Tekla Iordanishvili
-
Posted: November 12, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ტრიმეკორი MR MR იშემიისა და გულის ანგინის საწინააღმდეგო საშუალებაა. მედიკამენტი ქართული წარმოებისაა, მისი მოქმედი ნივთიერება კი ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდია.იშემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის რომელიმე ნაწილს, ქსოვილს, ან ორგანოს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება. შესაბამისად, იზღუდება ჟანგბადის მიწოდებაც. ეს სისხლძარღვების შევიწროების ან დაბლოკვის შედეგად ხდება ხოლმე.
გულის ანგინა, თავის მხრივ, ტკივილი ან დისკომფორტია მკერდის არეში, რომელიც გულში ჟანგბადის უკმარისობისას იჩენს თავს.
ტრიმეკორი MR MR იშემიასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას გამოიყენება. ესენია:
- კარდიოლოგიაში: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის
-
Posted: October 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ორსულობის გარკვეული სიმპტომები შეიძლება ტესტის გაკეთებამდე შეამჩნიოთ. სხვა ნიშნები კი რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება, იმის ფონზე, რომ თქვენი ჰორმონების დონე შეცვლას დაიწყებს.
როგორია და როდის იწყება ორსულობის სიმპტომები?
ორსულობის ადრეული ნიშანი, როგორიც არის დაღლილობა, შეიძლება გამოვლინდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ერთი კვირის შემდეგ. ორსულობის სიმპტომები პირველ კვირაში, დაღლილობასთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს ვაგინალურ გამონადენს ან მენსტრუაციის დაგვიანებას.
-
Posted: October 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
გულის უკმარისობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც გულის კუნთი ვერ ტუმბავს სისხლს ისე, როგორც ეს საჭიროა. შესაბამისად, გული ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით ვერ ამარაგებს. ამ მდგომარეობას ზოგჯერ გულის შეგუბებით უკმარისობასაც უწოდებენ.
გულის უკმარისობის დროს ხშირად სისხლი იღვრება ფილტვებში, რაც სუნთქვის უკმარისობას და ქოშინს იწვევს.
ექიმის მიერ გულის უკმარისობის მკურნალობისთვის დანიშნული მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს დაავადების სიმპტომები და ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმაროს. ამასთან, პაციენტის მდგომარეობა შეიძლება ცხოვრების წესის ცვლილებამაც გააუმჯობესოს.
თუმცა გულის უკმარისობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეიძლება მძიმე სიმპტომები აწუხებდეთ. ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს გულის გადანერგვა ან მოწყობილობა, რომელიც ამ ორგანოს უკეთ მუშაობაში
-
Posted: October 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ბოტულიზმი არის სერიოზული, მაგრამ იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის სხეულის ნერვებს აზიანებს. მას იწვევს ბაქტერია Clostridium botulinum (C. botulinum). ეს უკანასკნელი წარმოქმნის ნეიროტოქსინს, შხამს, რომელიც თავს ესხმის ნერვულ სისტემას.
საკვებით გამოწვეული დაავადებების მრავალი სახეობიდან ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია — მას შეუძლია ადამიანის პარალიზება და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა.
ბოტულიზმის გავრცელების გზები
ბოტულიზმის ბაქტერია შეიძლება კონსერვში აღმოჩნდეს და სწორედ ამ გზით მოხვდეს ის ადამიანის ორგანიზმში. თუმცა ბოტულიზმის გავრცელების სხვა გზებიც არსებობს.
ბოტულიზმი ჩვილ ბავშვებში
შესაძლოა, ჩვილების ორგანიზმში Clostridium botulinum ბაქტერიის სპორები მოხვდეს და ისინი ამ ტიპის ბოტულიზმით დააავადოს. ეს ბაქტერია ჩვეულებრივ გვხვდება
-
Posted: October 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ხალი ჩვენს კანზე არსებული პატარა მუქი ლაქა ან წარმონაქმნია. ის შეიძლება ადამიანს სხეულზე დაბადებიდან ჰქონდეს ან ცხოვრების განმავლობაში განვითარდეს.
უმეტეს შემთხვევაში, ხალი ყავისფერია, თუმცა ის ასევე შესაძლოა იყოს წითელი, ხორცისფერი, ვარდისფერი, რუჯისფერი, თითქმის შავი, თუნდაც ლურჯი ან თეთრი. გარდა ამისა, არსებობს ოვალური ან მრგვალი, გლუვი ან ხორკლიანი, ამობურცული ან ბრტყელი, ასევე თმიანი ხალი.
ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია მათი ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგი, რომელიც შეიძლება კიბოს წარმოქმნაზე მიუთითებდეს.
რა ტიპის ხალები არსებობს?
არსებობს ხალების სამი ძირითადი ტიპი. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.
თანდაყოლილი ხალი
ამ ტიპის ხალი ხშირად კეთილთვისებიანია.
-
Posted: October 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
თმის გადანერგვა არის პროცედურა, რომლის დროსაც პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს თმა თავის ერთი უბნიდან სხვა, მელოტ ან შეთხელებულ ადგილზე გადააქვს. ამ პროცედურას შეუძლია აღადგინოს თმა, რომელიც ადამიანს ასაკის, დაავადების ან ტრავმის გამო გასცვივდა.
თმის გადანერგვის პროცესი, როგორც წესი, ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში მიმდინარეობს.
თმის ცვენის შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account