იზრუნე ჯანმრთელობაზე
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დოსტინექსი პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი, ჰორმონული საშუალებაა, რომელიც ტაბლეტების ფორმით იტალიაში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება კაბერგოლინს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას, ლეიცინსა და ადსორბენტს შეიცავს.
მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში 0.5 მგ კაბერგოლინი შედის, მუყაოს ერთ კოლოფში კი 8 ტაბლეტია მოთავსებული. დოსტინექსი II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და აფთიაქებში რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
რისთვის იყენებენ დოსტინექსს?
დოსტინექსი ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტის ან, დედის სურვილით, მისი ხელოვნურად
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ვაშლის ძმარი ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების საშუალება. მისი უნიკალური შედგენილობა მრავალმხრივ სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ჯანსაღი კვების, ისე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.
ვაშლის ძმარი და ჯანმრთელობა
ბუნებრივი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი მდიდარია ფერმენტებით, ანტიოქსიდანტებითა და პრობიოტიკებით
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ ყურისმიერი, ისე მეორეული, ან სხვა პრობლემებით.
ოტალგიის ძირითადი მიზეზებია: გარეთა ყურის ანთება, შუა ყურის ანთება, ყურში უცხო სხეულის მოხვედრა, ბაროტრავმა, სხვადასხვა ინფექციები, ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ნევრალგია ან კისრის მიოზიტი, გადაცივება, გაცივების დაგვიანებულმა ან დაუმთავრებელმა მკურნალობამ, ყურების არასწორმა მოვლამ და ა.შ.
სწორედ მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება სამკურნალო და ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები. ზოგი მათგანის გამოყენება, პაციენტს ექიმის დანიშნულების გარეშეც შეუძლია, თუმცა ჯერ უნდა გამოირიცხოს დაფის აპკის პერფორაცია, რა დროსაც კატეგორიულად აკრძალულია სპირტის შემცველი ყურის წვეთები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პრეპარატის გამოყენებამდე კარგად გაეცნოთ ანოტაციას.
ყურის დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი და
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ადამიანები იბადებიან ორი თირკმლით. ეს ორგანოები განლაგებულია თქვენი ხერხემლის ორივე მხარეს, წელის ზემოთ. როდესაც თირკმლები დაზიანებულია, შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში მოგროვდეს ტოქსინები — ნარჩენები და სითხე.
ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტერფების შეშუპება, გულისრევა, სისუსტე, ძილის დარღვევები და გაძნელებული სუნთქვა - ქოშინიც კი. თუკი დროულად არ ჩაიტარებთ გამოკვლევებს და არ მიმართავთ ექიმს, შესაძლოა თქვენი თირკმლების მდგომარეობა გაუარესდეს. ამ ბლოგში თავს მოვუყრით საყურადღებო ნიშნებს თირკმლის პრობლემების დროს.
ყოველთვის დაღლილად გრძნობ თავს?
თირკმლები ფილტრავენ სისხლიდან ნარჩენებს შარდში მათი განდევნით. როდესაც თირკმლები არასწორად მუშაობენ, შესაძლოა ორგანიზმში ტოქსინები დაგროვდეს. ამის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
გულძმარვა, იგივე გასტროეზოფაგური რეფლექსი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია.
უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლია, მაგრამ გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს.
რა არის გულძმარვა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
გულძმარვა, ძირითადად, ეს არის წვისა და დისკომფორტის შეგრძნება საყლაპავის მიდამოში. იგი განისაზღვრება, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკან, კვლავ საყლაპავისკენ დაბრუნება.
საყლაპავის კუჭთან შეერთების ადგილს ქვედა საყლაპავის სფინქტერი ეწოდება. თუ ქვედა საყლაპავის სფინქტერს პრობლემა არ აქვს და სწორად ფუნქციონირებს, საკვების საყლაპავი მილიდან კუჭში გადასვლისას
-
Posted: November 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
“ცუდი ჰაერი” — იტალიურიდან სიტყვასიტყვით სწორედ ასე ითარგმნება სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, მალარია. ოდესღაც ითვლებოდა რომ ეს დაავადება გამოწვეული იყო დაბინძურებული ჰაერით ჭაობიან ადგილებში, სახელიც აქედან მომდინარეობს.
მოგვიანებით სერ რონალდ როსმა აღმოაჩინა, რომ არა ცუდი ჰაერი, არამედ კოღოები არიან მალარიის გადამტანები. ამ აღმოჩენისთვის მან 1902 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
დაავადება მალარია
მალარიას პლაზმოდიუმის გვარიდან, სისხლის უმარტივესი პარაზიტები იწვევენ. მათი გადაცემა კი ბუნებრივ პირობებში ანოფელესის — მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. საინტერესოა მალარიის გადაცემის ციკლი. მაგალითად:
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account