იზრუნე ჯანმრთელობაზე
-
Posted: December 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ჩვენი სხეული ხშირად გვაძლევს სიგნალებს, როდესაც ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა გვაქვს. ამის მიუხედავად, არსებობს დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუმჩნეველიც კი დარჩეს.
მათი სიმძიმე და გართულების რისკი ხშირად საბედისწერო შედეგებით სრულდება. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა ანევრიზმაა — სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური ამობურცვა. თუ ანევრიზმა გასკდა, ეს ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს.
ანევრიზმისგან გამოწვეული პრობლემები შესაძლოა, მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდეს, რაც მისი განვითარება მწვავე ფორმაში გადაიზრდება. თავის ტვინის ანევრიზმას განსაკუთრებით მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა და მართვა გადამწყვეტია.
როგორ განიმარტება ანევრიზმა?
-
Posted: December 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ვისაც გაგვივლია ჩვენი თინეიჯერობის რთული წლები, აკნესთან გამკლავება ასე თუ ისე ყველას მოგვიწია. მართალია, ბევრისთვის ეს გამოცდილება მოკლევადიანი უსიამოვნება იყო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აკნეს პრობლემებმა შეიძლება ბევრად მძიმე ფორმაც მიიღოს. სწორედ ასეთი აკნეს მწვავე ფორმების სამკურნალო თერაპიისთვის იყენებენ მედიკამენტ აკნეტრენტს.
რა არის აკნეტრენტი
აკნეტრენტის 20 ან 10-მილიგრამიანი რბილი კაფსულები შეიცავს ნივთიერება იზოტრეტინოინს. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ის აქტიურად გამოიყენება მწვავე აკნეს მკურნალობაში.
ექიმები იზოტრეტინოინს ძირითადად
-
Posted: December 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები მთავარი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის. საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები მოსახლეობაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია (რაოდენობრივად - 17,100). ეს სტატისტიკა არც არის გასაკვირი, რადგან ცნობილია, რამდენად რთული და საშიშია რიგითი მაცხოვრებლისთვის გულის პრობლემები.
გულის დაავადებად მიიჩნევა ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ან აფერხებს გულის ფუნქციას. ეს დაავადებები მრავლი სახისაა და სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს.
გულის დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა სიმარტივისთვის შეგვიძლია რამდენიმე ზოგადი ფორმის სახით ჩამოვაყალიბოთ და გავანაწილოთ ასაკობრივ კატეგორიებში. ასევე გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს გულის დაავადებების სიმპტომების შესახებ.
გულის დაავადებები მოზარდებში
-
Posted: December 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
როგორ მივიღოთ D ვიტამინი? D ვიტამინი ნორმა რამდენია? D ვიტამინი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია? სოლგარის D ვიტამინი კარგია? — სეზონების ცვლილებასთან ერთად ეს კითხვები ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს ბუნებრივიც არის, რადგან დ ვიტამინის დეფიციტი ეხება მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანზე მეტს.
პრობლემა გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ბავშვებისთვის. მაგალითად D ვიტამინის ნაკლებობამ ბავშვებში, შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მათ სიმაღლეში ზრდაზე, იმუნურ სისტემაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სხვა მიმართულებებზე. ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი დანიშნულება.
როგორია D ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორები
ზოგადად, არ არსებობს
-
Posted: December 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ატარაქსი მედიკამენტია, რომლის მოქმედი, ანუ მთავარი ნივთიერებაა ჰიდროქსიზინი. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრეპარატია, რომელიც, როგორც ალერგოლოგიაში, ასევე ფსიქიატრიაშიც გამოიყენება.
აფთიაქიდან ეს წამალი რეცეპტით გაიცემა, ანუ იგი მხოლოდ ექიმის ნებართვით უნდა გამოიყენოთ. გარდა ტაბლეტებისა (ატარაქსი
-
Posted: December 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია, რომელიც მოიცავს პენისს, პროსტატის ჯირკვალს, სათესლე ბუშტუკებს და სათესლე ჯირკვლებს.
პროსტატა გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც ხელს უწყობს სპერმის გათხელებას და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პროსტატის ჯირკვალზეა დამოკიდებული მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობებიც.
პროსტატის დაავადებები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება: პროსტატიტი, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და პროსტატის სიმსივნე. ამ უკანასკნელს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია.
რა არის პროსტატის კიბო და როგორია მისი სიმპტომები?
პროსტატის კიბო იწყება პროსტატის ჯირკვლის უჯრედების ანომალური ზრდით. კიბოს უჯრედები იზრდება და იყოფა სწრაფად და დროთა განმავლობაში
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account