ვუმენ საპორტი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
გამოიყენება პრე და კლიმაქტერულ პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს სიმხურვალის შეგრძნება.
ვუმენ საპორტი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
მცენარეული კომპლექსი, რომელიც ბუნებრივად არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის და მენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.
ამვილაბის ვუმენ საპორტი არაჰორმონალური, მცენარეული ფორმულაა, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენების ბუნებრივ ნორმალიზებას გვერდითი ეფექტების გარეშე. მისი აქტიური ნივთიერებები - ფიტოესტროგენები ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება, აქვს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს: არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს დისკომფორტს პრემენსტრუალური სინდრომის დროს (მკერდის გადიდება და დაჭიმულობა, შებერილობა, მუცლის და წელის ტკივილი, გაღიზიანებადობა, დეპრესია, თავის ტკივილი) და მენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს (წამოხურება (ალები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა).
სოიოს იზოფლავონოიდები გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით, რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენებისგან და ჩანაცვლებითი ჰორმონალური პრეპარატებისგან არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ სიმპტომებს.
დიოსკორეის ფესვის ექსტრაქტი პროგესტერონისა და კორტიზოლის ბუნებრივი წყაროა, აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობს ყვითელი სხეულის განვითარებას, ავლენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელ სპაზმს, ტკივილს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, აფერხებს სასქესო ორგანოებისა და ძვალ - სახსროვანი სისტემის ასაკობრივ დეგენერაციულ პროცესებს (მათ შორის ოსტეოპოროზს).
წითელი სამყურას ექსტრაქტი შეიცავს იზოფლავონოიდებს, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი მეტაბოლური აქტივობის ფიტოესტროგენებს და ეფექტურად ამცირებენ ესტროგენის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს
ციმიციფუგას ფესვის ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდებს, ფლავონოიდურ ნაერთებს , ფიტოესტროგენებს, რომლებიც მოქმედებენ ესტროგენულ რეცეპტორებზე და ავლენენ ესტროგენების მსგავს მოქმედებას, განსხვავებით ესტრადიოლისგან, ციმიციფუგა არ მოქმედებს ენდომეტრიუმზე, საშოს ეპითელიუმსა და სხვა ესტროგენმგრძნობიარე ორგანოებზე, ამგვარად ციმიციფუგას ექსტრაქტს გააჩნია სელექციური ესტროგენრეცეპტორული აქტივობა - ის უკავშირდება თავის ტვინის ესტროგენულ რეცეპტორებს, ამცირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას, რაც იწვევს პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმპტომების თავიდან აცილებას. ციმიციფუგა ასევე აუმჯობესებს გულის მუშაობას, ადუნებს გლუვ კუნთებს, აძლიერებს დიურეზს, გააჩნია სედაციური ეფექტი, ზრდის ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს, თრგუნავს ანთებით პროცესებს და ტკივილს, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, მსუბუქი შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამსუბუქებს მენოპაუზის და პრემენსტრუალურ სიმპტომებს.
ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ-2 რეცეპტორებს, არეგულირებს გონადოტროპინების და პროლაქტინის დონეს ორგანიზმში, აღადგენს მენსტრუალურ ციკლს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკს.
ანგელოზას ფესვის ექსტრაქტი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციური მოქმედებით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახასიათებს სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება მტკივნეული მენსტრუაციების დროს.
ნარშავას ექსტრაქტი გამოირჩევა დიურეზული, ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით. ზრდის ნაღვლის სეკრეციას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების განვითარებას. ხელს უწყობს ალკალოიდების, მძიმე მეტალის მარილების და სხვა ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.
სალბის ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, B ჯგუფის ვიტამინებს, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ამცირებს ოფლის გამოყოფას, ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, ამცირებს სისხლძარღვების და კაპილარების კედლების განვლადობას და სისხლდენების ინტენსივობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ წნევას.
ჩვენება
- პრე და კლიმაქტერულ პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურებები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა, ხასიათის ლაბილობა, გულისცემის გაძლიერება, ლიბიდოს დაქვეითება
- პრემენსტრუალური სინდრომი
- მტკივნეული მენსტრუაცია
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა
სოიოს იზოფლავონოიდები - 30მგ, შავი ციმიციფუგას ფესვის ექსტრაქტი - 160მგ, ანგელოზას ფესვის ექსტრაქტი - 150მგ, ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი - 150მგ, წითელი სამყურას ექსტრაქტი - 400მგ, სალბის ფოთლის ექსტრაქტი - 200მგ, ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი -50მგ, ნარშავას ექსტრაქტი - 50მგ, ჟოლოს ექსტრაქტი - 50მგ, დიოსკორეის ფესვის ექსტრაქტი - 15მგ, რესვერატროლი - 1მგ.
დოზირება
2 კაფსულა დღეში კვების დროს.
გაფრთხილება: თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან გეგმავთ ორსულობას, მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
| Units | 60 |
|---|---|
| Form | სპრეი |
| Is Online? | არა |
-
-
-
Crossover Junior- კროსოვერი ჯუნიორი 10მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 35,94 ლ რეგულარული ფასი 49,92 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 44,27 ლ რეგულარული ფასი 49,19 ლ -
-
-
-
-
-
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
Vitrum Vitality - ვიტრუმი ვიტალიტი 50+ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,80 ლ რეგულარული ფასი 48,50 ლ -
-
-
-
Masvitam omega 3 6 9 - მასვიტამი ომეგა 3 6 9 150მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 48,99 ლ -
-
-
-
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 53,81 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -
-
ხელატ ჰელიომაგნე - Chelat Heliomagne + B6 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,81 ლ რეგულარული ფასი 48,51 ლ -
-
-
Vitrum Immunactive - ვიტრუმი იმუნაქტივი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,96 ლ რეგულარული ფასი 48,70 ლ -
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 46,49 ლ რეგულარული ფასი 51,65 ლ -
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
-
-
-
-
ჟენშენის ექსტრაქტი 500მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 49,12 ლ -
-
-
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 50,40 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
-
-
-
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
-
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 52,88 ლ რეგულარული ფასი 58,76 ლ -
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,20 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
-
-
-
-






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account