Tekla Iordanishvili

  1. გაციება ვირუსია — როგორ მკურნალობენ რესპირატორულ ინფექციას

    გაციება ვირუსია — როგორ მკურნალობენ რესპირატორულ ინფექციას

    გაციება მწვავე რესპირატორული ინფექციაა, რომელიც ვირუსით არის გამოწვეული. დღეს კაცობრიობისთვის 200-მდე სახეობის ასეთი ვირუსია ცნობილი. ყველაზე ხშირი კი რინოვირუსია.

    გაციება გადამდებია და მისი გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში თვალის, პირისა და ცხვირის ღრუს გავლით აღწევს.

    გაციების სიმპტომები 

    ხშირად გრიპი და გაციება ერთმანეთში ერევათ, რაც დიდწილად მათი სიმპტომების მსგავსების გამო ხდება. თუმცა ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა, რადგან

    Read more »
  2. ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთების მიზეზები, გამოვლინებები და მკურნალობა

    ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთების მიზეზები, გამოვლინებები და მკურნალობა

    ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვირუსული ინფექციები იწვევს. არსებობს დაავადების მსუბუქი და მძიმე ფორმები, ამ უკანასკნელმა კი შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური გართულებები წარმოქმნას.

    ენცეფალიტის განვითარებისა და მისი მძიმე ფორმაში გადაზრდის პროგნოზირება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, დაავადების თანმდევი რისკების შესამცირებლად, დროული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია.

    რა იწვევს ენცეფალიტს?

    ენცეფალიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის ყველაზე ხშირად დაავადებაზე პასუხისმგებლად ვირუსული ინფექციები სახელდება. თუმცა ზოგჯერ ენცეფალიტი ბაქტერიული და არაინფექციური ანთებითი მდგომარეობის დროსაც ვითარდება. გამომწვევი მიზეზებისა და დაავადების განვითარების მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.

    Read more »
  3. რა არის კოპლავიქსი და როდის გამოიყენება მედიკამენტი?

    რა არის კოპლავიქსი და როდის გამოიყენება მედიკამენტი?

    როგორც კოპლავიქსის ანოტაცია გვეუბნება, ეს პრეპარატი ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება. თუმცა, რას ნიშნავს თავად ათეროთრომბოზული დაავადებები?

    რა საფრთხეს გვიქმნის ათეროთრომბოზული დაავადებები? 

    ეს არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ათეროსკლეროზის (ცხიმოვანი დეპოზიტების, ან ე.წ. დაფების დაგროვება არტერიებში) და თრომბოზის (სისხლის კოლტების

    Read more »
  4. ნონპრესი — წამალი გულის ჯანმრთელობისთვის

    ნონპრესი — წამალი გულის ჯანმრთელობისთვის

    თუკი ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა, მიუხედავად იმისა, რომ იღებდით პრეპარატების გულის უკმარისობის ფონზე, ან მკურნალობის მიუხედავად გაქვთ სიმპტომები — შესაძლოა, ნონპრესი იყოს მედიკამენტი, რომელსაც ექიმი ჩართავს მკურნალობის პროცესში.

    ნონპრესი გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის გამოიყენება. ის ექიმის რეცეპტის გარეშე არ გაიცემა მომხმარებელზე.

    ნონპრესი ალდოსტერონების ბლოკატორი პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. თავად ალდოსტერონები კი ჰორმონებია, რომლებიც ქოლესტერინისგან სინთეზირდება და მისმა მაღალმა დონემ, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ მის სინთეზს აკონტროლებს და საჭიროებისამებრ აჩერებს ნონპრესი.

    ნონპრესის დოზები და მიღების წესები

    მედიკამენტი

    Read more »
  5. ფლოსტერონი — მედიკამენტი სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ

    ფლოსტერონი — მედიკამენტი სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ

    ფლოსტერონი (Flosteron) არის საინიექციო სუსპენზია, რომელიც სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება, ბეტამეტაზონი, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია — შესაბამისად, ის ხელს უშლის ორგანიზმში ანთების გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას.

    ფლოსტერონის ანოტაცია გვეუბნება, რომ

    Read more »
  6. რა იწვევს სიცხეს და როგორ ვმართოთ ის?

    რა იწვევს სიცხეს და როგორ ვმართოთ ის?

    სიცხე სხეულის ტემპერატურის მატებაა, რასაც ხშირად ანთებითი და ინფექციური დაავადებები იწვევს. ეს არის სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმის ნაწილი, რომელიც მას პათოგენებთან ბრძოლაში ეხმარება, როგორიცაა ბაქტერიები ან ვირუსები.

    მაღალ სიცხეს უმთავრესად იწვევს ისეთი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები, როგორიცაა გაციება, გასტროენტერიტი, სასუნთქი გზების, ყურისა და საშარდე გზების ინფექციები.

    სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურა იღლიაში გაზომვისას 36.1 ºC-დან 37.2 ºC-მდე მერყეობს. მაღალ სიცხედ კი საყოველთაოდ არის მიჩნეული:

    • რექტალური ტემპერატურა 38ºC-ს ზემოთ
    • იღლიის ტემპერატურა 37.2ºC-ს ზემოთ
    • ყურის (დაფის აპკის) ტემპერატურა-ს 38ºC ზემოთ
    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy