Tekla Iordanishvili
-
Posted: August 19, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ბრეტარის ჯენუეირი მშრალი ფხვნილის ინჰალატორია, რომლის შესუნთქვის მეშვეობითაც სამკურნალო საშუალება პირდაპირ მიეწოდება ფილტვებს. ეს უადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებს.
ბრეტარისი უზრუნველყოფს სასუნთქი გზების გათავისუფლებასა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას.
ფქოდი მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტს სუნთქვა უძნელდება.
-
Posted: August 19, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ბრომჰექსინის გამოიყენება ბრონქებისა და ფილტვების ისეთი მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს ხდება, რომელთა თანმხლებიცაა წებოვანი სეკრეტი/ლორწო. ბრომჰექსინს (რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, როგორც ბრომგექსინის ტაბლეტი) სწორედ სეკრეტის გათხელების სამკურნალოდ ნიშნავენ.
მედიკამენტი შეიძლება
-
Posted: August 19, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
პრეპარატი დეტრალექსი / detralex, ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული, ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება. უფრო კონკრეტულად კი, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს: სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი ან ღამის კრამპები (კრუნჩხვა, სპაზმი) ქვედა კიდურებში.პრეპარატის თერაპიულ ჩვენებებში ასევე მითითებულია, დეტრალექსის მიღება მწვავე ჰემოროიდულ (ბუასილის) შეტევასთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების დროს, ანუ
-
Posted: August 19, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
II ტიპის დიაბეტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის სხეული ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდება და სისხლში დიდი რაოდენობით გლუკოზა გროვდება, შესაბამისად შაქრის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება ვერ ხერხდება. როგორც წესი, დაავადების ადრეულ ეტაპზე სიმპტომები თითქმის არ ვლინდება, თუმცა უყურადღებობისა და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მუდმივი მონიტორინგი და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა, რათა II ტიპის შაქრიანი დიაბეტი წარმატებით გაკონტროლდეს. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დიაბეტონია.
Diabeton MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები — ეს სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატია, რომელიც სისხლში შაქრის დონის დასაწევადაა განკუთვნილი. დიაბეტონის აქტიურ კომპონენტს გლიკლაზიდი წარმოადგენს, რომლის 60მგ-საც თითოეული ტაბლეტი შეიცავს. პრეპარატის სხვა კომპონენტებია
-
Posted: August 19, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
თუ სახსრების ტკივილი იგრძენით, კიდურებზე სიწითლე ან შეშუპება დააფიქსირეთ, გიჭირთ მოძრაობა და პრობლემა გექმნებათ გადაადგილებისას, დიდი ალბათობით, სახსრების ანთება გაქვთ.
სახსრების ართრიტი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გავრცელებულ დაავადებად ითვლება. ბოლო დრომდე არსებობდა მოსაზრება, რომ ართრიტი ხანდაზმულთა ავადმყოფობაა
-
Posted: August 19, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
დღესდღეობით D ვიტამინის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ეს ნაწილობრივ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს მიეწერება, ნაწილობრივ კი — არასათანადო კვებას, ასაკსა და ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას. რაციონის ცვლილება თუ მზეზე სეირნობა დეფიციტის მოსაგვარებლად ყოველთვის საკმარისი არაა, ამიტომ ასეთ შემთხვევებში დანამატების გამოყენებაა რეკომენდებული.
დეტრივიტი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია (ბად), რომელიც ვიტამინ D3-ს დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს. ეს საშუალება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება.
დეტრივიტი რამდენიმე ფორმით არსებობს, თითოეული ვარიანტი კი ვიტამინ D3-ს განსხვავებული დოზით შეიცავს (როგორც რიცხვები თავადვე მიგვანიშნებს): დეტრივიტი 1000 ს. ე. (Detrivit 1000 IU), დეტრივიტი 2000 ს. ე. (Detrivit 2000 IU), დეტრივიტი ფორტე 5000 ს. ე. (Detrivit Forte 5000 IU),
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account