Tekla Iordanishvili

  1. ომესამი - როგორია ნუტრიციული დანამატის მრავალმხრივი გამოყენება

    ომესამი - როგორია ნუტრიციული დანამატის მრავალმხრივი გამოყენება

    ალბათ, ყველა დათანხმდებოდა წინადადებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჯანსაღი კვებაა. სხვადასხვა სახის სასარგებლო დიეტების სახელმძღვანელოთა ნაკრები შეგვიძლია მარტივად მოვძებნოთ ინტერნეტში და გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. 

    მასობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქტებით ჩვენი კვების დაბალანსება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ამიტომ, ჯანსაღი კვების გასაძლიერებლად, ერთ-ერთი მედიცინურად გამოვლენილი სასარგებლო ინგრედიენტი შეგვიძლია ვიპოვოთ, ომესამის პრეპარატების სახით.  

    რა არის ომესამი

    ომესამი არის ნუტრიციული დანამატი, შესაბამისად ის გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშეც, უშუალოდ ფარმაცევტული დახლებიდან.

    ომესამის პროდუქტები შეიცავენ ყველასთვის ნაცნობ სასარგებლო ნივთიერება ომეგა-3-ს. ამ ნივთიერების გამომუშავება ჩვენს ორგანიზმს თავისით არ შეუძლია, ამიტომ მისი მიღება დამოკიდებულია ჩვენს კვების რაციონზე.

    Read more »
  2. ფესტალი — საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება

    ფესტალი — საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება

    ფესტალი ნაწლავში ხსნადი, შემოგარსული ტაბლეტების სახით ინდოეთში იწარმოება. ის საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: პანკრეატინს, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის კომპონენტებს შეიცავს.

    ალუმინის სტრიპში ფესტალის 10 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

    როდის დავლიოთ ფესტალი?  

    ფესტალი გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების შედეგად წარმოქმნილი კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის დროს, ქრონიკული პანკრეატიტით (პანკრეასის ანთება) დაავადებულ ადამიანებში. ეს,

    Read more »
  3. ზურგის ტკივილი — ყველაფერი, რაც ამ სიმპტომის შესახებ უნდა ვიცოდეთ

    ზურგის ტკივილი — ყველაფერი, რაც ამ სიმპტომის შესახებ უნდა ვიცოდეთ

    ზურგის ტკივილი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები სამედიცინო დახმარებას მიმართავენ. ზურგზე შეიძლება ტკივილი, პულსაცია ან წვა მრავალი მიზეზის გამო იგრძნოთ. ასეთებია, მაგალითად: კუნთების დაჭიმვა; ხერხემლის მალთაშორის დისკებთან დაკავშირებული პრობლემები; ნერვის დაზიანება; კენჭები თირკმელში; ართრიტი და ორსულობაც კი. 

     

    თუმცა არსებობს გარკვეული ზომები, რომელთა მიღებაც პაციენტებს (განსაკუთრებით 60 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებს) დაეხმარება, თავიდან აიცილონ ან შეამსუბუქონ ზურგის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ზურგის ტკივილის სამკურნალოდ ოპერაცია იშვიათად არის საჭირო.

    რა შეიძლება ითქვას ზურგის ტკივილის ტიპებზე?

     

    ზურგის ტკივილი სამედიცინო პროფესიონალების მიერ რამდენი გზით არის კლასიფიცირებული. შეგიძლიათ ეს პრობლემა მისი მდებარეობის მიხედვით აღწეროთ: ზურგის ტკივილი შეიძლება კონკრეტულად

    Read more »
  4. მკერდის კიბო — რა უნდა ვიცოდეთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის შესახებ?

    მკერდის კიბო — რა უნდა ვიცოდეთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის შესახებ?

    მკერდის სიმსივნე პლანეტაზე ყველაზე მეტად გავრცელებულ სიმსივნეთა შორისაა. სიაში ასევე შედის ნაწლავის, პროსტატისა და ფილტვის კიბო. ყოველწლიურად ამ დაავადების დიაგნოზს ათიათასობით ადამიანს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსმენისას კიბოს შესახებ საუბარი პაციენტისა და მისი ახლობლებისთვის საკმაოდ რთულია, ხშირად უიმედობაც იპყრობს ადამიანებს - უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მედიცინის წყალობით სიმსივნე განკურნებადია და დიაგნოზი განაჩენი ნამდვილად არ არის.

    რა არის ძუძუს კიბო?

    ეს არის სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მკერდის უჯრედებში ჩნდება. გავრცელებული მითია, რომ მკერდის სიმსივნე მხოლოდ ქალებში ჩნდება, თუმცა, ეს ასე არ არის. მაგალითად, სიმსივნის კვლევის ბრიტანული ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბოს სტატისტიკა ასეთია - ყოველწლიურად

    Read more »
  5. საკვები დანამატი სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ — რა არის აშვაგანდა?

    საკვები დანამატი სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ — რა არის აშვაგანდა?

     

    აშვაგანდა (Ashwagandha) მარადმწვანე მცენარეა, რომელიც სამხრეთ აზიასა და აფრიკაში ხარობს. მისგან მზადდება სტრესის, შფოთვისა და დაძაბულობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ამავე სახელწოდების საკვები დანამატი მსოფლიოში —

    Read more »
  6. დ ვიტამინი — როგორია “მზის ვიტამინის” როლი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში

    დ ვიტამინი — როგორია “მზის ვიტამინის” როლი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში

    გაწუხებთ დაღლილობა, უენერგიოდ ყოფნა, კუნთების სისუსტე ან ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა? ხშირად მსგავსი წუხილები (სიმტპომების არასრული ჩამონათვალი) ორგანიმზში დ ვიტამინის დეფიციტზე მიგვითითებს.

     

    დ ვიტამინი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი პაუსხისმგებელია როგორც იმუნიტეტისა და კუნთების გაძლიერებაზე, ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, ასევე ჩვენს განწყობაზე. რადგანაც დ ვიტამინს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშებისთვის რეკომენდებულია სისხლში დ ვიტამინის პერიოდული გადამოწმება და  კონტროლი, შემდგომ კი გამოკვლევების შედეგებით ვიზიტი მკურნალ ექიმთან. ანალიზის პასუხებითა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გესაჭიროებათ თუ არა

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy