Monthly Archives: December 2024
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
სიმბიკორტი (Symbicort) ტურბუჰალერი არის კომბინირებული ინჰალაციური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბუდესონიდს და ფორმოტეროლს. პირველი მათგანი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, ხოლო ფორმოტეროლი ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტია, რომელიც აფართოებს ბრონქებს და სუნთქვას ამარტივებს. სიმბიკორტი ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია ინჰალაციური ფხვნილის სახით. აქტიური ნივთიერებების — ბუდესონიდისა და ფორმოტეროლის კონცენტრაციის მიხედვით, სიმბიკორტის სამი განსხვავებული ვერსია არსებობს:
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ზირომინი (Ziromin) არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
- სასქესო სისტემის ინფექციები;
- ჰელიკობაქტერია პილორთან (ბაქტერია, რომელიც ძირითადად კუჭის ლორწოვან გარსში სახლობს) ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის დაავადებები.
-
დერმოვეიტი — მედიკამენტი, რომელიც კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში დაგეხმარებათ
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »დერმოვეიტი (Dermovate) არის ძლიერი ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის არის:
- ფსორიაზი (გარდა ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზისა);
- წითელი ბრტყელი ლიქენი (კანის ქრონიკული დაავადება);
- ეგზემის (კანის ფართოდ გავრცელებული ანთებითი ქრონიკული დაავადება) სხვადასხვა ფორმა;
- დისკოიდური წითელი მგლურა (დისკოიდური ლუპუსი) — კანის დაავადება, რომელიც მისი დაზიანებით (სახეზე ან თავის თმიან ნაწილზე წითელი გამონაყარით ან კანის ფერის ცვლილებით) ვლინდება;
- კანის
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
გლუკოფაჟი (Glucophage) არის პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და ფიზიკური ვარჯიში საკმარისი არ არის გლიკემიის (სისხლში შაქრის, გლუკოზის არსებობა) კონტროლისთვის.
არსებობს მედიკამენტის გახანგრძლივებული მოქმედების ფორმაც — გლუკოფაჟი XR, რომელიც ორგანიზმში პრეპარატის თანდათანობით გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
სეციტა (Secita) არის პრეპარატი, რომელიც ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
- დეპრესია (ღრმა დეპრესიული ეპიზოდები);
- შფოთვითი აშლილობები, როგორებიც არის: პანიკური აშლილობა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს აგორაფობია (გარკვეულ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის შიში); გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და სოციალური შფოთვითი აშლილობა.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ვალოკორდინი არის ნერვული სისტემის პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება, რომელიც გამოირჩევა დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური თვისებებით. მისი უნიკალური შედგენილობა გვეხმარება ფსიქომოტორული აღგზნების, შფოთვის, ნევროზის, და ძილის დარღვევების მართვაში.
მედიკამენტი ვალოკორდინი წვეთების სახით გვხვდება - სწორედ ესაა მისი ძირითადი ფორმა ქართულ ბაზარზე. ის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობების დროს. თუმცა, შესაძლოა სხვაგან ვალოკორდინი ტაბლეტის ფორმითაც შეგხვდეთ.
ვალოკორდინის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
პრეპარატის
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account