ბიოტინი 5000მკგ 50კაფსულა სოლგარი - Solgar
ჩვენება: უზრუნველყოფს კანის კვებას და დატენიანებას, გლუკოზის დონის რეგულირება სისხლში, ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნა.
ბიოტინი 5000მკგ 50კაფსულა სოლგარი - Solgar
რისთვის გამოიყენება:
- ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას
- არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში
- უზრუნველყოფს კანის კვებას & დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას
ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას „H“ და „სილამაზის ვიტამინსაც“ უწოდებენ, სწორედ ამიტომ ბიოტინი მსოფლიოში B ჯგუფის ვიტამინებიდან ყველაზე მაღალ გაყიდვადი პროდუქტია. ბიოტინის სინთეზი არ ხდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები დანამატის სახით. ბიოტინის მოთხოვნილება იზრდება ორგანიზმზე სხვა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად: ქირურგიული ჩარევა (მუცლის ღრუს ორგანოებზე), გენეტიკური განწყობა ბიოტინის დეფიციტის მიმართ, ალკოჰოლის და ნიკოტინის ჭარბი მოხმარება.
ბიოტინი მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.
ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში. ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში აუტოიმუნური დარღვევების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობისას ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას; წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე.
ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. იგი ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება-დარეგულირებაზე. კვლევების შედეგად დამტკიცებულია, ბიოტინის გამოყენება კანის კანდიდოზების დროს. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ განვითარებას. აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
დანიშვნის ჩვენება:
• სებორეული დერმატიტით გამოწვეული ალოპეცია.
• სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ქიმიოთერაპიის და ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის.
• ქერტლი, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა (მტვრევადობა, აშრევება, ზრდის დარღვევა).
• კანის სტრუქტურის დარღვევა, მომატებული ცხიმიანობა ან სიმშრალე, ნაოჭები, აკნე.
• კანის კანდიდოზი, ჰიპერგლიკემია, დიაბეტური ნეიროპათია.
შემადგენლობა:
ბიოტინი 5000 მკგ.
მიღება და დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში, სასურველია კვების დროს.
გამოშვების ფორმა: 50 კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
ასევე, იხილეთ: ბიოტინი 1000მკგ 100 კაფსულა სოლგარი - Solgar
| Units | 50 |
|---|---|
| Form | სპრეი |
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლგანსაკუთრებული ფასი 64,23 ლ რეგულარული ფასი 71,37 ლ -
-
Pure - ფიური ქრომის პიკოლინატი 500მკგ 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 70,00 ლ -
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ქონდროიტინ გლუკოზამინი 150 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 67,50 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
-
-
-
-
ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 61,56 ლ რეგულარული ფასი 68,40 ლ -
-
-
-









ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account