Tekla Iordanishvili
-
Posted: November 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ასთმა ფილტვების დაავადებაა. ამ დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება და შეშუპებულია, თანაც იკეტება ზედმეტი ლორწოს გამო. ამ სიმპტომების მკურნალობა მედიკამენტებს შეუძლია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს ეს დაავადება დაახლოებით 262 მილიონი ადამიანს დაუდგინდა და გამოიწვია 455 000 სიკვდილი. ბრონქული ასთმის მკურნალობა, პრევენცია და დიაგნოსტირებაც კი ხშირად არ არის საჭიროსთან მიახლოებულ დონეზე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ეს კი მთელი რიგი პრობლემებითაა განპირობებული — იქნება ეს ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლების დაბალი დონე თუ სოციალური პრობლემები.
ამ დაავადების დასახელებასთან დაკავშირებით რამდენიმე არასწორ ინტერპრეტაციას შეხვდებით. პირველ რიგში, ხშირად არასწორად ჰგონიათ, რომ ასთმა და ბრონქული ასთმა სხვადასხვაა. ასევე, შესაძლოა შეხვდეთ სახელწოდებებს “ბრონქიალური ასთმა”,
-
Posted: November 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ტრიდატ ფორტე თურქეთში წარმოებული პრეპარატია. ის ტრიმებუტინის მალეატს შეიცავს, რომლის დოზირება თითოეულ ტაბლეტში 200 მგ-ს შეადგენს. მედიკამენტის ერთ შეკვრაში 20 ტაბლეტი შედის.
ტრიდატ ფორტე პსპ-ის აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა, ის II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია.
ტრიდატ ფორტეს ანოტაცია
ტრიდატ ფორტეში შემავალი ტრიმებუტინის მალეატი სინთეზური ენკეფალინია, პერიფერიული μ, δ და κ ოპოიდური რეცეპტორების არასელექტიური აგონისტი. μ, δ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებას განაპირობებს, ხოლო κ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია პირიქით - მოტორიკის დათრგუნვას.
-
Posted: November 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ტანტუმ ვერდე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია, რომელიც იტალიაში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის შეიცავს. ტანტუმ ვერდე პსპ-ის აფთიაქებში აეროზოლის, საწუწნი აბებისა და სავლები სითხის სახით არის წარმოდგენილი. პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა.
რის სამკურნალოდ გამოიყენება ტანტუმ ვერდე?
ტანტუმ ვერდე ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას გამოიყენება, მათ შორისაა: გინგივიტი (ღრძილის ანთება)
-
Posted: November 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ოსტეოართროზი, არის სახსრების გავრცელებული დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში. ამ დაავადების მიმდინარეობისას უმეტესად ზიანდება მუხლი, თეძო, ხელები და პირველი მეტატარსოფალანგეალური სახსარი. მსგავსი მიმდინარეობისას პრობლემას პირველადი ოსტეოართროზის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროს სხვა სახსრების, როგორიცაა ტერფის, მაჯის და მხარის, ჩართვა იშვიათია და მიუთითებს მეორეულ წარმოშობაზე.
ხშირად დამაბნეველია დაავადების სახელწოდება და ოსტეოართროზი ოსტეოართრიტში ერევათ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში "იტი" ბოლოსართი ანთებით პროცესებს აღნიშნავს. ხოლო ოსტეოართროზი ანთებითი პროცესი არ არის - ეს დეგენერაციული დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ქსოვილების აღდგენა ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. ეს დაავადება ხრტილის განლევას, გათხელებას იწვევს - საბოლოო ჯამში კი ის ბოლომდე იშლება.
როგორ ამოვიცნოთ ოსტეოართროზი?
ოსტეოართროზის სიმპტომები შეიძლება ნელ-ნელა გამოვლინდეს,
-
Posted: November 15, 2024Read more »
ადამიანები, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში, ხშირად ვამბობთ, რომ გავცივდით — ცხვირში გავიჭედეთ, ყელი გვტკივა, გვახველებს, ყურის საშინელი ტკივილი გვაქვს და ტემპერატურა 38°C-ს გადასცდა — ასეთ შემთხვევებში უმეტესად თვითმკურნალობას მივმართავთ.
მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა და ავადმყოფობა გაგვიმწვავდა, ამის შემდეგ მივმართავთ ექიმს, რომელიც ყველა სიმპტომს სამედიცინო სახელს არქმევს — მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ცხვირის გარსის ანთება), მწვავე შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება), ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება) და შესაბამისი მკურნალობაც იწყება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა არასასიამოვნო შეგრძნებას ვირუსული ინფექცია იწვევს და დაავადების გართულების შემდეგ, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების დასამარცხებლად საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართულობა.
ასეთ შემთხვევაში მედიკოსებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია
-
Posted: November 15, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ფიბროზი არის პროცესი, რომელიც ჩვენს სხეულში მიმდინარეობს და ხშირად სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია დაზიანებაზე, რა დროსაც ნორმალური ქსოვილი ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით. თავდაპირველად ამ პროცესის მიზანია, რომ ჩვენი სხეული დაიცვას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ამან ორგანოების ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.
ფიბროზი ვითარდება სხვადასხვა ორგანოში — ღვიძლში, ფილტვებში, გულში და სხვა. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია: ქრონიკული დაავადებები, ტოქსინები, ანთებითი პროცესები. ზოგჯერ მიზეზი უცნობია, რაც კიდევ უფრო ართულებს მის მართვას.
ამ ბლოგში განვიხილავთ ფიბროზის სხვადასხვა ტიპს, მათ გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს და თანამედროვე მიდგომებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს იცხოვრონ ამ მდგომარეობით და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დაავადების პრევენციისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account