იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. როტიკოქსი — პრეპარატი სახსრებსა და კუნთებში ტკივილისა და შეშუპების შესამსუბუქებლად

    როტიკოქსი — პრეპარატი სახსრებსა და კუნთებში ტკივილისა და შეშუპების შესამსუბუქებლად

    პრეპარატი როტიკოქსი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, სლოვენიაში იწარმოება. ის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფში შედის და აქტიურ ნივთიერება ეტორიკოქსიბს შეიცავს, რომელიც სახსრებსა და კუნთებში ტკივილსა და შეშუპებას ებრძვის.

    როტიკოქსის ტაბლეტებში ეტორიკოკსიბის დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 60მგ, 90მგ და 120 მგ ეტორიკოქსიბის შემცველი აბებია ხელმისაწვდომი. როტიკოქსი 60მგ-ისა და როტიკოქსი 90 მგ-ის ერთ კოლოფში 28 ტაბლეტია, როტიკოქსი 120 მგ-ის ერთ კოლოფში კი — 7 ტაბლეტი.

    Read more »
  2. ენდომეტრიუმი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

    ენდომეტრიუმი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

    ენდომეტრიუმი საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსია, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის დროს.

    ენდომეტრიუმი, ყოველთვიურად, ჰორმონალური ცვლილებების საპასუხოდ სქელდება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად ემზადება. თუ განაყოფიერება არ მოხდება, მენსტრუაციის დროს ენდომეტრიუმის ზედა ფენა იშლება.

    ენდომეტრიუმის ნორმა

    ენდომეტრიუმის სისქე მენსტრუალური ციკლის დღეზეა დამოკიდებული. ექიმები სისქის მიხედვით ენდომეტრიუმის ნორმას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:

    • ციკლის მე-5-მე-7 დღე – ენდომეტრიუმი 3 მმ-6 მმ.
    • მე-8-მე-10 დღე – ენდომეტრიუმი 5 მმ-10 მმ.
    Read more »
  3. ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთების მიზეზები, გამოვლინებები და მკურნალობა

    ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთების მიზეზები, გამოვლინებები და მკურნალობა

    ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვირუსული ინფექციები იწვევს. არსებობს დაავადების მსუბუქი და მძიმე ფორმები, ამ უკანასკნელმა კი შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური გართულებები წარმოქმნას.

    ენცეფალიტის განვითარებისა და მისი მძიმე ფორმაში გადაზრდის პროგნოზირება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, დაავადების თანმდევი რისკების შესამცირებლად, დროული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია.

    რა იწვევს ენცეფალიტს?

    ენცეფალიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის ყველაზე ხშირად დაავადებაზე პასუხისმგებლად ვირუსული ინფექციები სახელდება. თუმცა ზოგჯერ ენცეფალიტი ბაქტერიული და არაინფექციური ანთებითი მდგომარეობის დროსაც ვითარდება. გამომწვევი მიზეზებისა და დაავადების განვითარების მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.

    Read more »
  4. რა არის კოპლავიქსი და როდის გამოიყენება მედიკამენტი?

    რა არის კოპლავიქსი და როდის გამოიყენება მედიკამენტი?

    როგორც კოპლავიქსის ანოტაცია გვეუბნება, ეს პრეპარატი ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება. თუმცა, რას ნიშნავს თავად ათეროთრომბოზული დაავადებები?

    რა საფრთხეს გვიქმნის ათეროთრომბოზული დაავადებები? 

    ეს არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ათეროსკლეროზის (ცხიმოვანი დეპოზიტების, ან ე.წ. დაფების დაგროვება არტერიებში) და თრომბოზის (სისხლის კოლტების

    Read more »
  5. ნონპრესი — წამალი გულის ჯანმრთელობისთვის

    ნონპრესი — წამალი გულის ჯანმრთელობისთვის

    თუკი ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა, მიუხედავად იმისა, რომ იღებდით პრეპარატების გულის უკმარისობის ფონზე, ან მკურნალობის მიუხედავად გაქვთ სიმპტომები — შესაძლოა, ნონპრესი იყოს მედიკამენტი, რომელსაც ექიმი ჩართავს მკურნალობის პროცესში.

    ნონპრესი გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის გამოიყენება. ის ექიმის რეცეპტის გარეშე არ გაიცემა მომხმარებელზე.

    ნონპრესი ალდოსტერონების ბლოკატორი პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. თავად ალდოსტერონები კი ჰორმონებია, რომლებიც ქოლესტერინისგან სინთეზირდება და მისმა მაღალმა დონემ, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ მის სინთეზს აკონტროლებს და საჭიროებისამებრ აჩერებს ნონპრესი.

    ნონპრესის დოზები და მიღების წესები

    მედიკამენტი

    Read more »
  6. ფლოსტერონი — მედიკამენტი სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ

    ფლოსტერონი — მედიკამენტი სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ

    ფლოსტერონი (Flosteron) არის საინიექციო სუსპენზია, რომელიც სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება, ბეტამეტაზონი, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია — შესაბამისად, ის ხელს უშლის ორგანიზმში ანთების გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას.

    ფლოსტერონის ანოტაცია გვეუბნება, რომ

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy