ფეროსომ ფორტე 20 კაფსულა
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია.
ფეროსომ ფორტე კაფსულა
ფეროსომ ფორტე კაფსულა - ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, C ვიტამინთან ერთად.
LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.
აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.
მაქსიმალური ბიოშეღწევადობა
არ აღიზიანებს კუჭს
არ იწვევს შეკრულობას
არ ტოვებს რკინის გემოს
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულის შემადგენლობაშია შემდეგი კომპონენტები
რკინა (რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით) ..... 30 მგ. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ..... 70 მგ.
დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, პულულანი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, რკინის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა - როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემია. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არ სინთეზდება ორგანიზმში. ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება. იგი მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის პროლინის ჰიდროქსილირებაში ჰიდროქსიპროლინად. C ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ირღვევა კოლაგენის წარმოქმნა. C ვიტამინი აუცილებელია დოფამინის ჰიდროქსილირებისთვის და ნორადრენალინად გარდაქმნისთვის, ასევე, სტეროიდების ჰიდროქსილირებისთვის თირკმელზედა ჯირკვალში. ვიტამინი C თიროზინის სინთეზში წარმოადგენს აღმდგენ აგენტს, არის ელექტრონების დონორი ფოლიუმის მჟავას გარდაქმნის პროცესში ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. არაპირდაპირი გზით არის ჩართული პურინებისა და თიმინის სინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია რკინის ინკორპორირებისთვის ფერიტინში. ვიტამინი C ასტიმულირებს ლეიკოციტების ფაგოციტურ ფუნქციას; გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სკორბუტს, რომლის სიმპტომებაც წარმოადგენს შეშუპებული და ანთებადი ღრძილები, პეტექიური ჰემორაგიები და კანქვეშა სისხლჩაქცევები. კოლაგენის დეფიციტი ათხელებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც განაპირობებს მათ ადვილად დაზიანებას (გასკდომას). ასკორბინის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ძვლების გამყიფებას, აადვილებს მოტეხილობების განვითარებას, აზიანებს კბილებს (კბილები ირყევა). C ვიტამინის ნაკლებობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ანემია, ასკორბინის მჟავას რკინის მეტაბოლიზმში აქტიური მონაწილეობის გამო.
გამოყენების რეკომენდაციები:
· სისხლწარმოქმნის სტიმულირება
· ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება
· რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია
· ქრონიკული დაღლილობა (მეტაბოლიზმის ნორმალიზებისთვის)
· იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება
· რკინადეფიციტური ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში
· ჭარბი მენსტრუალური გამონადენის დროს, სისხლის დონაციის დროს აღდგენის პერიოდი
· მოზარდობის პერიოდი
· რკინადეფიციტური ანემია ასაკოვან პირებში
დოზირება და მიღების წესი:
ერთი ან ორი კაფსულა დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
განსაკუთრებული მითითებები: ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე კაფსულას უზმოზე (მშიერზე).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან: ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.
ორსულობა, ლაქტაცია: ფეროსომ ფორტე კაფსულა შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.
გამოშვების ფორმა: კაფსულები N20.
| Units | 20 |
|---|---|
| Form | სპრეი |
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 50,40 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
-
-
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
-
-
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 46,49 ლ რეგულარული ფასი 51,65 ლ -
Crossover Junior- კროსოვერი ჯუნიორი 10მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 35,94 ლ რეგულარული ფასი 49,92 ლ -
-
-
-
-
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
-
-
ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 61,56 ლ რეგულარული ფასი 68,40 ლ -
-
-
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 52,88 ლ რეგულარული ფასი 58,76 ლ -
-
-
-
-
-
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,20 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 53,81 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account