Monthly Archives: November 2024
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა. ის, ძირითადად, ახალგაზრდებში გვხვდება, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის ახალშობილებში.
ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ჭარბი რაოდენობის ცხიმი გამოიყოფა. ამის შედეგად ფორები იხშობა, რაც ინფექციურ კერას აჩენს. ეს გარემო ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელია, რაც მდგომარეობას ამწვავებს
აკნეს ტიპები და გამომწვევი მიზეზები
ყველაზე ხშირად აკნე სახის, გულ-მკერდის, ზურგისა და მხრების არეში ჩნდება. ის რამდენიმე ტიპისაა:
- შავი და თეთრი წერტილები (კომედონები);
- ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები);
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) არის სისხლის ძალა, რომელიც აწვება არტერიის კედლებს. გულიდან სისხლის ნაკადის გამოტყორცნისას ვიწრო არტერიები ქმნის წინააღმდეგობას. რაც უფრო ვიწროა არტერიები, მით მეტია წინააღმდეგობა და შესაბამისად, უფრო მაღალია არტერიული წნევა.
დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან კი იკლებს, თუმცა დროთა განმავლობაში მაღალი არტერიული წნევა აზიანებს არტერიებს და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორებიცაა: გულის შეტევა და
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
საშარდე გზების ინფექცია (UTI) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბაქტერიები ხვდებიან საშარდე სისტემაში, მრავლდებიან და იწვევენ ანთებით პროცესს.
საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში - თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდსადენებსა და შარდის ბუშტში.
გარდა ამისა, საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს როგორც ქვემო საშარდე გზებში, ასევე ზემო საშარდე გზებშიც.
ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტსა და პროსტატას – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს, ხოლო ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას (პიელონეფრიტს) გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საშარდე გზების ინფექციები უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
საშარდე გზების ინფექციის გავრცელება
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
კოჟრი, ე.წ. “მაზოლი”, არის კანის გასქელებული და გარქოვანებული უბანი, რომელიც ჩნდება ხანგრძლივი, განმეორებითი ხახუნის ან მუდმივი ზეწოლის საპასუხოდ. კოჟრები ხშირად ჩნდება ფეხებსა და ხელებზე.
დერმატოლოგიაში ორი ტიპის კოჟრი არსებობს: მშრალი და სველი.
მშრალი კოჟრი არის კანის სქელი, გარქოვანებული უბანი, რომელიც ყალიბდება ეპითელური შრის უჯრედების კვდომის და მათ ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო.
სველი კოჟრი კი ლიმფით სავსე ბუშტუკია. კანის დაზიანებული შრის ქვეშ გროვდება ლიმფა, წარმოქმნის ბუშტუკს, რომელიც ბალიშივით იცავს კანის ქვედა შრეებს შემდგომი დაზიანებისა და ტრავმისგან.
კოჟრები ყველაზე ხშირად ვითარდება ფეხის ტერფებზე ვიწრო ფეხსაცმლის ტარების გამო. გარდა ამისა, კოჟრები გვხვდება ხელის მტევნებზეც გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების ან ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ურეაპლაზმა არის მიკროსკოპული ზომის ბაქტერია, რომელიც ჩნდება ადამიანის შარდ-სასქესო სისტემაში. ის მიეკუთვნება მიკოპლაზმების ოჯახს და არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცნობილი ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად გამრავლება. ურეაპლაზმა პირველად აღმოაჩინეს 1954 წელს და დღემდე ეს ბაქტერია კვლევის საგანია.
ურეაპლაზმას სახეობები
არსებობს ურეაპლაზმას ორი ძირითადი სახეობა, რომლებიც გვხვდება ადამიანებში:
- Ureaplasma urealyticum
- Ureaplasma parvum
ეს ორი სახეობა განსხვავდება გენეტიკურად და შესაძლოა, სხვადასხვანაირი გავლენა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გავრცელება
ურეაპლაზმა საკმაოდ გავრცელებულია
-
Posted: November 14, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
კერატინი არის ცილოვანი ნივთიერება, რომელიც შედის კანის, თმისა და ფრჩხილების შემდგენილობაში. ის თმის სტრუქტურაში ქმნის ე.წ. დამცავ შრეს – კუტიკულას, რაც იცავს თმას არასასურველი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან.
თუმცა დროთა განმავლობაში გარე ზემოქმედების შედეგად თმა მაინც ზიანდება. დაზიანებული და გამომშრალი თმის გაჯანსაღებისთვის კი აქტიურად იყენებენ კერატინით მკურნალობის მეთოდს.
კერატინით თმის გასწორება ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც გამოიყენება ბუნებრივი კერატინის შემცველი პროდუქტი/კრემი. ნივთიერება ღრმად აღწევს თმის თითოეულ ღერში და კუტიკულაში გაჩენილ სიცარიელეს ავსებს, რის შედეგადაც თმა ახალ სტრუქტურას იძენს და ხდება უფრო სრიალა, გლუვი და ძლიერი.
კერატინით მკურნალობა და თმის გასწორება შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის თმისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account