მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ჩვენება: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
მაღალი აბსორბციის მქონე მაგნიუმის გლიცინატი
ამვილაბის მაგნიუმის გლიცინატი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის ფორმას, რომელიც აერთიანებს მაგნიუმს ამინომჟავა გლიცინთან. მაგნიუმის ხელატურ ფორმას განსაკუთრებით ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, მაგნიუმის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, მაშინაც კი როდესაც კუჭის მჟავიანობა არის დაქვეითებული, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ. მაგნიუმის გლიცინატი დამატებით შეიცავს მაგნიუმის ოქსიდს, რომელიც აძლიერებს მაგნიუმის კიდევ უკეთ ათვისებას და უზრუნველყოფს მაგნიუმის დეფიციტის სწრაფად შევსებას ორგანიზმში.
მაგნიუმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ენერგიის წარმოქმნაში. მაგნიუმის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვები პროდუქტების ან კვებითი დანამატების სახით. მაგნიუმის უდიდესი ნაწილი (53%) ლოკალიზებულია ძვლებში, დანარჩენი კი რბილ ქსოვილში, უჯრედგარე სითხეში მაგნიუმის მხოლოდ 1% გვხვდება. მაგნიუმი უჯრედშიდა იონია, ის როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმსა და უჯრედულ ციკლში ჩართულ 200-მდე ფერმენტს.
· ხელს უწყობს ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს შორის ელექტრული იმპულსების გადაცემას, რითაც ხელს უწყობს როგორც გულის, ასევე ტვინის მუშაობას
· არეგულირებს გულის რითმს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
· მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს, ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას
· ამცირებს კუნთების სპაზმს
· დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე
· ამცირებს სტრესის სიმპტომებს, გაღიზიანებას, აგზნებას, დეპრესიისადმი მიდრეკილებას
· აუმჯობესებს ძილის ხარისხს
· ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას
· როგორც კალციუმის ანტაგონისტი, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას
· არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
· ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას
ჩვენება
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
· ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია
· გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია
· მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა
· გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
· კუნთების ტკივილი და სპაზმი
· პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
· შაკიკი
· ასთენიური სინდრომი
· თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები
· ორსულთა ტოქსიკოზი, საშვილოსნოს მომატებული ჰიპერტონუსი
· შაქრიანი დიაბეტი
შემადგენლობა
მაგნიუმის გლიცინატი - 200 მგ.
დოზირება
1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: N60 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
| Units | 60 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 28,00 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
-
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 25,83 ლ რეგულარული ფასი 51,65 ლ -
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 31,42 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 30,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
ჟენშენის ექსტრაქტი 500მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 24,56 ლ რეგულარული ფასი 49,12 ლ -
-
-
-
-
-
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 29,95 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
-
-
-
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 29,90 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -
-
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 39,75 ლ რეგულარული ფასი 79,50 ლ -
-
-
-
ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 34,20 ლ რეგულარული ფასი 68,40 ლ -
-
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 30,73 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
-
-
-
















































ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account