სელენიუმი 100მკგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
ჩვენება: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ანტიოქსიდანტური თერაპია სხვადასხვა დესტრუქციული დაავადებების დროს.
სელენიუმი 100მკგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონის მატებას!
უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიკროელემენტი
ანტიოქსიდანტი
იმუნომოდულატორი
• ფიზიკური და ენერგეტიკული ტონუსის ამაღლება
• ნივთიერებათა ცვლის, იმუნური სისტემის გაძლიერება
• ნაადრევი სიბერის პრევენცია
სელენი შეუცვლელი მიკროელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გვხვდება ამინომჟავების – სელენოცისტეინის და სელენომეთიონინის სახით. იგი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. წარმოადგენს ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტური ფერმენტის - სელენ დამოკიდებული გლუტათიონპეროქსიდაზას კოფაქტორს, რომელიც ანეიტრალებს ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს ელასტიური ქსოვილის რეგულაციას და ანელებს დაბერების პროცესს.
ფარისებრ ჯირკვალზე ზემოქმედება
კვლევებით დადგენილია, რომ ყოველდღიურდ, დღიურ რაციონთან ერთად დამატებით 200მკგ სელენის მიღება იცავს ფარისებრ ჯირკვალს იოდის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაზიანებისგან.
სელენი შედის ფერმენტ იოდთირონინ 5 დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენი არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდული ჰორმონის განვითარებას, იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან.
სელენის ხანგრძლივი მიღება ამსუბუქებს ფარისებრი ჯირკვლის აუტო-იმუნური დაავადებების მიმდინარეობას:
• აუტოიმუნური თირეოდიტის სხვადასხვა ფორმები
• გრეივსის დაავადება
• ორსულობის შემდგომი თირეოიდიტი
• „მუნჯი“ თირეოიდიტი
• ციტოკინინდუცირებული თირეოიდიტი
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
სელენი, როგორც კუნთოვანი ქსოვილის ცილების შემადგენელი კომპონენტი, მონაწილეობს კოენზიმ Q10 –ის სინთეზში, ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლოპოპროტეინების დაჟანგვას, და შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, მიოკარდიოდისტროფია) განვითარების რისკს.
აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იცავს ენდოთელიუმს დაზიანებისგან
დეტოქსიკაცია და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება
როგორც ფერმენტ გლუტათიონპეროქსიდაზას სინთეზში მონაწილე ელემენტი, თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას ჰეპატიტების დროს, ხელს უშლის ნეკროზული პროცესების განვითარებას ღვიძლში, იცავს მას თავისუფალი რადიკალებისა და მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისგან.
იმუნომოდულაცია
ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსებისა და სხვა პათოგენური გამომწვევების მიმართ (ასტიმულირებს ანტისხეულების, ლეიკოციტების, T-ლიმფოციტების, მაკროფაგების, ინტერფერონის სინთეზს და მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში).
სელენი ასევე ავლენს ანტიკანცეროგენულ, ანტიმუტაგენურ, ციტოპროტექტორულ მოქმედებას. თრგუნავს აფლატოქსინს (უმდაბლესი სოკოს Aspergillus flavus-ის მიერ გამოყოფილი ტოქსინი, რომელიც ფრინველებში და სხვა ცხოველებში იწვევს უმძიმეს მოწამვლას და ღვიძლის სიმსივნეებს. შესაძლებელია კანცეროგენური იყოს ადამიანისთვისაც). იცავს უჯრედებს მისი კანცეროგენური მოქმედებისგან და ამცირებს ღვიძლისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (უი სხივები, ოზონი და დაბინძურებული ჰაერი) ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი, ასტიმულირებს თმის ზრდას და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს.
ჩვენება:
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი, ჰიპოთირეოიდიზმი
• თირეოიდული ოფთალმოპათია
• მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა
• ღვიძლის დაავადებები: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი
• ონკოლოგიური დაავადებები
• სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
• იმუნური სისტემის დარღვევები;
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
• აუტოიმუნური დაავადებები: ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი და სხვ.
• რევმატოიდული ართრიტი
• ანტიოქსიდანტური თერაპია სხვადასხვა დესტრუქციული დაავადებების დროს: ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეომიელიტი, ბრონქოექტაზია და სხვ.
• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები: გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი
• პანკრეატიტი
• გულ-სისხლძარვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
• გაფანტული სკლეროზი
• რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
• წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია
• დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, აკნე
• კუნთოვანი დისტროფია
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა
• ორგანიზმის დაბერების პროფილაქტიკა
• დადებით გავლენას ახდენს ემბრიონის ზრდა-განვითარებაზე
შემადგენლობა:
სელენი საფუარის გარეშე (L-სელენომეთიონინი) - 100მკგ
დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის დიფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკაგელი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული ცელულოზა.
არ შეიცავს: რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, მღებავ ნივთიერებებს და კონსერვანტებს.
დოზირება:
მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
ასევე, იხილეთ: Selenium - სელენი 0.1 მგ 100 ტაბლეტი
| Units | 100 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 44,27 ლ რეგულარული ფასი 49,19 ლ -
-
-
-
-
-
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
Vitrum Vitality - ვიტრუმი ვიტალიტი 50+ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,80 ლ რეგულარული ფასი 48,50 ლ -
-
-
Masvitam omega 3 6 9 - მასვიტამი ომეგა 3 6 9 150მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 48,99 ლ -
-
ხელატ ჰელიომაგნე - Chelat Heliomagne + B6 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,81 ლ რეგულარული ფასი 48,51 ლ -
-
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 46,49 ლ რეგულარული ფასი 51,65 ლ -
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 53,81 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -
-
-
-
-
Vitrum Immunactive - ვიტრუმი იმუნაქტივი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,96 ლ რეგულარული ფასი 48,70 ლ -
-
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
-
-
-
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
ჟენშენის ექსტრაქტი 500მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 49,12 ლ -
-
-
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 50,40 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 52,88 ლ რეგულარული ფასი 58,76 ლ -
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,20 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
-
-
-
Crossover Junior- კროსოვერი ჯუნიორი 10მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 35,94 ლ რეგულარული ფასი 49,92 ლ -
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
-
-






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account