Monthly Archives: November 2024

  1. ოსტეოართროზი — დაავადების წარმოშობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    ოსტეოართროზი — დაავადების წარმოშობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    ოსტეოართროზი, არის სახსრების გავრცელებული დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში. ამ დაავადების მიმდინარეობისას უმეტესად ზიანდება მუხლი, თეძო, ხელები და პირველი მეტატარსოფალანგეალური სახსარი. მსგავსი მიმდინარეობისას პრობლემას პირველადი ოსტეოართროზის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროს სხვა სახსრების, როგორიცაა ტერფის, მაჯის და მხარის, ჩართვა იშვიათია და მიუთითებს მეორეულ წარმოშობაზე.

    ხშირად დამაბნეველია დაავადების სახელწოდება და ოსტეოართროზი ოსტეოართრიტში ერევათ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში "იტი" ბოლოსართი ანთებით პროცესებს აღნიშნავს. ხოლო ოსტეოართროზი ანთებითი პროცესი არ არის - ეს დეგენერაციული დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ქსოვილების აღდგენა ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. ეს დაავადება ხრტილის განლევას, გათხელებას იწვევს - საბოლოო ჯამში კი ის ბოლომდე იშლება. 

    როგორ ამოვიცნოთ ოსტეოართროზი?

    ოსტეოართროზის სიმპტომები შეიძლება ნელ-ნელა გამოვლინდეს,

    Read more »
  2. როდის ინიშნება ამოქსიკლავი — მრავალპროფილური ანტიბიოტიკი

    როდის ინიშნება ამოქსიკლავი — მრავალპროფილური ანტიბიოტიკი

    ადამიანები, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში, ხშირად ვამბობთ, რომ გავცივდით — ცხვირში გავიჭედეთ, ყელი გვტკივა, გვახველებს, ყურის საშინელი ტკივილი გვაქვს და ტემპერატურა 38°C-ს გადასცდა — ასეთ შემთხვევებში უმეტესად თვითმკურნალობას მივმართავთ. 

    მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა და ავადმყოფობა გაგვიმწვავდა, ამის შემდეგ მივმართავთ ექიმს, რომელიც ყველა სიმპტომს სამედიცინო სახელს არქმევს — მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ცხვირის გარსის ანთება), მწვავე შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება), ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება) და შესაბამისი მკურნალობაც იწყება. 

    უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა არასასიამოვნო შეგრძნებას ვირუსული ინფექცია იწვევს და დაავადების გართულების შემდეგ, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების დასამარცხებლად საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართულობა. 

    ასეთ შემთხვევაში მედიკოსებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია

    Read more »
  3. ფიბროზი — ორგანიზმის შიდა ნაწიბური: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

    ფიბროზი — ორგანიზმის შიდა ნაწიბური: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

    ფიბროზი არის პროცესი, რომელიც ჩვენს სხეულში მიმდინარეობს და ხშირად სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია დაზიანებაზე, რა დროსაც ნორმალური ქსოვილი ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით. თავდაპირველად ამ პროცესის მიზანია, რომ ჩვენი სხეული დაიცვას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ამან ორგანოების ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.

     

    ფიბროზი ვითარდება სხვადასხვა ორგანოში — ღვიძლში, ფილტვებში, გულში და სხვა. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია: ქრონიკული დაავადებები, ტოქსინები, ანთებითი პროცესები. ზოგჯერ მიზეზი უცნობია, რაც კიდევ უფრო ართულებს მის მართვას.

     

    ამ ბლოგში განვიხილავთ ფიბროზის სხვადასხვა ტიპს, მათ გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს და თანამედროვე მიდგომებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს იცხოვრონ ამ მდგომარეობით და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დაავადების პრევენციისთვის.

     

    Read more »
  4. რა არის რევმატოიდული ართრიტი და როგორ მკურნალობენ მას

    რა არის რევმატოიდული ართრიტი და როგორ მკურნალობენ მას

    რევმატოიდული ართრიტი (RA) არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შებოჭილობას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. დაავადების აუტოიმუნურობა ნიშნავს, რომ ირღვევა იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების ფუნქცია და ისინი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, კერძოდ, სახსრებს აზიანებენ.

     

    რევმატოიდული ართრიტის დროს ძირითადად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც, მაგალითად: კანზე, სისხლძარღვებზე, ფილტვებზე, თირკმლებზე, სანერწყვე ჯირკვლებზე, ნერვულ ბოჭკოებზე, ძვლის ტვინსა და სხვა ორგანოთა სისტემებზე. 

     

    გარდა ამისა, დროთა განმავლობაში რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან სრული დაკარგვა.

     

    რა ასაკიდან შეიძლება განვითარდეს რევმატოიდული ართრიტი და როგორია დაავადების კლასიფიკაცია  

     

    Read more »
  5. საშვილოსნოს მიომა და მისი მკურნალობის მეთოდები

    საშვილოსნოს მიომა და მისი მკურნალობის მეთოდები

    საშვილოსნოს მიომა (Uterine fibroids) არის საშვილოსნოს სხეულის ან ყელის კედლებში კუნთოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. საშვილოსნოს მიომას სამედიცინო ლექსიკონში სხვა სახელწოდებებითაც შეიძლება შევხვდეთ, როგორებიცაა: ფიბრომიომა, ფიბრომა ან ლეიომიომა.

    გამომდინარე იქიდან, რომ საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ზოგჯერ კუნთოვანი უჯრედების არასწორად გამრავლების გამო ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზური მიომატოზი. საშვილოსნოს მიომა ხშირად ვითარდება ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში. თუმცა აღსანიშნავია, რომ, საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, იგი არ არის კავშირში საშვილოსნოს კიბოს მომატებულ რისკთან და თითქმის არასოდეს გადაიქცევა კიბოდ.

     

    საშვილოსნოს მიომას ტიპები და კლასიფიკაცია  

    მიომური კვანძები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემადგენლობით. როდესაც კვანძში ჭარბობს კუნთოვანი ქსოვილი, ის შედარებით რბილია და ლეიომიომას უწოდებენ,

    Read more »
  6. რა არის ენდემური ჩიყვი — მისი მკურნალობის პრინციპები და გავრცელების არეალი

    რა არის ენდემური ჩიყვი — მისი მკურნალობის პრინციპები და გავრცელების არეალი

    ენდოკრინული დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა ჩიყვია, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება იწვევს.

     

    ჩვენი კისრის წინა მხარეს, ქვედა ნაწილში, ტრაქეის გვერდებზე მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანო ფარისებრი ჯირკვალი. იგი პასუხისმგებელია იმ ჰორმონების წარმოებასა  და გამოყოფაზე, რომლებიც დიდ როლს  ასრულებს ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმის,  ენერგიის რეგულაციაში, ტემპერატურის კონტროლსა და ორგანოთა ფუნქციონირებაში. მისი ფუნქციონირების დარღვევა  უარყოფითად მოქმედებს შემდეგ ორგანოებზე: თირკმელებზე, ღვიძლზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, ნაწლავებზე, გულსა და ასევე ტვინზე. 

    არსებობს 

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy