Tekla Iordanishvili
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ადამიანის პირის ღრუში არის უამრავი სახეობის მიკროორგანიზმი, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ პირის ღრუს დაავადებებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: გლოსიტი, გინგივიტი, სტომატიტი, ეროზიული ბრტყელი ლიქენი და სხვა.
პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ოქროს სტანდარტი პირის ღრუს სწორი და რეგულარული მოვლაა, რაშიც იგულისხმება სწორად შერჩეული ჯაგრისები, კბილის პასტა, სავლებები და ა.შ.
თუმცა პირის ღრუს დაავადებების განვითარების მთავარი მიზეზი ჰიგიენა როდია, მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გენეტიკური წინასწარგანწყობა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, დაბალი იმუნიტეტი, შაქრიანი დიაბეტი, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი, კვების ხასიათი და სხვა.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ანტკოაგულანტები სისხლის შედედების შემფერხებელი და თრომბის გაჩენის საწინააღმდეგო სამკურნალო ნივთიერებებია, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: პირდაპირი ანტიკოაგულანტები, რომლებიც ეფექტიანია როგორც ორგანიზმში, ისევე ორგანიზმის გარეშეც; არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ორგანიზმში.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
პანტაპი წყლულის საწინააღმდეგო, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პანტაპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს. პრეპარატი გამოდის ტაბლეტების სახით და მისი შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ.
რისი წამალია პანტაპი?
პრეპარატი ინიშნება შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ:
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და კუჭის სეკრეციის მომატებით გამოწვეული სხვა პათოლოგიური მდგომარეობები.
ვისთვის არის
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ცერვუჟიდი არის მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული სამკურნალო საშუალება, რომელიც აქტიურად გამოიყენება გინეკოლოგიური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მისი მთავარი უპირატესობა კომპლექსური შედგენილობა და მრავალფეროვანი მოქმედებაა - სწორედ ეს ხდის ცერვუჟიდს მედიკოსები ერთ-ერთ ფავორიტად.
რა ვიცით ცერვუჟიდის შესახებ?
ცერვუჟიდი, საერთაშორისო დასახელებით Comb.drug, წარმოადგენს ვაგინალური სანთლების (სუპოზიტორიის) ფორმაში წარმოებულ მედიკამენტს. მისი ძირითადი მოქმედება ემყარება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების მკურნალობასა და პრევენციას.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ტერჟინანი წარმოადგენს თანამედროვე, კომბინირებული მოქმედების მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია გინეკოლოგიური ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. მისი უნიკალური შედგენილობა და მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა, რომ ტერჟინანის ტაბლეტი გამოიყენებოდეს ვაგინიტის სხვადასხვა ფორმისა და მიზეზის წინააღმდეგ.
როგორია ტერჟინანის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტი გამოირჩევა კომპლექსური შედგენილობით. თითო ტაბლეტი მოიცავს რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ცებრა წამალია, რომელიც განკუთვნილია ტვინის სისხლძარღვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენისათვის. ცებრა 30მგ-იანი აქტიური კომპონენტის, ვინკამინის, მეშვეობით, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტვინისა და მთელი ორგანიზმის აქტივობას.
როგორია ცებრას შედგენილობა და ფარმაკოლოგიური თვისებები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account