Vitrum Vitamin Aqua D3 - ვიტრუმი ვიტამინ აქვა D3 წვეთები 15მლ

29,90 ლ
მარაგშია
SKU
82256_3274

ჩვენება: ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციების შენარჩუნებას: არეგულირებს იმუნურ პასუხებს, ხელს უწყობს ანტიმიკრობული ნივთიერებების გამომუშავებას.

ვიტრუმ ვიტამინ აქვა დ3

VITRUM® VITAMIN AQUA D3

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

გამოშვების ფორმა: ზეთოვანი ხსნარი ფლაკონში ტუმბოს დისპენსერით 15 მლ, 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა:

საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ანტიოქსიდანტი ალფა-ტოკოფეროლი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).

 

აქტიური ნივთიერება

მოხმარების დღიური დოზის შემადგენლობა (დისპენსერის 1 დაჭერა)

რეკომენდებული დღიური მოხმარების %  / ფიზიოლოგიური       მოთხოვნილებების ნომრები*

ბავშვები

1-დან 17 წლამდე

60 წლამდე მოზრდილები

65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

ვიტამინი D3

13 მკგ (520 სე) 1

87*

87

65*

1წარმოების დროს

გამოყენების სფერო:

როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - ვიტამინის D3 დამატებითი წყარო.

ვიტამინი D3 იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის

ვიტამინი D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციების შენარჩუნებას: არეგულირებს იმუნურ პასუხებს, ხელს უწყობს ანტიმიკრობული ნივთიერებების გამომუშავებას.

ეხმარება კუნთებს ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში

ვიტამინი D3 ეხმარება კუნთებს მუშაობაში და ასევე აქვს ნეიროტროპული თვისებები. D3 ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია კუნთების სისუსტე, ნერვული აშლილობა, უძილობა და გაღიზიანება.

კალციუმის აბსორბციის გაუმჯობესობა

ვიტამინი D3-ის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციაა ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნება, ის აუცილებელია კბილებისა და ძვლების ნორმალური ფორმირებისთვის.

კალციუმის ეფექტური შთანთქმისთვის საჭიროა ცხიმში ხსნადი ვიტამინი D3. ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფატის საჭირო დონეს სისხლში ძვლის მინერალიზაციის უზრუნველსაყოფად. ის ასევე აუცილებელია ბავშვებში ძვლის ზრდისთვის და მოზრდილებში ძვლის განახლებისთვის.

ორგანიზმში D3 ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობით მიღება აუცილებელი პირობაა ძვლოვანი ქსოვილის კალციფიკაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის. D3 ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ეს პროცესები ირღვევა.

რეალიზაციის პირობები:

მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილები განისაზღვრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით.

გამოყენების რეკომენდაციები:

ბავშვებისთვის 1 წლიდან და მოზრდილებისთვის 1 დაჭერა დისპენსერზე (0,05 მლ / 13 მკგ) 1 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა ̶ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ. ორსული და მეძუძური ქალები იღებენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პირობები:

მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy