Tekla Iordanishvili

  1. რა არის გულის მანკი და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

    რა არის გულის მანკი და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

    გულის მანკი არის დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი, ისე - შეძენილი. პირველი მათგანი დაბადებისთანავე არსებობს და მისი მრავალი სახეობაა გავრცელებული. 

     

    შეძენილი გულის მანკი კი შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. გარდა ამისა, შესაძლოა, ის ქრონიკული დაავადებების ან კონკრეტული მედიკამენტების გამოყენების შედეგად წარმოიქმნას. 

     

    გულის მანკმა შეიძლება გავლენა იქონიოს:

    • გულის კედლებზე;
    • გულის სარქვლებზე;
    • სისხლძარღვებზე.

     

    ეს დაავადება შეიძლება ხასიათდებოდეს როგორც მარტივი ფორმებით,

    Read more »
  2. რა არის ასპერგერის სინდრომი - 3 მითი ამ ქცევითი მახასიათებლის შესახებ

    რა არის ასპერგერის სინდრომი - 3 მითი ამ ქცევითი მახასიათებლის შესახებ

     

    იცნობთ ამელი პულენს? ის ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო პერსონაჟია პოპულარული ფრანგული ფილმიდან “ამელი”. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გაჟღერებული და დადასტურებული ფაქტი არ არის, მაინც სხვადასხვა ფორუმზე, დისკუსიებში ამელის ასპერგერის სინდრომის მქონე ფილმის პერსონაჟების სიაშიც იპოვით. 

     

    ისინი, ვინც ამ

    Read more »
  3. რა არის აუტიზმი და როგორ ამოვიცნოთ ის

    რა არის აუტიზმი და როგორ ამოვიცნოთ ის

    აუტისტური სპექტრის აშლილობები ნეირობიოლოგიურ დარღვევებს მიეკუთვნება. ისინი “სპექტრად” მოიხსენიება, რადგან მდგომარეობებისა და სიმპტომების მრავალფეროვნებას მოიცავს, ამიტომ ე.წ. ქოლგა-ტერმინია. შესაბამისად, აუტიზმის მქონე ადამიანებში სხვადასხვა მახასიათებლები გვხვდება, განსხვავებული ხარისხითა და სიმძიმით.

    აუტიზმის ზოგადი და გავრცელებული ნიშნები სოციალური კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების გაძნელებაა. მსგავსი პრობლემები სპექტრის ამა თუ იმ “დიაპაზონში” განსხვავებულად ვლინდება.

    შეიძლება, ისინი მკვეთრად იყოს გამოხატული ან პირიქით — ძნელად შესამჩნევი. ისტორიულად, ამ უკანასკნელს “მაღალფუნქციურ აუტიზმად” მოიხსენიებდნენ, მაგრამ ბოლო წლებში ფსიქოლოგები აღნიშნული ტერმინს ნაკლებად იყენებენ. 

    იგივე მოხდა “ასპერგერის სინდრომის” შემთხვევაშიც, რომელიც აუტიზმის სპექტრში გაერთიანდა და ცალკე აღარ განიხილება.

    როდის ვითარდება

    Read more »
  4. რა არის ანევრიზმა და როგორია მისი სიმპტომები

    რა არის ანევრიზმა და როგორია მისი სიმპტომები

    ჩვენი სხეული ხშირად გვაძლევს სიგნალებს, როდესაც ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა გვაქვს. ამის მიუხედავად,  არსებობს დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუმჩნეველიც კი დარჩეს. 

    მათი სიმძიმე და გართულების რისკი ხშირად საბედისწერო შედეგებით სრულდება. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა ანევრიზმაა სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური ამობურცვა. თუ ანევრიზმა გასკდა, ეს ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს.

    ანევრიზმისგან გამოწვეული პრობლემები შესაძლოა, მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდეს, რაც მისი განვითარება მწვავე ფორმაში გადაიზრდება. თავის ტვინის ანევრიზმას განსაკუთრებით მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა და მართვა გადამწყვეტია. 

    როგორ განიმარტება ანევრიზმა?  

    Read more »
  5. აკნეტრენტი — პრეპარატის გამოყენების მოკლე გზამკვლევი

    აკნეტრენტი — პრეპარატის გამოყენების მოკლე გზამკვლევი

    ვისაც გაგვივლია ჩვენი თინეიჯერობის რთული წლები, აკნესთან გამკლავება ასე თუ ისე ყველას მოგვიწია. მართალია, ბევრისთვის ეს გამოცდილება მოკლევადიანი უსიამოვნება იყო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აკნეს პრობლემებმა შეიძლება ბევრად მძიმე ფორმაც მიიღოს. სწორედ ასეთი აკნეს მწვავე ფორმების სამკურნალო თერაპიისთვის იყენებენ მედიკამენტ აკნეტრენტს. 

     

    რა არის აკნეტრენტი  

    აკნეტრენტის 20 ან 10-მილიგრამიანი რბილი კაფსულები შეიცავს ნივთიერება იზოტრეტინოინს. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ის აქტიურად გამოიყენება მწვავე აკნეს მკურნალობაში. 

     

    ექიმები იზოტრეტინოინს ძირითადად

    Read more »
  6. გულის დაავადება — რა ფორმები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ის

    გულის დაავადება — რა ფორმები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ის

    გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები მთავარი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის. საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები მოსახლეობაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია (რაოდენობრივად - 17,100). ეს სტატისტიკა არც არის გასაკვირი, რადგან ცნობილია, რამდენად რთული და საშიშია რიგითი მაცხოვრებლისთვის გულის პრობლემები. 

    გულის დაავადებად მიიჩნევა ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ან აფერხებს გულის ფუნქციას. ეს დაავადებები მრავლი სახისაა და სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს.

    გულის დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა სიმარტივისთვის შეგვიძლია რამდენიმე ზოგადი ფორმის სახით ჩამოვაყალიბოთ და გავანაწილოთ ასაკობრივ კატეგორიებში. ასევე გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს გულის დაავადებების სიმპტომების შესახებ.   

    გულის დაავადებები მოზარდებში 

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy