Viaderm complete - ვიადერმი კომპლიტი 30 კაფსულა
ჩვენება:აღადგენს თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურას.
ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის: ლამაზი კანი, მბზინავი თმა და ჯანსაღი ფრჩხილები
შემადგენლობა:
|
ფურისულას ზეთი |
350,0 მგ |
მეთიონინი |
62,5 მგ |
|
ბიოტინი |
75,0 მკგ |
სილიციუმი |
5,0 მგ |
|
ნიაციანი |
8,0 მგ |
თუთია |
7,5 მგ |
|
სპილენძი |
0,45 მგ |
ვიტამინიE |
5,0 მგ |
|
ვიტამინი A |
190,0 მკგ |
|
|
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აღადგენს თმის,ფრჩხილის და კანის სტრუქტურას. მასში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას და რეგენერაციას. მატებს ელასტიურობას და იცავს ნაოჭებისაგან. ხელს უშლის თმის გაუწყლოვნებას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას,მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას. ახდენს ფრჩხილების გამაგრებას. იცავს მტვრევადობისგან და ფრჩხილის ზედაპირის აშრევებისგან.
არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფურისულას ზეთი- მდიდარია E ვიტამინით (“ახალგაზრდობის ვიტამინი“) და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლინის მჟავა).ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას,მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი ,დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება.ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის ,ეგზემის და სებორეის დროს.ახდენს მკვდარი ქოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვეს და ბზინვარებას. ბიოტინი(ვიტ H)„სილამაზის ვიტამინი“-გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ფრჩხილების ნორმალური და ჯანსაღი ზრდისათვის. გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში.კურნავს სებორეას,ეგზემას და დერმატიტებს. ნიაცინი (ვიტ B3) ნიკოტინის მჟავა- აუმჯობესებს თავის კანის სისხლით მომარაგებას სისხლძარღვების გაფართოვების ხარჯზე და აჩქარებს თმის ამოსვლის პროცესს და სიხშირეს. სპილენძი (Cu) - ბიოაქტიური მიკროელემენტი. აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებისა და ფერმენტების შენებასა და უჯრედებისა და ქსოვილების ზრდა- განვითარებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში ამინომჟავას (თიროზინის) სრულ ათვისებას,რაც განაპირობებს კანისა და თმის ჯანსაღ ფერს. სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან . რეტინოლი (ვიტ A)- რეტინოლი სამი სახით არის წარმოდგენილი ორგანიზმში: რეტინოლი,რეტინალი და რეტინოლის მჟავა. სამივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპიტელიზაციის პროცესში.ზრდის ეპითელურ უჯრედებში მიტოზების რიცხვს. გამოიყენება კანის დაზიანებების და დაავადებების (იქთიოზი,პუსტულარული დერმატიტი,ფოლიკულური დისკერატოზი,ტროფიკული წყლული,ეგზემის ზოგიერთი ფორმა) რთულად შეხორცებადი ჭრილობების,მოყინვის და დამწვრობის დროს. მეთიონინი- მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ზრდის პროცესისა და ზოტური წონასწორობის შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის,ფოსფოლიპიდების სინთეზს. ვინაიდან ქოლინი არის ლიპოტროპული ფაქტორი, მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს). აქტიურად გამოიყენება კანის კოსმეტიკური დეფექტების დროს,რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის დავადებებთან და კანის ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან (ვარდისფერი როზაცეა, აკნე და დერმატიტები) ასევე გამოიყენება ფოტოდერმატიტების და თმის ცვენის სამკურნალოდ, კანის რეგენერაციის და რეპარაციის დასაჩქარებლად.სილიციუმი (Si)-მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის და ფრჩხილების ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში,რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას ,თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. თუთია (Zn)- მაგიური მიკროელემენტი, წარმოადგენს ბიოკატალიზატორს 300 -ზე მეტი ენზიმისათვის. თუთიის მარაგზე არის დამოკიდებული კანისა და თმის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე. ღებულობს მონაწილეობას ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და ზემოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე. თუთია არეგულირებს ჰორმონალურ ბალანს და ხელს უწყობს კანშიდა ნივთერებების გამომუშავებას,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვულგარული აკნეს განვითარებას. ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტE)- მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე,აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას და მსხვრევადობას . ვიტამინი E ქალური სილამაზის საწინდარია -აღადგენს კანის ბუნებრივ ფერს , ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.
ჩვენება: ვარდისფერი რაზაცეა, პელაგრეა, აკნე (მათ შორის ვულგალური), ფსორიაზი, სებორეა, ეგზემა, დერმატიტი , კანის სიმშრალე, პიგმენტური ლაქები,ნაადრევი დაბერება, თმის ცვენა, ალოპეცია, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, ფრჩხილების მტვრევა და დეფექტები.
კანის, ფრჩხილის და თმის კოსმეტიკური დეფექტების დროს. აღადგენს სტრუქტურას, ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისგან.
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: 15-25 C ტემპერატურაზე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი
| Units | 30 |
|---|---|
| Is Online? | არა |
-
Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 56,56 ლ რეგულარული ფასი 62,84 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
-
ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagarგანსაკუთრებული ფასი 53,81 ლ რეგულარული ფასი 59,79 ლ -
-
-
-
-
-
-
თუთის პიკოლინატი 22მგ 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 57,87 ლ რეგულარული ფასი 64,30 ლ -
-
-
-
Masvitam omega 3 6 9 - მასვიტამი ომეგა 3 6 9 150მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 48,99 ლ -
-
-
-
ჟენშენის ექსტრაქტი 500მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 44,21 ლ რეგულარული ფასი 49,12 ლ -
-
-
-
-
მულტივიტამინი პრემიუმი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 50,40 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
-
-
-
-
-
-
-
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 46,49 ლ რეგულარული ფასი 51,65 ლ -
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,62 ლ რეგულარული ფასი 65,13 ლ -
-
-
-
-
-
მცენარეული ანტიდეპრესანტი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 60,00 ლ -
Crossover Junior- კროსოვერი ჯუნიორი 10მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 35,94 ლ რეგულარული ფასი 49,92 ლ -
-
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 55,31 ლ რეგულარული ფასი 61,46 ლ -
-
მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
-
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 52,88 ლ რეგულარული ფასი 58,76 ლ -
-
-
-
-
-
-
-
-
ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 61,56 ლ რეგულარული ფასი 68,40 ლ -
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,20 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
-
-
-
Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 44,27 ლ რეგულარული ფასი 49,19 ლ -
-
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
-
-





ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account