Monthly Archives: December 2024
-
Posted: December 27, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
არისტა აპკიანი გარსის მქონე ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც 18 წელზე მეტი ასაკის კაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მედიკამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტიანი, როცა სექსუალური სტიმულაცია არსებობს.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ერექციული დისფუნქციის მიზეზების გამოკვლევა, ამიტომ რეკომენდებულია ექიმთან წინასწარი ვიზიტი და მის მიერ პაციენტისთვის საჭირო თერაპიის განსაზღვრა. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ არისტა მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
მასში შემავალი აქტიური ნივთიერება ტადალაფილია, ხოლო დამხმარე კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
-
Posted: December 18, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
სახის მოვლის რუტინა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სპეციფიკური გახდა. კრემებთან და ტონერებთან ერთად, შრატებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ყოველდღიურობაში… რეალურად, შრატი მსუბუქი, კონცენტრირებული ფორმულის მქონე კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ღრმად აღწევს კანის ფენებში და უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს.
ამასთან, მსუბუქი ტექსტურის გამო, შრატები შედარებით ღრმად აღწევს კანის ფენებში. ასე ვთქვათ, უჯრედულ დონეზე მოქმედებს და ასე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
შრატები ხშირად მზადდება კანის კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად:
- ანტი-ასაკობრივი შრატები: აუმჯობესებს ელასტიკურობას და ამცირებს ნაოჭებს;
- დამატენიანებელი შრატები: აღადგენს კანის
-
Posted: December 16, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ოტიპაქსი ფრანგული წარმოების ყურის წვეთებია, რომელიც ფენაზონსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით, პრეპარატში ასევე შედის ნატრიუმის თიოსულფატი, გლიცეროლი, ეთანოლი და გამოხდილი წყალი.
ოტიპაქსის ერთ ფლაკონში 16 გ ხსნარია მოთავსებული, რომელშიც 0.64 გ ფენაზონი და 0.16 გ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შედის. PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა.
როდის და რისთვის გამოიყენება ოტიპაქსი?
ოტიპაქსი ბავშვებსა და მოზრდილებში ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისა და ტკივილის შემცირების მიზნით გამოიყენება. მას მიმართავენ შუა ყურის ანთების, იმავე ოტიტის მწვავე ფორმის დროს.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
სრულყოფილი მაკიაჟი დიდი შრომის შედეგია, მაგრამ რამდენად ხშირად გვიწევს მისი განახლება დღის განმავლობაში? მაკიაჟის ფიქსატორი ამ პროცესის გადამწყვეტი ელემენტია — ის არა მხოლოდ ახანგრძლივებს მაკიაჟის მდგრადობას, არამედ იცავს მას გარემოს ზემოქმედებისგან. ეს პროდუქტი ახლა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია პროფესიონალური და ყოველდღიური მაკიაჟის რუტინაში.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მისი ფუნქციაა მაკიაჟის ფენების „ჩაკეტვა“, რაც ხელს უშლის ფერის გადასვლას ან კონტურების დეფორმაციას. ასე ვთქვათ, ერთგვარ დამცავ ფენას ქმნის კანზე, რაც უფრო მდგრად და ჯანსაღ იერს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფიქსატორი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა აქტიური დღის რეჟიმი გაქვთ ან რაიმე მნიშვნელოვან საღამოს ესწრებით.
ამასთან, კარგი მაკიაჟის ფიქსატორი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს:
- ხანგრძლივი ეფექტი;
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ქოლესტერინი ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში გვხვდება. თქვენს ორგანიზმს სჭირდება ქოლესტერინი ჯანსაღი უჯრედების “ასაშენებლად”, თუმცა სისხლში ქოლესტერინის მაღალმა დონემ, შესაძლოა, გაზარდოს გულის დაავადებების რისკი.
მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში, ხშირია, სისხლის უჯრედებში ცხიმოვანი მარაგების განვითარება. თანდათანობით ეს მარაგები იზრდება და არტერიებში სისხლის საკმარისი ოდენობა ვეღარ მოძრაობას, რის შედეგადაც იზრდება გულის შეტევის, ან ინსულტის განვითარების რისკი.
მაღალი ქოლესტერინი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგრამ ეს ხშირად არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია, შესაბამისად მისი პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია. მთავარია დროული დიაგნოსტიკა.
ჯანსაღად კვება, რეგულარული ვარჯიში და ზოგ შემთხვევაში მედიკამენტები დაგეხმარებათ, მაღალი ქოლესტერინის შემცირებაში.
-
Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ღვიძლის სიმსივნე, ისევე როგორც ყველა სიმსივნური დაავადება, ორგანიზმში ანომალიური უჯრედების წარმოქმნისა და გამრავლების შედეგია. ამ შემთხვევაში დაავადება კონკრეტულ ორგანოში გაჩენილი ანომალიაა.
ღვიძლის კიბო არის სიმსივნური დაავადება, რომელიც ღვიძლის უჯრედებიდან იწყება. მუცლის ზედა ნაწილში მოთავსებულ ამ ორგანოში მრავალი სახის სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება გაჩნდეს. თუმცა, ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰეპატოცელულარული კარცინომა, რომელიც იწყება ღვიძლის უჯრედების ძირითად ტიპში -ჰეპატოციტებში.
ღვიძლის კიბოს სხვა ტიპები, როგორიცაა ინტრაჰეპატური ქოლანგიოკარცინომა და ჰეპატობლასტომა, გაცილებით ნაკლებად გავრცელებულია.
ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ღვიძლში სიმსივნური უჯრედების გაჩენა უფრო იშვიათია. უმეტესწილად, ამ ორგანოში სხვა ორგანოდან გავრცელებული მეტასტაზები გვხვდება. ნაწლავში, ფილტვებსა თუ მკერდში
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account