Monthly Archives: December 2024

  1. რა არის თრომბოფილია — როგორ ხდება მისი მკურნალობა ან პრევენცია

    რა არის თრომბოფილია — როგორ ხდება მისი მკურნალობა ან პრევენცია

    არც თუ დიდი ხნის წინ ადამიანის უეცარი სიკვდილი ან უნარშეზღუდვა ძირითადად ორი მიზეზით - ინფარქტით ან ინსულტით აიხსნებოდა.  მეოცე საუკუნის ბოლოს კი საზოგადოებაში თანდათან დამკვიდრდა ახალი ტერმინი - თრომბი, რომელსაც ხალხმა “შენელებული მოქმედების ნაღმი” უწოდა. 

    მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მე-19  საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა რუდოლფ ვირჩოვიმ თრომბოზის სხვადასხვა მიზეზები გამოყო, რის

    Read more »
  2. თვალის ანთება — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    თვალის ანთება — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    თვალის ანთება ბავშვებში, ასევე ზრდასრულებსა და მოხუცებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს მდგომარეობა ჩვენს ოთხფეხა ცხოველებსაც ხშირად აწუხებთ. თვალები სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოებია, ამიტომ ისინი ძალიან მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ, იქნება ეს: ბაქტერიები, ვირუსები თუ სხვადასხვა სახის მექანიკური დაზიანება. 

     

    თვალის ანთება სიმპტომების მიხედვით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამ გამოიწვია ანთებითი პროცესი და თვალის რა ნაწილში მიმდინარეობს ის. ზოგადად, ამ მდგომარეობას ახასიათებს: სიწითლე, ტკივილი და დისკომფორტი, დასივება, გამონადენი, ქავილი, წვა, მხედველობის დაბინდვა და სხვა.  

     

    მსუბუქ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, თვალის ანთება მკურნალობას საჭიროებს, რადგან გართულების დროს, შესაძლოა, ამ პრობლემამ მხედველობის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. შესაბამისად, ნუ შეებრძოლებით თვალის ანთებას ხალხური საშუალებებით და დაუყოვნებლივ

    Read more »
  3. პიელონეფრიტი — რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის ყველაზე ხშირი პათოლოგიის შესახებ

    პიელონეფრიტი — რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის ყველაზე ხშირი პათოლოგიის შესახებ

    თირკმლის დაავადებები ბევრ ადამიანში პანიკურ შიშს იწვევს, რადგან იგი მოულოდნელ და აუტანელ ტკივილთან ასოცირდება. არ აქვს მნიშვნელობა დაავადების შედარებით მსუბუქ ფორმასთან გვაქვს საქმე თუ  რთულთან, თირკმლის ფუნქციის მოშლა უამრავ პრობლემას იწვევს, რომელიც პარალელურად ბევრ ორგანოზე ახდენს უარყოფით გავლენას. 

    როგორც  მედიკოსები ირწმუნებიან, ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე მეტი პათოლოგია  სწორედ თირკმელს ახასიათებს -  ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადება, თირკმლის ავტოიმუნური დაავადებები, თირკმლის ინფექციები და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა აქედან ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა პიელონეფრიტი  - მას თირკმლის ავადმყოფობებს შორის როგორც სიხშირით, ასევე სიმძიმით პირველი ადგილი უკავია. ხოლო ზოგადად, ინფექციურ-ანთებით დაავადებებს შორის, ზედა სასუნთქი გზების ანთების შემდეგ, მეორეა.

    რა არის პიელონეფრიტი? 

    პიელონეფრიტი

    Read more »
  4. პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

    პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

    პულმოლანი (Pulmolan) არის პრეპარატი, რომელსაც ამოსახველებელი მოქმედება გააჩნია. ის გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

     

    • სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი ნახველი;
    • ბრონქოექტაზიური დაავადება (ფილტვების ქრონიკული დაავადება);
    • ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, პნევმონია,
    Read more »
  5. სემილაქტი — რა უნდა ვიცოდეთ ეფექტიანი შარდმდენი მედიკამენტის შესახებ

    სემილაქტი — რა უნდა ვიცოდეთ ეფექტიანი შარდმდენი მედიკამენტის შესახებ

    დიურეზული (შარდმდენი) საშუალებები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმიდან შარდის გამოყოფას აძლიერებენ და ამასთანავე ამცირებენ ქსოვილებსა და სეროზულ ღრუებში სითხის ოდენობას.

    ამ საშუალებებს  უმთავრესად ორგანიზმში სითხის შეკავებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ, განსაკუთრებით - სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის, ნეფროზული სინდრომისა და ღვიძლის ციროზის დროს. 

    სემილაქტი ერთ-ერთი ხშირად დანიშნვადი და ეფექტიანი დიურეზული პრეპარატია, რომელიც ნაჩვენებია შეშუპებითი სინდრომის, გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს. მისი შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, ურეცეპტოდ.

    რა არის სემილაქტი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი? 

    სემილაქტი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც გამოდის

    Read more »
  6. რისი წამალია ორციპოლი და რა უნდა ვიცოდეთ მის გამოყენებამდე

    რისი წამალია ორციპოლი და რა უნდა ვიცოდეთ მის გამოყენებამდე

    კაფსულის ფორმის, ღია ყვითელი ფერის ტაბლეტი, რომლის შედგენილობაშიც 2 აქტიური კომპონენტი: ციპროფლოქსაცინი 500მგ და ორნიდაზოლი 500მგ შედის, ორციპოლია. იგი ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. 

     

    მისი საერთაშორისო დასახელებები

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy