სპრეი ნემური ნაითი 25მლ ორთომოლი - Orthomol
ჩვენება: გაძნელებული ჩაძინება, ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® ნემური ნაითის ორალური სპრეი
მშვიდი და ჯანსაღი ძილისთვის!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® ნემური ნაითის ორალური სპრეი შექმნილია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უზრუნველყოფს მშვიდ და ჯანსაღ ძილს.
ძილის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ნერვული, იმუნური, გულ–სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, აქვეითებს მეხსიერებას და შრომისუნარიანობას.
ორთომოლ® ნემური ნაითის რეგულარული მიღება:
· ამცირებს გაღიზიანების, დეპრესიის სიმპტომებს
· ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას
· დადებითად მოქმედებს ცნს-ზე
· აუმჯობესებს ძილს და აღადგენს ცირკადულ რითმს
· არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას
ორთომოლ® ნემური ნაითის კომპლექსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
მელატონინი - არეგულირებს ძილის ბიოლოგიურ რითმს, ამცირებს სხვადასხვა სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორულ აქტივობას და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს, უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, გამოღვიძების შემდეგ არ იწვევს უხალისობას, დაღლილობის შეგრძნებას. არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება.
მელისას ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც დადებითად აისახება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ ვიტექსინს. ახასიათებს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას, არეგულირებს ძილს, გამოღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე. პასიფლორა აგრეთვე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.
ჩვენება:
· გაძნელებული ჩაძინება
· ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა
· საათობრივი სარტყლის ცვლილებები-ადაპტაციის მიზნით
· სტრესული მდგომარეობები
· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
ორალური სპრეის დღიური დოზა 1 შესხურება (0.2 მლ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV* |
| მელატონინი | 1 მგ | ** |
| პასიფლორას ექსტრაქტი (მიღებული 7,6 მგ პასიფლორას ფოთლებიდან) | 1,9 მგ | ** |
| მელისას ექსტრაქტი (მიღებული 6,8 მგ მელისას ფოთლებიდან) | 1,7 მგ | ** |
· * NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· ** არ არის ხელმისაწვდომი საცნობარო რაოდენობა
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, დამატკბობელი ქსილიტოლი, 0,6% პასიფლორას ყვავილის ექსტრაქტი (Passiflora incarnata-დან), 0,5% მელატონინი, 0,1% მელისას ფოთლის ექსტრაქტი (Melissa officinalis), სტაბილიზატორი მიკროკრისტალური ცელულოზა, არომატიზატორი, კონსერვანტი კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა.
ორთომოლ® ნემური ნაითი სპრეის მიღების წესი:
1 შესხურება დღეში პირის ღრუში. გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს, მისი გამოყენება შესაძლებელია კბილების გახეხვის შემდეგაც. სპრეი უსაფრთხოა კბილებისთვის.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს, ალკოჰოლს, ალერგენებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს.
გამოშვების ფორმა:
25 მლ ორალური სპრეი (125 დოზა - თითო შესხურება 0,2 მლ) ფლაკონში.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მელატონინი 20 პაკეტი
| Units | 1 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
-
-
-
Pure - ფიური ქრომის პიკოლინატი 500მკგ 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 70,00 ლ -
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 50,40 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,20 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
-
-
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
-
-
-
ქონდროიტინ გლუკოზამინი 150 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 67,50 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
-
-
-
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
-
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
-
-
-
-
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 52,88 ლ რეგულარული ფასი 58,76 ლ -
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
-
ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 61,56 ლ რეგულარული ფასი 68,40 ლ -
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 53,81 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლგანსაკუთრებული ფასი 64,23 ლ რეგულარული ფასი 71,37 ლ -
-
-








ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account