Levomycetin - ლევომიცეტინი 0.25% თვალის წვეთები 5მლ

0,86 ლ
მარაგშია
SKU
6747_1874

ჩვენება: ბაქტერიული წარმოშობის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც ლოკალიზებული არიან რქოვანაში ან კონიუნქტივაში (კონიუნქტივიტები, კერატიტები, კერატოკონიუნქტივიტები, ბლეფარიტები);

ლევომიცეტინი

LAEVOMYCETINUM

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ლევომიცეტინი

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ქლორამფენიკოლი

სამკურნალწამლო ფორმა: თვალის წვეთები

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ლევომიცეტინი (ქლორამფენიკოლი) – 0,25 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, დისტილირებული წყალი.

აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე

იხილეთ ბლოგი: ლევომიცეტინი — ტაბლეტებისა და თვალის წვეთების ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები (ქლორამფენიკოლის ჯგუფი)

ათქ კოდი: S01AA01

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ლევომიცეტინის თვალის წვეთები განეკუთვნება ფართო სპექტრის მოქმედებისს ანტიბიოტიკების ჯგუფს ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც რეზისტენტული არიან პენიცილინის, ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიმართ.

ინსტილიაციის შემდეგ პრეპარატი მოქმედებს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ასევე ნაწილობრივ აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. 

გამოყენების ჩვენებები

ლევომიცეტინი გამოიყენება ბაქტერიული წარმოშობის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც ლოკალიზებული არიან რქოვანაში ან კონიუნქტივაში (კონიუნქტივიტები, კერატიტები, კერატოკონიუნქტივიტები, ბლეფარიტები);

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება:

პაციენტებში სისხლის წარმოქმნის დარღვევით;

პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობით;

ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

 ლევომიცეტინი გამოიყენებაა სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, და ასევე კანის დაავადების მქონე პაციენტებში (ეგზემა, ფსორიაზი).

გამოყენების მეთოდი და დოზები

აუცილებელი თვალის წვეთების ჩაწვეთება 1 წვეთი ყოველ 1-4 საათში, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ 1 წვეთი ყოველ 4-6 საათში. 

გვერდითი მოქმედება

ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება (წევა, ქავილი, თვალის გაწითლება). ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (3 კვირა და მეტი) შეიძლება აღინიშნოს სისხლმბად სისტემაში უარყოფითი ცვლილებები (თრომბოპენია, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია), შეიძლება მეორადი სოკოვანი ინფექციების განვითარება. მითითებული სიმპტომების გაჩენისას პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა. 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკი ლევომიცეტინის თვალის წვეთების გამოყენებისას იზრდება ერთდროულად სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველი პრეპარატების დანიშვნისას (ციტოსტატიკები, სულფანილამიდები), და ასევე სხიბური თერაპიის დროს.

პაციენტების მიერ რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ისინი უნდა მოიხსნას. 

კონტრაქტური ლინზების ისევ გამოყენება შეიძლება ჩაწვეთებიდან 30 წუთის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატისს გამოყენება იწვევს არამკვეთრ მხედველობით აღქმას, მის აღდგენამდე უნდა თავი შეიკავოთ საქმიანობებისგან, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ კონცენტრაციასა და ყურადღებას. 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება 1 თვის განმავლობაში. 

ვარგისიანობის  ვადა

 2 წელი. 

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy