Protesol - პროტესოლი 30 კაფსულა

53,00 ლ
მარაგშია
SKU
46216_2048

ჩვენება: პოსტოპერაციული და პოსტრავმატული ანთება. სინუსიტი, გინეკოლოგია, დაჭიმულობა და ტკივილი სარძევე ჯირკვალში, უროლოგია.

პროტესოლი

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა - 20 მგ, სელენი 50 მკგ.

ჩვენება:

პოსტოპერაციული და პოსტრავმატული ანთება.

ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი პათოლოგიების დროს:

-        ოტორინოლარინგოლოგია: სინუსიტი;

-        გინეკოლოგია: დაჭიმულობა და ტკივილი სარძევე ჯირკვალში;

-        უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი;

-        სტომატოლოგია: პერიოდონტიტი;

-        ნახველის დრენირების გაძნელებისას: ბრონქიტის, ბრონხიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის დროს.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლდენის საშიშროებების და სისხლის შედედების დარღვევების დროს, ასევე პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე პათოლოგიებით.

გვერდითი ეფექტები:

გამონაყარი და სიწითლე. მკურნალობისას თუ შეინიშნება ეს რეაქციები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიარეა, იშვიათად ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ღებინების შეგრძნება ან ღებინება.

იშვიათად სისხლდენისკენ მიდრეკილება (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლი ამოხველების დროს).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანთებითი შეშუპების დათრგუნვა და პოსტოპერაციული და პოსტრავმატული შეშუპების შემსუბუქება.

ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილებში.

ათხიერებს და ამსუბუქებს ნახველის გამოდევნას.

ჩირქოვანი კერების გაწმენდა და დეზინფექცია.

გამოყენება:

ერთი კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ურთირთქმედება სხვა პრეპარატებთან:

სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პრეპარატების ასეთი კომბინაცია მიღებული უნდა იქნას ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა:

პროტესოლი, 3 ბლისტერი ყუთში, ყოველ ბრისტერზე 10 კაფსულა.

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ (15°C – 25°C), მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ წარმოადგენს წამალს - შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები.

მეტი ინფორაცია
Units 30
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy