უბიკარი კაფს.N30
უბიკარი კაფსულა
შემადგენლობა : L- კარნიტინი 500მგ , კოენზიმ Q10 – 30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
L- კარნიტინი მიეკუთვნება ვიტამინის მსგავს ნივთიერებებს ( ვიტ BT - ზრდის ვიტამინი , აქვს ანაბოლური და ანტიოქსიდანტური მოქმედება L -კარნიტინს გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიის მემბრანაზე , ხელს უწყობს CoA - ის შეღწევას უჯრედში. L-კარნიტინი ხელს უწყობს სხეულის ზედმეტი წონის შემცირებას და ამცირებს კუნთებში ცხიმის დაგროვებას ის ზრდის მომნელებელი სისტემის წვენების სეკრეციას (კუჭისა და ნაწლავის ) და აუმჯობესებს მათ ფერმენტულ აქტივობას . აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.
უბიქინონი ენდოგენური ვიტამინის მაგვარი ნივთიერება რომელიც სინთეზდება ღვიძლში , მონაწილეობს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზში, კოენზიმ Q 10 აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, კოენზიმ Q 10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების , ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ის აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას , კოენზიმ Q 10 ლეციტინის სინთეზი სტიმულაციის გზით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში. კოენზიმ Q 10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. კოენზიმ Q 10 ანორმალიზებს არტერიულ წნევას . გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით_ იცავს მიოკარდიუმს ინფაქტის განვითარებისგან. კოენზიმ Q 10 ხელს უწყობს ცხიმების წვას , ამცირებს სხეულის წონას. L -კარნიტინი და კოენზიმ Q 10 კომბინაციაში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: უბიკარი აღმოფხვრის კარნიტინის დეფიციტს- დეფიციტის მქონე და დიალიზზე მყოფ პაციენტებში , უბიკარი ზრდის მიოკარდიუმისა და განივზოლიანი კუნთების კუმშვით ფუნქციას , ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი , აუმჯობესებს გარეგან სუნთქვას , არეგულირებს გლუკოზის დონეს , სისხლში უბიკარი ქსოვილს ამდიდრებს ჟანგბადით . ამცირებს ცხიმების შემცველობას ქსოვილებში და გაცხიმოვნების მქონე პაციენტებში იწვევს წონის დაკლებას, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს , ზრდის ათვისების , დასწავლის უნარს . ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. აუმჯობესებს დღენაკლი და სუსტი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.
ჩვენებები:
- კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი
- ახალშობილთა ასფიქსია სამშობიარო ტრავმები
-ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია
- პარენტერალურ კვებაზე მყოფი ახალშობილები
- ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები და მოზრდილები
- ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა ბავშვებში , წონის დეფიციტი , ანორექსია
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა , ტრავმული ენცეფალოპათია , დემენცია , ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონიზმი
- ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი , ღვიძლის ციროზი და ცხიმოვანი დისტროფია
- შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი ,სიმსუქნე
- გლუკოკორტიკოიდების და სტატინების ხანგრძლივი გამოყენება
- ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში
- კუნთოვანი დისტროფია
- ანემიები
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
- სპორტულ მედიცინაში ინტენსიური ვარჯიშების დროს დატვირთვის ამტანობის გაზრდა
გამოშვების ფორმა: სიროფი ფორთოხლის მოტკბო გემოთი, 100მლ ბოთლში მზომი თავსახურით.
კაფსულა # 30
დოზირება და მიღების წესი:
მიღება0-2 წლამდე: 10 მლ. 1- ჯერ დღეში.
2 წლიდან ზემოთ და მოზრდილებში: 10 მლ. 1-3 ჯერ დღეში
გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ
შეიძლება სიროფმა ფერი შეიცვალოს მაგრამ ეს არ მიუთითებს მისი ვარგისიანობის შეცვლაზე
კაფსულები მიიღება 3 წლიდან 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში
წინააღმდეგჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების
მიმართ
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ , საკვები დანამატი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში EL COMPANY
| Units | 30 |
|---|---|
| Form | სპრეი |
| Is Online? | არა |
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ამევიტი ქიდს 30 საღეჭი ტაბლეტი მარმელადი ამვილაბი - Amvilabგანსაკუთრებული ფასი 35,11 ლ რეგულარული ფასი 39,01 ლ










ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account