Tekla Iordanishvili

  1. მეტყველების დარღვევა — მისი ფორმები და თერაპია

    მეტყველების დარღვევა — მისი ფორმები და თერაპია

    მეტყველება ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური გზაა სხვებთან ურთიერთობისთვის. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, მეტყველების დარღვევა ქმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც გავლენას ახდენს ყველაფერზე, პირადი ურთიერთობებიდან პროფესიულ შესაძლებლობებამდე.

    მეტყველების დარღვევები მოიცავს უამრავ შრეს და მიმართულებას, რაც ართულებს ვერბალურ კომუნიკაციას. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ყველა ასაკის ადამიანზე. ამ აშლილობების გაგება აუცილებელია არა მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისათვის, არამედ საზოგადოებაში ინკლუზიის გასაძლიერებლადაც.

    მეტყველების დარღვევების ნაწილი წარმოიქმნება ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა სასის ნაპრალი ან ნევროლოგიური პრობლემები, ზოგი კი განვითარების გამოწვევებისგან ან ტრავმისგან.

    ეს პრობლემა ყველანაირ ასაკობრივ კატეგორიაში ვლინდება. თუმცა, არის მცირედი განსხვავებები. 

    Read more »
  2. ბავშვის განვითარება ასაკის მიხედვით: როდის რას მივაქციოთ ყურადღება?

    ბავშვის განვითარება ასაკის მიხედვით: როდის რას მივაქციოთ ყურადღება?

    ბავშვის განვითარება ასაკის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა, თითოეული ეტაპი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტიური ზრდისთვის. თითოეული ასაკი მოიცავს უნიკალურ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვის ცხოვრებას.

    ბავშვის განვითარების შეფასება, როგორც წესი, ხდება პედიატრისა და შესაბამისი სპეციალისტის მიერ. მშობლებს და აღმზრდელებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ საჭირო პირობები ბავშვის განვითარების ეტაპების სრული რეალიზებისთვის. 

    ბავშვის განვითარების სფეროები, ისევე როგორც ეტაპები, განსხვავებულია - ეს შეიძლება იყოს ფიზიკური განვითარება, კოგნიტიური, ფსიქო-ემოციური და სხვა. 

    გთავაზობთ რჩევებსა და დაკვირვების შედეგებს, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ასაკში ბავშვის განვითარება, რომელ უნარებს უნდა ავლენდეს ის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის

    Read more »
  3. ჰემანგიომა — რა იწვევს ამ წარმონაქმნს და რამდენად საშიშია ის?

    ჰემანგიომა — რა იწვევს ამ წარმონაქმნს და რამდენად საშიშია ის?

    ჰემანგიომა არის გავრცელებული სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კანზე გვხვდება. ეს წარმონაქმნები შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ყველაზე ხშირად სახეზე, მკერდსა და ზურგზე, წითელი ან მეწამული წარმონაქმნის სახით გვხვდება. ჰემანგიომა ჩვეულებრივ უვნებელია და თავისით განილევა.

    მსგავსი წარმონაქმნები ახალშობილებსაც აქვთ ხოლმე. მას „დაბადების ნიშანსაც" უწოდებენ, რადგან ხშირად თანდაყოლილია. ის მუწუკს ან ბრტყელ წითელ ლაქას ჰგავს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სისხლძარღვებს ერთ წერტილში მოუყრიათო თავი.

    ჰემანგიომა ბავშვებში, უმეტესად, თავადაც გაიწოვება. დაახლოებით 10 წლის ასაკამდე მისი კვალიც კი გამქრალია ხოლმე. ჰემანგიომას ოპერაცია, როგორც წესი, არ სჭირდება, თუმცა, მკურნალობის საჭიროება შეიძლება დადგეს, როცა ის მხედველობის, სუნთქვის პრობლემებს ქმნის ან სხვა რომელიმე ორგანოს ფუნქციონირებაზე უარყოფითად მოქმედებს. 

    რა იწვევს წარმონაქმნს

    Read more »
  4. სახსრების ტკივილი და მკურნალობა: ყველაფერი, რაც ამ დისკომფორტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

    სახსრების ტკივილი და მკურნალობა: ყველაფერი, რაც ამ დისკომფორტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

    სახსრების ტკივილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

    სახსრები ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობასა და სიმყარეს, მაგრამ მათი დაზიანება ან დაავადება იწვევს დისკომფორტს, ტკივილს და გადაადგილების ფუნქციის შეზღუდვას.

    სახსრების ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს. ეს პრობლემა გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, ამცირებს მათ მობილობას და ხშირად იწვევს განწყობის გაუარესებას. სახსრების ტკივილის მართვა და მკურნალობა მოითხოვს როგორც ინდივიდუალურ მიდგომას, ასევე დეტალურ ცოდნას პრობლემის გამომწვევი მიზეზების, სიმპტომებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ.

    სახსრების ტკივილის ბუნება და მისი გამომწვევი მიზეზები 

    Read more »
  5. შაკიკი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

    შაკიკი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, შაკიკი ადამიანების 15-20%-ს აწუხებს და  იგი ძალიან დიდ  გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.  გამომდინარე იქიდან, რომ  შეტევის დროს, ფაქტობრივად,  შეუძლებელია ყოველდღიური საქმეების შესრულება, შაკიკის მქონე ადამიანებისთვის სოციალური და სამუშაო ვალდებულებების განხორციელება სულ უფრო რთულდება. 

     

    შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა. ჩვეულებრივ, მას თავის ერთ მხარეს, ძლიერი მფეთქავი ტკივილი ახასიათებს. თუმცა, ძლიერი ტკივილი ,  ასევე შეიძლება გამოიხატოს თავის მეორე მხარესაც. ბლოგში ფართოდ განვიხილავთ შაკიკის წარმოქმნის მიზეზებს, დაავადების სიმპტომებს  და მისი მკურნალობის გზებს.

     

    დაავადების რა გამომწვევი მიზეზები არსებობს - შაკიკის ტიპები  

     

    ჩვეულებრივ, შაკიკის გამომწვევი მიზეზები  ძალზე  ინდივიდუალურია და 

    Read more »
  6. ჯანსაღი კვება — დადებითი ეფექტები, მნიშვნელობა და რჩევები

    ჯანსაღი კვება — დადებითი ეფექტები, მნიშვნელობა და რჩევები

    მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობას 50%-ით ცხოვრების წესი განაპირობებს, სადაც ჯანსაღ კვებას უდიდესი ადგილი უკავია. კვება  ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა  და სიცოცხლის ხანგრძლივობა. 

     

    ადამიანის ორგანიზმი  მისთვის  სასიცოცხლოდ აუცილებელ თითქმის ყველა ნივთიერებას საკვებისა და წყლისგან  იღებს. აქედან გამომდინარე, საკვები პროდუქტების თვისებებს  და მათ შედგენილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირი გავლენა აქვთ. ჯანსაღი კვება პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე, შრომის ნაყოფიერებაზე და ინდივიდის ემოციურ მდგომარეობაზე.

     

    დღესდღეობით,  გადამუშავებული პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მრავალფეროვნებამ, სწრაფმა ურბანიზაციამ და მისი გავლენით ჩამოყალიბებულმა ცხოვრების წესმა თანამედროვე ადამიანის კვების მოდელში ბევრი არაჯანსაღი ცვლილება შეიტანა

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy