თუთია 50მგ 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
გამოიყენება იმუნოდეფიციტური მდგომარეობების, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
თუთია 50მგ 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: უჯრედების დაყოფა, აღდგენა და დაცვა, მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოქმნაში, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თუთია ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას (აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში), გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას.
თუთია მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში. ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
თუთია აუცილებელია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი შედის გონადოტროფული ჰორმონების შემადგენლობაში, ასტიმულირებს ქალისა და მამაქაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზში. მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში. აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნის, მომწიფებისა და აქტივაციისთვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი ნაკლებობა ორსულობის დროს ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, ხოლო მამაკაცებში თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია უნაყოფობასთან.
თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან.
თუთია მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობის და მხედველობისთვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას და მნიშვნელოვნად აფერხებს ასაკობრივი დეგენერაციის განვითარებას, ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას. იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.
თუთია აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან, ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.
კვლევებით დადგენილია, რომ თუთიის მიღება 17-20%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს.
თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება და მისი მიღება აუცილებელია საკვების ან საკვები დანამატის სახით, მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.
თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).
თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვისა და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება-განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება, ქათმის სიბრმავე და სხ.
ჩვენება
- თუთიის დეფიციტი
- იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში)
- ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან, ხშირი ავადობა
- ასთენიური სინდრომი
- აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდეგ
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
- არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
- თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)
- მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა
- მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა)
- ვილსონის დაავადება
- მალაბსორბციის სინდრომი
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში
- ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები (პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა, სპერმატოგენეზის დარღვევა)
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა
- საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტი, ოასტეართროზი, მოტეხილობები, ჭრილობები)
- რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
შემადგენლობა
თუთია (ოქსიდი/ციტრატი) - 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1- ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: # 30 ტაბლეტი, N90 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: თუთია 50მგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
| Units | 90 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
Masvitam omega 3 6 9 - მასვიტამი ომეგა 3 6 9 150მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 48,99 ლ -
-
-
-
-
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 53,81 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -
-
-
-
ხელატ ჰელიომაგნე - Chelat Heliomagne + B6 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,81 ლ რეგულარული ფასი 48,51 ლ -
Vitrum Immunactive - ვიტრუმი იმუნაქტივი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,96 ლ რეგულარული ფასი 48,70 ლ -
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 46,49 ლ რეგულარული ფასი 51,65 ლ -
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
-
-
-
-
ჟენშენის ექსტრაქტი 500მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 49,12 ლ -
-
-
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 50,40 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
-
-
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
-
-
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 52,88 ლ რეგულარული ფასი 58,76 ლ -
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,20 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
-
-
Crossover Junior- კროსოვერი ჯუნიორი 10მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 35,94 ლ რეგულარული ფასი 49,92 ლ -
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 44,27 ლ რეგულარული ფასი 49,19 ლ -
-
-
-
-
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
-
Vitrum Vitality - ვიტრუმი ვიტალიტი 50+ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,80 ლ რეგულარული ფასი 48,50 ლ -
-
-
-
-
-
-
-






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account