტაბლეტები გამოიყენება რკინის დეფიციტისა და რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით ორსულებში და სისხლის დონორებში.

     

    სორბიფერ დურულესის შეფუთვაში მოთავსებულია 30 ან 50 ტაბლეტი და მედიკამენტის ფასებიც, შესაბამისად, აბების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება.

     

    როგორია

    Read more »
  5. კლიმაქსი ქალებში — როდის იწყება კლიმაქტერიული სინდრომი და როგორია მისი მკურნალობის პრინციპები

    კლიმაქსი ქალებში — როდის იწყება კლიმაქტერიული სინდრომი და როგორია მისი მკურნალობის პრინციპები

    კლიმაქსი არის მდგომარეობა მენოპაუზამდე, როდესაც მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ქალის რეპროდუქციული ფუნქცია ქვეითდება, რაც  ქალის სასქესო ჰორმონების პროგესტერონის და ესტროგენების შემცირებას იწვევს. 

     

    კლიმაქტერიული პერიოდი ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და  ის საშუალოდ 45 წლის ასაკიდან იწყება. ჰორმონების დეფიციტის შედეგად  სუსტდება სასქესო და მცირე მენჯის ღრუ და  ირღვევა  კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი. თავის მხრივ, ესტროგენების შემცირება იწვევს კლიმაქსს, რაც ქალის ორგანიზმს  საგრძნობლად ცვლის.

     

    კლიმაქსის სიმპტომები – რა ნიშნები ვლინდება კლიმაქსის დაწყებისას 

     

    როგორც აღვნიშნეთ, კლიმაქსის დაწყების ასაკი ინდივიდუალურია ისევე, როგორც მისი ჩივილები. მისი სიმპტომები და  გამოხატვის ფორმები დამოკიდებულია ქალის ხასიათსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

    Read more »
  6. თირკმლის კენჭი — მისი წარმოქმნის მიზეზები და სიმპტომები

    თირკმლის კენჭი — მისი წარმოქმნის მიზეზები და სიმპტომები

    თირკმელებში კენჭების არსებობა უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. კენჭები ქვის მსგავსი მასებია, რომელიც ერთ ან ორივე თირკმელში ვითარდება და შეიძლება გამოიწვიოს ე. წ თირკმლის კოლიკა. მას შემდეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, სხეული მის ორგანიზმიდან გამოდევნას ცდილობს, ანუ იწყება კენჭის გავლა. 

     

    კენჭის გავლის პროცესი  თირკმელებში იღებს სათავეს და შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის გავლით გრძელდება, სანამ კენჭი შარდის სახით,  საბოლოოდ არ გამოიდევნება გარეთ. ეს  საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია.

     

    კენჭები შეიძლება გაჩნდეს თირკმელებში, შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, დროული მკურნალობის შემთხვევაში, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ თუ რა შემთხვევებში არის ორგანიზმში  კენჭის არსებობა

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy