იზრუნე სილამაზეზე
-
Posted: November 22, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
იმისათვის, რომ „შავი პარასკევი“ ნამდვილ შოპინგის დღესასწაულად იქცეს, პსპ-მ შეთავაზებების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სააფთიაქო ქსელში აუთლეტ თაროები წარმოადგინა, სადაც თავის მოვლისა და კოსმეტიკის აუთლეტ პროდუქტებზე 70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, სრულ თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებზე 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ.
აღნიშნული შეთავაზება 22-30 ნოემბერს იმოქმედებს; ამრიგად, მხოლოდ ერთი დღე არ გექნებათ სასურველი ასორტიმენტის შესაძენად — ეს პროცესი კი, ქაოსურის ნაცვლად, უფრო სასიამოვნო იქნება.
ბლოგში კი TOP 10 ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტს გაგიზიარებთ:
-
Posted: October 11, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
ზაფხულის დასრულებასთან ერთად სასკოლო სამზადისი იწყება და ჩვეულ რიტმში ჩადგომა ხდება აუცილებელი. აკადემიური კუთხით სამზადისის გარდა, ეს საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს და იმ პროდუქტების მოძიებას გულისხმობს, რითაც თავის მოვლასა და საუკეთესოდ წარმოჩენას მოვახერხებთ.
დატვირთული სასწავლო რუტინისთვის იდეალურია მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. რას ნიშნავს მსუბუქი მაკიაჟი და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ამისთვის კოსმეტიკა სწორად?
პროდუქტის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგან ე.წ. Clean Girl Make-Up-ის მთელი დიდებულება უბრალოობაა, რასაც მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკით მივაღწევთ. გარდა ამისა, პროდუქცია დიდხანს უნდა ძლებდეს და რადგანაც თითქმის ყოველდღიურად გამოყენებადია, კანისთვისაც მძიმე და დამაზიანებელი არ შეიძლება იყოს.
ამ ბლოგში გთავაზობთ 6 ნაბიჯს, რომლებიც Clean Girl Make-Up-ის შექმნაში დაგეხმარებათ.
-
Posted: October 11, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
სწორი მაკიაჟის შერჩევა, შეიძლება, იყოს დამღლელი პროცესი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებულ კანის ტიპს განსხვავებული მიდგომა და პროდუქცია სჭირდება.
თუ გაქვთ ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული ან მგრძნობიარე კანი, თქვენი კანის მახასიათებლების გაგება პირველი ნაბიჯია სრულყოფილი პროდუქტების მოსაძებნად, რომლებიც არა მხოლოდ უკეთ გამოკვეთენ თქვენს ბუნებრივ სილამაზეს, არამედ ინარჩუნებენ კანის ჯანმრთელობასაც.
სწორ ტონალურს, კორექტორსა და დამამშვიდებელ პროდუქტებს შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ და უზრუნველყონ, რომ თქვენი მაკიაჟი მდგრადი იყოს მთელი დღის განმავლობაში და თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ზედმეტი ბზინვარება, მშრალი ლაქები ან გაღიზიანება.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე შესაფერისი მაკიაჟის პროდუქტები, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.
შევარჩიოთ კანის დამატენიანებელი
-
Posted: September 19, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
მაკიაჟის სამყაროში შებიჯება ახალ, ფერად სამყაროში შესვლას ჰგავს, რომელიც სავსეა უამრავი პროდუქტით, ტექნიკითა და ტენდენციებით. დამწყებთათვის ეს ხშირად იწვევს დაბნეულობას. რთულია გზის გაგნება და იმის განსაზღვრა, თუ საიდან უნდა დაიწყო.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაკიაჟი არ არის ნიღბის შექმნა, არამედ ესაა თქვენი უნიკალური ნაკვთების ხაზგასმის ხელოვნება. თითოეული სახე განსხვავებულია და ის, რაც ერთ ადამიანს უხდება, შეიძლება მეორესთვის სულაც არ გამოდგეს. საუკეთესო მიდგომა კი თქვენი ინდივიდუალობის აღქმასა და ექსპერიმენტებს ითვალისწინებს; ეს კი იმისათვის, რომ იპოვოთ ის, რაც თავს ლამაზად გაგრძნობინებთ.
ბლოგში განვიხილავთ მაკიაჟისთვის განკუთვნილ იმ პროდუქტებს, რომლებიც ყველა დამწყებმა უნდა იცოდეს, ტონალური საცხიდან და კორექტორიდან დაწყებული, თვალის ჩრდილებითა და ტუჩსაცხით დასრულებული. გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორი პროდუქტები და ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნათ თქვენთვის მისაღები მაკიაჟი.
-
Posted: September 13, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
ერთად შევარჩიოთ სწორი დეკორატიული კოსმეტიკა
შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება მზადება ახალი სასწავლო წლისთვის. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ცდილობენ, სათანადოდ შეხვდნენ ახალ აკადემიურ, სპორტულ თუ სოციალურ აქტივობებს.
ერთ-ერთი ასპექტი, ამ კუთხით, შესაძლოა, მსუბუქი მაკიაჟის მორგებაც იყოს, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივ მახასიათებლებს და იდეალურია დატვირთული სასწავლო რუტინისთვის.
რას ნიშნავს მსუბუქი მაკიაჟი და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ამისთვის კოსმეტიკა სწორად?
პროდუქტის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგანაც მსუბუქი მაკიაჟის მთელი დიდებულება უბრალოობაა, რასაც მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკით მივაღწევთ. გარდა ამისა, პროდუქცია დიდხანს უნდა ძლებდეს და რადგანაც თითქმის ყოველდღიურად გამოყენებადია. მეორე მხრივ, არ შეიძლება ის კანისთვის
-
Posted: September 13, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
როგორ უნდა შეარჩიო სწორი რუტინა მინიმალური ბიუჯეტით?
როცა საქმე თავის მოვლის რუტინას ეხება, ყველაზე ხშირი კითხვაა - "რა ასაკიდანაა უკეთესი თავზე ზრუნვის დაწყება?" პასუხი კი მარტივია - არასდროსაა ძალიან ადრე, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე.
გარემო
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account