Tekla Iordanishvili

  1. რა არის კოჟრი, ე.წ. “მაზოლი” და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    რა არის კოჟრი, ე.წ. “მაზოლი” და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    კოჟრი, ე.წ. “მაზოლი”, არის კანის გასქელებული და გარქოვანებული უბანი, რომელიც ჩნდება ხანგრძლივი, განმეორებითი ხახუნის ან მუდმივი ზეწოლის საპასუხოდ. კოჟრები ხშირად ჩნდება ფეხებსა და ხელებზე. 

    დერმატოლოგიაში ორი ტიპის კოჟრი არსებობს: მშრალი და სველი. 

    მშრალი კოჟრი არის კანის სქელი, გარქოვანებული უბანი, რომელიც ყალიბდება ეპითელური შრის უჯრედების კვდომის და მათ ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო.

    სველი კოჟრი კი ლიმფით სავსე ბუშტუკია. კანის დაზიანებული შრის ქვეშ გროვდება ლიმფა, წარმოქმნის ბუშტუკს, რომელიც ბალიშივით იცავს კანის ქვედა შრეებს შემდგომი დაზიანებისა და ტრავმისგან. 

    კოჟრები ყველაზე ხშირად ვითარდება ფეხის ტერფებზე ვიწრო ფეხსაცმლის ტარების  გამო. გარდა ამისა, კოჟრები გვხვდება ხელის მტევნებზეც გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების ან ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის

    Read more »
  2. ურეაპლაზმა: ყველაფერი, რაც ამ უხილავი ბაქტერიის შესახებ უნდა იცოდეთ

    ურეაპლაზმა: ყველაფერი, რაც ამ უხილავი ბაქტერიის შესახებ უნდა იცოდეთ

    ურეაპლაზმა არის მიკროსკოპული ზომის ბაქტერია, რომელიც ჩნდება ადამიანის შარდ-სასქესო სისტემაში. ის მიეკუთვნება მიკოპლაზმების ოჯახს და არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცნობილი ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად გამრავლება. ურეაპლაზმა პირველად აღმოაჩინეს 1954 წელს და დღემდე ეს ბაქტერია კვლევის საგანია.

    ურეაპლაზმას სახეობები  

    არსებობს ურეაპლაზმას ორი ძირითადი სახეობა, რომლებიც გვხვდება ადამიანებში:

     

    1. Ureaplasma urealyticum
    2. Ureaplasma parvum

     

    ეს ორი სახეობა განსხვავდება გენეტიკურად და შესაძლოა, სხვადასხვანაირი გავლენა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

    გავრცელება  

    ურეაპლაზმა საკმაოდ გავრცელებულია

    Read more »
  3. რა არის კერატინი და როგორ მოქმედებს იგი თმაზე?

    რა არის კერატინი და როგორ მოქმედებს იგი თმაზე?

    კერატინი არის ცილოვანი ნივთიერება, რომელიც შედის კანის, თმისა და ფრჩხილების შემდგენილობაში. ის თმის სტრუქტურაში ქმნის ე.წ. დამცავ შრეს – კუტიკულას, რაც იცავს თმას არასასურველი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან.

    თუმცა დროთა განმავლობაში გარე ზემოქმედების შედეგად თმა მაინც ზიანდება. დაზიანებული და გამომშრალი თმის გაჯანსაღებისთვის კი აქტიურად იყენებენ კერატინით მკურნალობის მეთოდს.

    კერატინით თმის გასწორება ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც გამოიყენება ბუნებრივი კერატინის შემცველი პროდუქტი/კრემი. ნივთიერება ღრმად აღწევს თმის თითოეულ ღერში და კუტიკულაში გაჩენილ სიცარიელეს ავსებს, რის შედეგადაც თმა ახალ სტრუქტურას იძენს და ხდება უფრო სრიალა, გლუვი და ძლიერი.

    კერატინით მკურნალობა და თმის გასწორება შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის თმისთვის.  

    Read more »
  4. მელანომა — რა უნდა ვიცოდეთ კანის ყველაზე საშიშ სიმსივნეზე

    მელანომა — რა უნდა ვიცოდეთ კანის ყველაზე საშიშ სიმსივნეზე

    ადამიანებში კანის სიმსივნის რამდენიმე ტიპი გვხვდება, მაგრამ მათგან ყველაზე საშიში და აგრესიული მელანომაა. მისი შემთხვევები სხვა მსგავს ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით ნაკლებია, თუმცა სივერაგით ის მაინც პირველ ადგილს იკავებს. 

    ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მელანომა კანის ღრმა შრეებში მარტივად აღწევს და სხვა ქსოვილებზე ლიმფური სისტემის ან სისხლის მეშვეობით ვრცელდება. ასევე, იგი ბოლო სტადიებში ხშირად მკურნალობას აღარ ექვემდებარება. სამწუხაროდ, მაღალია მისით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. 

    აქედან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის კანის სიმსივნეებიდან ყველაზე ცნობილი და საინტერესო სწორედ მელანომაა. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა არის მელანომა და როგორ ყალიბდება.

    რა არის მელანომა 

    მელანომის წარმოქმნა ჩვენი კანის

    Read more »
  5. წითელა — რა უნდა ვიცოდეთ მწვავე ვირუსული დაავადების შესახებ

    წითელა — რა უნდა ვიცოდეთ მწვავე ვირუსული დაავადების შესახებ

    წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც პარამიქსოვირუსების ოჯახში შემავალი იმავე სახელწოდების (წითელას) ვირუსი, იგივე Morbillivirus hominis, იწვევს. იგი ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ პათოგენი ჩვენს ორგანიზმში ინფიცირებული ინდივიდის მიერ საუბრისას, დახველებისას ან დაცემინებისას ცხვირიდან და პირიდან გამოფრქვეული ნაწილაკების სახით ხვდება.

    როგორც სხვა ვირუსების უდიდესი ნაწილის შემთხვევაში, ამ დროსაც აუცილებელია, რომ წითელას მქონე ადამიანთან დისტანცია დავიცვათ, რათა ინფიცირების რისკი შემცირდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წითელა საკმაოდ გადამდებია, ანუ იგი მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში და ისეთ დაწესებულებებში, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს. 

    ყველაზე მეტად ეს საბავშვო

    Read more »
  6. ქოლეცისტიტი: მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

    ქოლეცისტიტი: მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

    ნაღვლის ბუშტი პატარა, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და ნაღვლის სითხეს ინახავს. ეს სითხე მუცლის სითხეებთან ერთად საკვების მონელებაში მონაწილეობს, განსაკუთრებით ცხიმების გადამუშავების დროს.

     

    ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ, ნაღველკენჭოვანმა დაავადებამ ან სხვა ფაქტორებმა. ქოლეცისტიტი  აფერხებს ნაღვლის გადინებას და იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და ანთებას.

    ქოლეცისტიტის ძირითადი ფორმები  

    ქოლეცისტიტი ორი ძირითადი ფორმით გვხვდება: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ქოლეცისტიტი მოულოდნელად იწყება, რასაც ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ცხელება ახლავს. ის დაკავშირებულია ნაღველკენჭოვანი დაავადების შედეგად ნაღვლის სადინარის დაბლოკვასთან. ნაღვლის ბუშტში დაგროვებული ნაღველი ანთებას და ბუშტის შეშუპებას იწვევს და აუცილებელი ხდება სამედიცინო ჩარევა.

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy