პრენატალი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
პრენატალი წარმოადგენს სრულყოფილ ფორმულას, რომელიც გამოიყენება ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის და ნაყოფის ჯანსაღი ზრდა - განვითარებისთვის.
პრენატალი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
ამვილაბის პრენატალი წარმოადგენს სრულყოფილ და უსაფრთხო ფორმულას, რომლის ყველა კომპონენტი განსაკუთრებული სიზუსტით არის შერჩეული და გათვლილია იმ აუცილებელი ვიტამინების და მინერალების დღიურ მოთხოვნილებაზე, რაც განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და ნაყოფის ჯანსაღ ზრდა - განვითარებას. მისი მიღება ასევე რეკომენდებულია ქალებში, ვინც გეგმავს ორსულობას.
A ვიტამინი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, უჯრედების ზრდა-განვითარებაში, ნივთიერებათა ცვლაში, ჰემოგლობინის წარმოქნასა და ერთროციტების მომწიფებაში. A ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, მონაწილეობს ძვალ–სახსროვანი ქსოვილის ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში, მნიშვნელოვანია კანის, ლორწოვანი გარსების და მხედველობითი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ორსულობის პერიოდში აუცილებელია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის. მისი მოთხონა იზრდება ქალებში ვინც გეგმავს ორსულობას, განსაკუთრებით მწეველებში.
C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ინტერფერონის, ანტისხეულების, ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სტეროიდული ჰორმონების, ლიპიდების, ცილების სინთეზში, უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე. C ვიტამინი ხელს უწყობს რკინის შეწოვას ნაწლავებში და მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, არეგულირებს სისხლის შედედების უნარს, უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამტარობას, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. C ვიტამინი ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის, პროტეოგლიკანების სინთეზს, მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის, კანის, თმის, ფრჩხილის, ძვალ-სახსროვანი სისტემის ფორმირებაში. მისი მიღება მწეველ ორსულებში ამცირებს ნაყოფის სასუნთქი სისტემის დაავადებების (ასთმის, რესპირატორული დაავადებები) განვითარების რისკს.
D3 ვიტამინი აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსს, აუცილებელია ნაყოფის ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის. მისი უკმარისობისას ბავშვებში ვითარდება რაქიტი, ხოლო მოზრდილებში ოსტეოპოროზი. D3 ვიტამინის მიღება ორსულობის დროს ამცირებს პრეეკლამფსიის, ნაყოფის მცირე წონის, გესტაციური დიაბეტის, სისხლდენების განვითარების რისკს.
E ვიტამინი უნივერსალური ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს ორსულობის ჩასახვას და მის ნორმალურ მიმდინარეობას, საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი დეფიციტის დროს ვლინდება ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
K ვიტამინი არეგულირებს სისხლის შედედებას, კალციუმის დონეს სისხლში, მონაწილეობს ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში.
ვიტამინი B1 (თიამინი) წარმოადგენს უჯრედების ენერგიის წყაროს, ხელს უწყობს უჯრედების ზრდა - განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან, ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს.
ნიაცინი - ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, ნაღვლის მჟავების და ჰორმონების სინთეზში, ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს, აქვს ანტისტრესული მოქმედება.
ვიტამინი B6 აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას თავის ტვინის ქსოვილებში.
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) - მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში. აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში, უჯრედების დაყოფასა და ზრდაში, ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი) ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში. ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში აუცილებელია ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარებისთვის. უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკას დედებში. ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტებს.
B12 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის, უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის. მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, ქოლინის, მეთიონინის, დნმ-ისა და რნმ-ის წარმოქმნაში. მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. B12 ვიტამინი ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე, ზრდის ქსოვილების რეგენერაციას.
ბიოტინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.
იოდი მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, აუცილებელია ნაყოფის გონებრივი განვითარებისთვის, მისი დეფიციტი ადრეულ ვადაზე იწვევს თვითნებურ აბორტებს, ნაყოფის ზრდა - განვითარების შეფერხებას, გვიან პერიოდში ახალშობილთა ჰიპოთირეოიდულ მდგომარეობებს.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზის პროცესში, შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. მისი მიღება ამცირებს ანემიის განვითარების რისკს ორსულობის პერიოდში.
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მნიშვნელოვანია კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად. მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. მაგნიუმი ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძრღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს). მაგნიუმის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს პრეეკლამფსიის, ორსულთა ტოქსიკოზის, გესტაციური დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს.
თუთია მონაწილეობს უჯრედების დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში, მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოქმნაში, მონაწილეობს ფერმენტების, ჰემოგლობინის, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის. ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას. მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის და მხედველობის ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია უზრუნველყოფს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს, მონაწილეობს პროგესტერონის სინთეზში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველი ტრიმესტრის ნორმალური მიმდინარეობისთვის. მისი ნაკლებობა ორსულობის დროს ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს.
სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ენერგიის წარმოქმნაში. მისი მიღება ორსულობის დროს ამცირებს ანემიის განვითარების რისკს.
სელენი შედის ორასამდე ფერმენტის და ჰორმონის შემადგენლობაში, წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც ანეიტრალებს ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან. მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ჩვენება
· ორსულობა ნებისმიერ ვადაზე
· ლაქტაციის პერიოდი
· ორსულობის დაგეგმვის პერიოდი
· ორსულებში ანემიის პრევენცია
· ვიტამინების და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა
· ორსულთა ტოქსიკოზი
შემადგენლობა
A ვიტამინი (ბეტა კაროტინი) - 800 მკგ, C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) - 70 მგ, D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ, E ვიტამინი - 3.7 მგ, K1 ვიტამინი - 70 მკგ, B1 ვიტამინი (თიამინი) - 3 მგ, B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) - 2 მგ, ნიაცინი - 20 მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) - 10 მგ, ფოლატი - 680 მკგ (ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ), B12 ვიტამინი - 6 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, პანტოთენის მჟავა - 6 მგ, რკინა (რკინის სულფატი) - 17 მგ, იოდი - 140 მკგ, თუთია (ოქსიდი) - 15 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) - 150 მგ, სელენი - 30 მკგ, სპილენძი - 1 მგ.
დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი 1 - ჯერ დღეში კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: პრენატალი 120 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
| Units | 30 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
ომეგა-3 1400 30 კაფსულა დოპელჰერც აქტივი - Doppelherz Aktivგანსაკუთრებული ფასი 33,63 ლ რეგულარული ფასი 37,37 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინა 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,02 ლ რეგულარული ფასი 31,13 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ლივერ+ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,86 ლ რეგულარული ფასი 38,73 ლ -
-
-
-
-
-
Omega Elegant - ომეგა ელეგანტი 1000მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,61 ლ რეგულარული ფასი 39,74 ლ -
Body-Calcin - ბოდი-კალცინი 500მგ 20 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,40 ლ რეგულარული ფასი 38,00 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი თიმეპექტი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 27,90 ლ რეგულარული ფასი 31,00 ლ -
-
-
Rotavit Calcium Forte - როტავიტ კალციუმ ფორტე 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,68 ლ რეგულარული ფასი 28,54 ლ -
-
-
Vitamin D3 - ვიტამინი D3 ფიქსი K2 2000IU 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,40 ლ რეგულარული ფასი 33,00 ლ -
-
-
Doppelherz - დოპელჰერც აქტივი ვიტამინი D2000 ს.ე. 45 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,11 ლ რეგულარული ფასი 37,90 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ივიპექტი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 28,26 ლ რეგულარული ფასი 31,40 ლ -
-
-
-
-
Vitamin D3 - ვიტამინი D3 ფიქსი K2 4000IU 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 45,00 ლ -
-
-
Doppelherz Calciovin - დოპელჰერც კალციოვინი 200მლგანსაკუთრებული ფასი 35,15 ლ რეგულარული ფასი 39,05 ლ -
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი D3+K2 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 31,45 ლ რეგულარული ფასი 34,95 ლ -
ომესამი - Omesam ჯუნიორი 868 მგ 20 საღეჭი კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,61 ლ რეგულარული ფასი 43,07 ლ -
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფოლიუმის მჟავა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,38 ლ რეგულარული ფასი 38,20 ლ -
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,07 ლ რეგულარული ფასი 36,74 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი თმა+კანი+ფრჩხილი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,99 ლ რეგულარული ფასი 45,55 ლ -
თუთია D3 15მგ საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
-
ბიოლექტრა - Biolectra კარდიო აქტივი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,08 ლ რეგულარული ფასი 40,10 ლ -
-
ვიტამინი B კომპლექსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 40,42 ლ რეგულარული ფასი 44,91 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მენოპაუზა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,10 ლ რეგულარული ფასი 44,55 ლ -
ვიტამინი B12 საღეჭი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 36,93 ლ რეგულარული ფასი 41,03 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ვიტამინი D2000 ს.ე. 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,94 ლ რეგულარული ფასი 34,38 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,02 ლ რეგულარული ფასი 31,13 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი საბავშვო თვალის ვიტამინები 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,26 ლ რეგულარული ფასი 36,95 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი Mg+B12+D3 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 25,77 ლ რეგულარული ფასი 28,64 ლ -
-
-
ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
-
სუპრადინი იმუნო პრო - Supradyn Imuno Pro 15 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,75 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი იროტეკი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,52 ლ რეგულარული ფასი 38,35 ლ -
-
მულტისანი - Multisan ქიდსი საწუწნი ტაბლეტი 60 ცალიგანსაკუთრებული ფასი 25,96 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინის წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 34,03 ლ რეგულარული ფასი 37,81 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი 100მლგანსაკუთრებული ფასი 37,46 ლ რეგულარული ფასი 41,62 ლ -
Tetesept - ტეტესეპტი გლუკოზამინი 1550 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,63 ლ რეგულარული ფასი 28,29 ლ -
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი რელაქს და ძილი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,73 ლ რეგულარული ფასი 38,59 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ანტისტრესი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,05 ლ რეგულარული ფასი 30,05 ლ -
-
კალდესანი - Caldesun ქიდსი საწუწნი ტაბლეტი 60 ცალიგანსაკუთრებული ფასი 27,40 ლ რეგულარული ფასი 38,05 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მემორი ომეგა3 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,21 ლ რეგულარული ფასი 40,23 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ნიორი და კუნელი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,82 ლ რეგულარული ფასი 38,69 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი პრეგნა ვიტლ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,69 ლ რეგულარული ფასი 30,77 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი გლუკოზამინი 1550 40 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,57 ლ რეგულარული ფასი 47,30 ლ -
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მაგნეზია+B ჯგუფი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 31,59 ლ რეგულარული ფასი 35,10 ლ -
-
ვიტამინი D3 10000სე 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 40,85 ლ რეგულარული ფასი 45,39 ლ -
Marsianchik - მარსიანჩიკი ინულინით კენკრა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,84 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი უროკალმი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,44 ლ რეგულარული ფასი 30,48 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი კოენზიმ Q10 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,27 ლ რეგულარული ფასი 40,30 ლ -
გოლდ კარნიტინი ქრომით 10 პაკეტი ლიპოსომალი - Liposomalგანსაკუთრებული ფასი 32,73 ლ რეგულარული ფასი 39,91 ლ -
Folic Acid - ოლიმპი ფოლის მჟავა 400მკგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,18 ლ რეგულარული ფასი 32,18 ლ -
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მენოპაუზა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,10 ლ რეგულარული ფასი 44,55 ლ -
-
-
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი დიაბეტიკების ვიტამინები 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,22 ლ რეგულარული ფასი 31,35 ლ














ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account