აქციები და სიახლეები

  1. ფერსინოლი — პრეპარატი რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის

    ფერსინოლი — პრეპარატი რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის

    ფერსინოლი (Fersinol) არის ანტიანემიური მედიკამენტი, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, ეს პრეპარატი განკუთვნილია შემდეგი სამედიცინო მდგომარეობებისთვის:

     

    • რკინის ფარული დეფიციტი;
    • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
    • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
    • ნაწლავებში რკინის შეწოვის დარღვევები;
    • სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები;
    • ჰიპოვიტამინოზი და ავიტამინოზი (მდგომარეობები, რომლებიც ორგანიზმში
    Read more »
  2. სიმბიკორტი — მედიკამენტი ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამართავად

    სიმბიკორტი — მედიკამენტი ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამართავად

    სიმბიკორტი (Symbicort) ტურბუჰალერი არის კომბინირებული ინჰალაციური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბუდესონიდს და ფორმოტეროლს. პირველი მათგანი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, ხოლო ფორმოტეროლი ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტია, რომელიც აფართოებს ბრონქებს და სუნთქვას ამარტივებს. სიმბიკორტი ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

     

    ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია ინჰალაციური ფხვნილის სახით. აქტიური ნივთიერებების — ბუდესონიდისა და ფორმოტეროლის კონცენტრაციის მიხედვით, სიმბიკორტის სამი განსხვავებული ვერსია არსებობს:

    Read more »
  3. ზირომინი — ანტიბიოტიკი, რომელიც სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

    ზირომინი — ანტიბიოტიკი, რომელიც სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

    ზირომინი (Ziromin) არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

     

    • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
    • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
    • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
    • სასქესო სისტემის ინფექციები;
    • ჰელიკობაქტერია პილორთან (ბაქტერია, რომელიც ძირითადად კუჭის ლორწოვან გარსში სახლობს) ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის დაავადებები.

     

    Read more »
  4. დერმოვეიტი — მედიკამენტი, რომელიც კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში დაგეხმარებათ

    დერმოვეიტი — მედიკამენტი, რომელიც კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში დაგეხმარებათ

    დერმოვეიტი (Dermovate) არის ძლიერი ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის არის:

     

    • ფსორიაზი (გარდა ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზისა);
    • წითელი ბრტყელი ლიქენი (კანის ქრონიკული დაავადება);
    • ეგზემის (კანის ფართოდ გავრცელებული ანთებითი ქრონიკული დაავადება) სხვადასხვა ფორმა;
    • დისკოიდური წითელი მგლურა (დისკოიდური ლუპუსი) — კანის დაავადება, რომელიც მისი დაზიანებით (სახეზე ან თავის თმიან ნაწილზე წითელი გამონაყარით ან კანის ფერის ცვლილებით) ვლინდება;
    • კანის
    Read more »
  5. გლუკოფაჟი - მედიკამენტი II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ

    გლუკოფაჟი - მედიკამენტი II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ

    გლუკოფაჟი (Glucophage) არის პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და ფიზიკური ვარჯიში საკმარისი არ არის გლიკემიის (სისხლში შაქრის, გლუკოზის არსებობა) კონტროლისთვის. 

     

    არსებობს მედიკამენტის გახანგრძლივებული მოქმედების ფორმაც — გლუკოფაჟი XR, რომელიც ორგანიზმში პრეპარატის თანდათანობით გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს.

    Read more »
  6. ვალოკორდინი - დამხმარე საშუალება ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის

    ვალოკორდინი - დამხმარე საშუალება ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის

    ვალოკორდინი არის ნერვული სისტემის პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება, რომელიც გამოირჩევა დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური თვისებებით. მისი უნიკალური შედგენილობა გვეხმარება ფსიქომოტორული აღგზნების, შფოთვის, ნევროზის, და ძილის დარღვევების მართვაში. 

    მედიკამენტი ვალოკორდინი წვეთების სახით გვხვდება - სწორედ ესაა მისი ძირითადი ფორმა ქართულ ბაზარზე. ის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობების დროს. თუმცა, შესაძლოა სხვაგან ვალოკორდინი ტაბლეტის ფორმითაც შეგხვდეთ.

    ვალოკორდინის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი

    პრეპარატის

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy